Thursday, May 19, 2011

ავტოპორტრეტი. Self-portrait. 6th gr.

 თათია კაპანაძე Tatia Kapanadze:
ჩემი იდეა იყო თავდაპირველად ისეთი, რომ ეზოში ჩემი ავტოპორტრეტი დამეხატა. მინდა, რომ ადამიანებმა გამიცნონ როგორც მხიარული, საყვარელი, ინტერესიანი. გზადაგზა ბევრი რამ დავამატე და უფრო მხიარული ავტოპორტრეტი მივიღე. კარგად გამომივიდა ტანი და ყვავილები. გამიჭირდა სახის დახატვა. ხელახლა რომ დავხატო, შევცვლიდი ხის ფორმას, სახეს და ადგილს უფრო ლამაზი ადგილით.. ყველას მოსწონს, მაგრამ მეუბნებიან, რომ სახე შეიძლებოდა უფრო ლამაზი ყოფილიყო. გავითვალისწინებდი, მაგრამ უკვე გვიანი იყო - უკვე დახატული მქონდა. ვისწავლე ყვავილის - ირისის ლამაზად დახატვა, რაშიც დამეხმარა ვან გოგის დახატული და სკოლის ეზოში აყვავებული ირისები.




მარიამ კერესელიძე Mariam Kereselidze:
ჩვენ გავეცანით ბევრ შედევრს. მე ძალიან მომეწონა ფაიუმის პორტრეტები. ამ ნახატებმა მასწავლა, როგორ გამეცოცხლებინა თვალები, სახის კანის ფერის დაყენება, ცხვირის ხატვა, მონასმები, ჩრდილები და ბევრი რამ. ჩემი თავდაპირველი ჩანაფიქრი, სიმართლე რომ გითხრათ, სხვადასხვანაირი იყო. ძალიან ბევრი ფოტოსურათი გადავაღებინე მასწავლებელს, მაგრამ მაინც არ მომწონდა. თავდაპირველად მინდოდა დამეხატა გოგონა ხვეული თმით, ყავისფერი თვალებით და ხელში ბუშტით, რადგან მინდოდა, უფრო სხვანაირი და ამოუცნობი ვყოფილიყავი. კიდევ მინდოდა, ადამიანებმა გამიცნონ, როგორც ცელქი და ბავშვური. ბოლოს გადავწყვიტე, ვყოფილიყავი მრავალმხრივი, მრავალფეროვანი? არა, ალბათ უფრო მეგობრული და საღამოს წვეულებების მოყვარული (წითელი კაბა ამიტომ დავხატე) და ალბათ, ცოტა პრანჭიაც? ხო, მგონი პრანჭიაც. ვიხმარე გოაში, რადგან პრაქტიკულია. ავტოპორტრეტის ხატვისას ყველაზე მეტად დამჭირდა საკუთარი თავის რწმენა. გამიჭირდა სახის ნაკვთებიც - ცხვირი და თვალები. თემაზე მუშაობისას ვისწავლე ფერების დაყენება და პროპორციულობის დაცვა.




ელენე გომელაური Elene Gomelauri:
იდეა თავდაპირველად სხვაგვარი იყო. პოზაც სხვაგვარი მქონდა შერჩეული - მთელი ტანით, ჩაცუცქული, ერთ ხელში წიგნით, მეორეში - ჩუპა-ჩუპსით. შემდეგ, დროში ვეღარ ვეტეოდი და გადავწყვიტე, მხოლოდ მხრები გამომეჩინა. ადამიანებმა მინდა გამიცნონ, როგორც მაქსიმალურად მხიარული და მეოცნებე, თუმცა, ამავდროულად, გულჩათხრობილი და ტვინარეული მოზარდი თავისი უამრავი პრობლემით. სკეტჩში პასტელი გამოვიყენე, რადგან აქამდე პასტელით შესრულებული ნახატი არ მქონია. ახლა კი, გადავწყვიტე, გოაში გამოვიყენო. კარგად გამომივიდა ხასიათის გამოხატვა. გამიჭირდა ცხვირისა და ტუჩის დახატვა, რადგან ეს გაკვეთილები გავაცდინე. ხელახლა რომ გამეკეთებინა, პოზას შევცვლიდი. უფროსებს აზრი არ გამოუთქვამთ, თანატოლები კი ფიქრობდნენ, რომ არ მგავს. მათი აზრი გავითვალისწინე და სახე ხელახლა დავხატე, რადგან უმსგავსოებას ვამჩნევდი.




ნიკუშა ვასაძე  Nika Vasadze
 ნიკუშა ვასაძე  Nika Vasadze
ჩემი თავდაპირველი იდეა იყო, დამეხატა სოლიდური ნახატი. ამ ავტოპორტრეტით ვიძახი, რომ ვარ მხიარული და წყნარი. გამოვიყენე ფანქარი, რადგან ყველაზე მეტად ეს მასალა მიყვარს. გზადაგზა ჩანაფიქრი არ შეცვლილა. დამჭირდა დაკვირვების უნარი. კონტური კარგად გამომივიდა. გამიჭირდა ხელის დახატვა, რადგან საჩვენებელი თითი ზემოთ უნდა ყოფილიყო. ხელახლა დახატვისას ზუსტად ასეთივეს დავხატავდი. უფროსებს სიგარა არ მოეწონათ, რადგან 11 წლის ვარ. მათი აზრი არ გამითვალისწინებია, რადგან უკვე დახატული მქონდა და დამეზარა ახლის დახატვა. სიგარა კი იმიტომ დავხატე, რომ იმ დღეებში დონ ვიტო კორლეონეს ვასახიერებდი ხოლმე და ეს ჩამყვა. მასწავლებელი ამბობს, აქ შენ როლში ხარ და შენი არტისტული ბუნება ჩანსო. ამ თემაზე მუშაობისას ვისწავლე მოცულობითად ხატვა.


 სანდრო თავართქილაძე Sandro Tavartkiladze:
თავდაპირველად რა იდეაც მომივიდა თავში, ის დავხატე. მინდა, რომ ამ პორტრეტით ადამიანებმა გაიგონ, რომ ვარ მხიარული და მეგობრებთან ყოფნა მიყვარს. გამოვიყენე ფანქარი, რადგან ძალიან მომწონს ფანქარში მუშაობა. ხატვის პროცესში გადავწყვიტე, ფონზე სახლი და მეგობრები დამეხატა. დამჭირდა აკურატულად ფანქრით  მუშაობა, რომ ნახატი არ გამფუჭებოდა. კიდევ - რაც გვასწავლეს - თვალი, ტუჩი და ... კარგად გამომივიდა სახის დახატვა. გამიჭირდა ცხვირის და ტანის დახატვა. ხელახლა გაკეთებისას არაფერს შევცვლიდი. პირველივე დღეს დავამთავრე და აღარ მინდოდა შეცვლა.




დიმა ფოფხაძე Dima Popkhadze
დიმა ფოფხაძე Dima Popkhadze:
მე ყველაზე მეტად პიკასოს პორტრეტი მომეწონა, რადგან ის ყველასგან განსხვავებულად ხატავს. თავიდან ვფიქრობდი, რომ კიბეზე რომ ჩავდიოდი, ეგ დამეხატა, მაგრამ მასწავლებელმა მითხრა - შენი თვისებები უნდა გამოხატოო და მაგიტომ დავხატე ჩემი თავი წიგნით ხელში. ხატვის პერიოდში შექსპირის "ჰამლეტს" ვკითხულობდი. ადამიანებმა მინდა გაიგონ, რომ მიყვარს წიგნები. ამ ნახატს ათი დღე მოვანდომე. შემდეგ წელს მინდა შევისწავლო ზეთის საღებავებით ხატვა.




 Dea Shatirishvili დეა შათირიშვილი:
თავდაპირველი იდეა იყო დამეხატა ჟღალი თმები, ქუდი და მწვანე თვალებით გოგო. მინდა, გამიცნონ ჟღალი თმებით და მწვანე თვალებით. გამოვიყენე გოაში, პასტელი და ფანქარი. მიადვილდება და მიყვარს ამ მასალებით ხატვა. ჩემი აზრით, კარგად გამომივიდა შლაპა და თმები.




გიგი ზოდელავა Gigi Zodelava:
მე ვარ გიგი ზოდელავა და მე დავხატე ჩემი ავტოპორტრეტი. მე მიყვარს ლეონარდო და ვინჩი, რადგან იდუმალებით მოცულ ნახატებს ხატავს და მეც მინდა ეგრე ვხატო. მე გავითვალისწინე მეგობრების და მასწავლებლის შენიშვნები. მე მიყვარს ხელოვნება.





თომა ებოტი  Thomas Ebbot




ალექსი ბარამიძე Alex Baramidze



ქეთი ქათამაძე Kety Katamadze:

მე ჩემი ავტოპორტრეტი მომწონს. მისი ფონი სხვადასხვა ფერის კუბიკებითაა შევსებული. თავიდან ვაპირებდი, გამეკეთებინა უფრო მხიარულ ფერებში, მაგრამ არ მოუხდა ფერები და მუქში გადავწყვიტე. ახლა მუქი ფერებიც აქვს და ღიაც. თანაც, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი სულ კერგ ხასიათზე ვერ იქნება. ის ხანდახან გაბრაზებული, ხანდახან მოწყენილი, ხანდახან მხიარული, ხან კი, ბედნიერია.  სახის დახატვა თავიდან ცოტათი გამიჭირდა და მასწავლებელიც მომეხმარა. ტანის დახატვა იმდენად ძნელი აღარ იყო, როგორც სახისა. კაბა შავი გოაშით დავფერე, გავუკეთე კრემისფერი მოსაცმელი. გადავწყვიტე, გამეკეთებინა ელექტრიკი მწვანე შარფი. თავიდან მეგონა, არ მოუხდებოდა, მაგრამ რომ გავაკეთე, ძალიან მომეწონა. ბავშვებსაც ძალიან მოეწონათ და ალბათ, მართლა არ არის ცუდი. ძალიან გამიჭირდა ხელების დახატვა, როგორც სახის და ამაშიც მასწავლებელი დამეხმარა. ჩვენ მანამდე ვისწავლეთ თვალის, ცხვირის, სახის პროპორციების ხატვა. სახის კანის ფერს ყოველ გაკვეთილზე სხვადასხვას ვაკეთებდი, მაგრამ მასწავლებლის დახმარების შემდეგ ნორმალური გამოვიდა. თავიდან რომ გამეკეთებინა, ტანის ფორმას ცოტა სხვანაირს გავაკეთებდი.




 Sandro Chechelashvili სანდრო ჩეჩელაშვილი:
მე გადავწყვიტე ჩემი ავტოპორტრეტის გაკეთება,რადგან მაინტერეებდა, როგორი გამოვიდოდა, მაგრამ ეს მარტო ჩემი გადაწყვეტილება არ იყო, ეს მასწავლებელმაც მირჩია. ასევე, როცა ვხატავდი ჩემს ავტოპორტრეტს, მასწავლებელმა შეცდომები შემისწორა და მე ეს გავითვალისწინე. როცა ვხატავდი, გამახსენდა მხატვარი ლეონარდო და ვინჩი, რადგან მას ძალიან ლამაზი ნახატები აქვს და ჩემთან შედარებით მას შეცდომბი არ აქვს. ჩემმა მეგობრებმა, როცა ნახეს მი ნახატი, ყველამ თავისი აზრი გამოთქვა. ზოგს მოეწონა, ზოგს არა, მაგრამ საბოლოოდ, ნორმალური გამოდგა. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგში უკეთესი ავტოპორტრეტი გამომივა









ბიძინა ღვინიაშვილი Bidzina Gviniashvili:
მე ვფიქრობდი, რომ გამომივიდოდა რააც საშინეება ნახატი. ცუდი არ გამომსვლია, მაგრამ მე მაინც არ მგავდა. ჩემს ავტოპორტრეტზე მუშაობის დროს ყველაზე რთული იყო შუქჩრდილები და ყველაზე ადვილი დასახატი კი თვალი, რადგანაც მასწავლებელმა ბევრჯერ გვამუშავა თვალის დახატვაზე. მე ჩემს პორტრეტში მხოლოდ ფანქარი გამოვიყენე, რადგანაც ვფიქრობ, რომ ფანქრით ყველაზე კარგად გამომდის ხატვა. მე ჩემს ავტოპორტრეტში ჩემი რი გამოვიყენე და არც ერთ მხატვრის ხერხისთვის არ მიმიბაძავს.



ლუკა ალთუნაშვილი Luka Altunashvili



 Luka Buzaladze ლუკა ბუზალაძე
Luka Buzaladze ლუკა ბუზალაძე:

მომეწონა ვან გოგის ბევრი ავტოპორტრეტი და მისი სტილით დავინტერესდი. ამ ნახატში გავიკეთე გრძელი თმა. მინდა თმა მოვიზარდო და მაინტერესებდა, როგორ მექნებოდა. ცოტა ცუდად გამოვიყურები. გამიჭირდა ცხვირის დახატვა, მაგრამ ბოლოს მაინც კარგი გამომივიდა. ჩემი ავტოპორტრეტით მინდოდა მეჩვენებინა, რომ ძალიან მიყვარს გართობა და ყველა საქმეს გართობით ვუდგები. ფონით მინდოდა მეჩვენებინა, რომ როცა ჩემ გარშემო მხიარულებაა, მეც მხიარულად ვარ. ავტოპორტრეტით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ძალიან ცუდიც არ არის.




ივიკო ლოსაბერიძე  Iviko Losaberidze

ივიკო ლოსაბერიძე  Iviko Losaberidze:
თავიდან მინდოდა, თავი მთელი სხეულით, რაიმე პოზაში დამეხატა. დამჭირდებოდა ჩრდილების გაკეთების უნარი, მაგრამ გამიჭირდებოდა. ბოლოს, დავახატე მარტო სახე. არცერთი ცნობილი მხატვრის გამოცდილება და მხატვრული ხერხი არ გამოვიყენე. მინდა, ჩრდილების გაკეთება შემეძლოს.




მარიამ ალექსიშვილი Mariam Aleksishvili:

თავდაპირველად იდეაში მქონდა ის, რომ გამეკეთებინა ავტოპორტრეტი იმ ფოტოსურათიდან, რომელიც მასწავლებელმა გადამიღო. პირველ რიგში, უნდა მცოდნოდა სახის დახატვა თავისი შუქ-ჩრდილით. შემდეგ, უნდა მცოდნოდა ყველაფერი, რაც სახეზე დაიხატება, მაგალითად, თვალების, ცხვირის, პირის და ა.შ. ხატვა. თავიდან ვფიქრობდი, რომ შავი ფონი გამეკეთებინა, მაგრამ ეს აზრი შევიცვალე და სრულიად განსხვავებული, ყვავილებიანი ფონი დავხატე, სადაც ვარდისფერი იყო გარეული. ყველაზე მეტად ფაიუმის პორტრეტების ცოდნა დამეხმარა. ეს პორტრეტები რომ არ დამეხატა, ავტოპორტრეტს კარგად ვერ დავხატავდი. ფაიუმის პორტრეტები დამეხმარა, ერთი ნაბიჯი გადამედგა სამხატვრო პროფესიაში. ამ ნახატში კარგად გამომივიდა თმა, რომელიც ზუსტ ფერზე დგას. ეს ფერია მუქი ქერა „ბეჟი“. ასევე, კარგად გამომივიდა ფონი, რომელსაც შავგულა ვარდისფერი ყვავილები საკმაოდ მოუხდა. ძალიან გამიჭირდა ცხვირის დახატვა, იმიტომ, რომ პროპორციებს ვარღვევდი. ამიტომ, ცხვირის დახატვაში ცოტა დამეხმარნენ. რაიმეს შეცვლა რომ შემეძლოს, სახეს დავამოკლებდი, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ გრძელი სახე არ გამომივიდა და არ დამემსგავსა. ყველას ძალიან მოსწონს ჩემი ავტოპორტრეტი და მეუბნებიან, რომ ძალიან მგავს ნახატი და კარგად გამომივიდა. თავიდან, როცა დავხატე, სანამ დავფერავდი, არ მომწონდა და უნდა გადამეგდო, მაგრამ ყველა, ვისაც ნახატი ნანახი ჰქონდა, მეუბნებოდა, რომ არ გადამეგდო. მე მათ დავუჯერე.




ლუკა სულაბერიძე Luka Sulaberidze




საბა ოქროსცვარიძე Saba Okrostsvaridze




ირაკლი საყვარელიძე Irakli Sakvarelidze:

ჩემი აზრით, მე კარგად დავხატე პორტრეტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის არ მგავს მე. მე თავიდან მინდოდა ენდი უორჰოლის სტილში გამეკეთებინა პორტრეტი. ბევრჯერ ვეცადე ცხვირის დახატვას, მაგრამ ვერ დავხატე, ცუდი გამომდიოდა. შემდეგ დამეხმარნენ და კარგი გამომივიდა. თავიდან ბეჭებს არ ვხატავდი, მაგრამ შემდეგ პატარა მონაკვეთი დავამატე. ავტოპორტრეტზე ლურჯად დავხატე ფონი, შავად დავფერე მაისური, ყავისფრად კი ზემოდან შემოსაცმელი. ჩემი კლასელები ამბობენ, კარგად დახატეო. როდესაც ვხატავდი, მაშინ უფრო მგავდა ავტოპორტრეტი, მაგრამ შემდეგ საერთოდ შეიცვალა.




 ლუკა ხიდეშელი Luka Khidesheli:
თავდაპირველად, მე არ წარმომედგინა, როგორ დავხატავდი ჩემს ავტოპორტრეტს. არ მეგონა, თუ ავტოპორტრეტს შეეძლო ეთქვა, როგორი ვარ მე. ძალიან გამომადგა ფანქრით ხატვა. ჩემი აზრით, ყველაზე კარგად ფანქრით ვხატავ. მე ვნახე ფრიდა კალოს ავტოპორტრეტები, რაც გამომადგა საკუთარი თავის კარგად წარმოჩენაში. ავტოპორტრეტის გასალამაზებლად ჩანაფიქრის შეცვლა დამჭირდა - "ბარსელონას" ლოგო დავამატე, რათა უკეთესად წარმომეჩინა თავი. ჩემი აზრით, ჩემს ავტოპორტრეტში მხოლოდ თმა ჰგავს ნამდვილს. არაფერი გამჭირვებია, მაგრამ თავიდან ბევრად რთული წარმომედგინა. ჩემი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მინდა, მხოლოდ ის არის, რომ უფრო დიდ ფორმატზე უნდა დამეხატა ჩემი თავი. ჩემ მშობლებს არ სჯეროდათ, რომ ნამდვილად ჩემი ნახატი იყო. ეს ნაწილობრივ, სიმართლეა, რადგან მასწავლებელმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემ ნამუშევარში. როდესაც ამ თემის შესწავლა დავიწყე, არ წარმომედგინა, როგორ წარმოვაჩენდი ჩემს თავს, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.




 ელენე ბეზარაშვილი Elene Bezarashvili
ელენე ბეზარაშვილი Elene Bezarashvili
ელენე ბეზარაშვილი Elene Bezarashvili:
მინდა, ამ ავტოპორტრეტებით გამიცნონ, როგორიც ვარ. ზოგმა მითხრა - "დებილობაა, მაგრამ გგავს", ზოგმა - "ლამაზია, გგავს", ან "ვინ დაგხატაო". ვფიქრობ, რომ ბევრი რამაა დასახვეწი.




მარი გურჯიძე Mari Gurjidze:
ჩვენ ბევრი მხატვრის ნამუშევარი ვნახეთ. ისინი დამეხმარა, რომ ავტოპორტრეტი შემექმნა.მსურს, რომ ხალხმა დაინახოს ჩემი პიროვნება. თავიდან მსურდა, რომ ჩემი პორტრეტი ყოფილიყო ბუნებაში, მეგობრებთან ერთად, თუმცა შემდეგ შევიცვალე აზრი და მხოლოდ ორნამენტები მივუხატე. გამიჭირდა დამეხატა ნაკვთები. ამ ნახატზე მუშაობას მოვანდომე ოთხი დღე. ვფიქრობ, რომ არაუშავს. ალბათ, ახლიდან რომ დამეხატა, უფრო სხვა პოზაში დავხატავდი. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს ნახატი დედაჩემს გავდა, თუმცა არაფერი შემიცვლია. უფრო მასწავლებლის რჩევას მივყვებოდი, რა როგორ გამეკეთებინა. სანამ პორტრეტზე მუშაობას დავიწყებდი, ვისწავლე, როგორ დამეხატა სახე, ნაკვთები და საერთოდ, ადამიანი. ამ ავტოპორტრეტში გამოვიყენე ძირითადად პასტელი, რადგან ვიფიქრე, რომ უფრო არ გაითხაპნებოდა. თუმცა, თმაზე გამოვიყენე გოაში, რადგან ხვეული თმა უფრო კარგად გამოჩენილიყო.




 ელენე მანჯგალაძე Elene Manjgaladze:
თავდაპირველად იდეა მქონდა, გამეკეთებინა წითელ, თეთრ და შავ ფერებში. მინდა, ამ ავტოპორტრეტით გამიცნონ ისეთი, როგორიც ვარ, მაგრამ გამომრჩა ჩემი საყვარელი ნივთების დახატვა - ჩოგბურთის ჩოგანი და სხვა. გამოვიყენე გოაში. საკმაოდ რთული იყო.  გავითვალისწინე დედაჩემის რჩევა. ის დიზაინერია. მან მასწავლა ზოგიერთი ნაკვთის ხატვა. არ გამომივიდა თვალები და ტუჩი. ახლიდან დახატვის საშუალება რომ მქონდეს, შევცვლიდი ფონს და ბურთებს დავხატავდი.




 მარი მელია Mariam Melia




 თაკო სირაძე Tamar Siradze

თავდაპირველად, გადავწყვიტე, ავტოპორტრეტი გოაშის საღებავებით დამეხატა და გამომეტყველება ბედნიერი მქონოდა, მაგრამ შემდეგ აზრი შევიცვალე. ამ პორტრეტით მინდა, ადამიანებმა გაიგონ, რომ სულ ბედნიერი ვერ ვიქნებით. გამოვიყენე ზეთის საღებავები, რადგან მინდოდა, უფრო რთული საქმისთვის მომეკიდა ხელი და თავი გამომეცადა. ჩანაფიქრში ფონად ყვავილები და ხეები მინდოდა დამეხატა, მაგრამ შემდეგ ორნამენტები ვარჩიე. ავტოპორტრეტის დასახატად ფერების სწორად დაყენება და მონასმების ლამაზად გაკეთება დამჭირდა. კარგად გამომივიდა თავის ფორმა და უკანა ფონი. გამიჭირდა თვალების დახატვა, რადგან ზეთის საღებავებით მონასმების გაკეთება მიჭირდა. ხელახლა რომ ვაკეთებდე, ალბათ გოაშის საღებავით დავხატავდი, მაგრამ უფროსებს და თანატოლებს ჩემი ნამუშევარი მაინც მოეწონათ. მირჩიეს, თვალის ფორმა უფრო დამეხვეწა. ამ თემაზე მუშაობისას ვისწავლე ფუნჯის სწორად მოხმარება და სასურველი ფერების სწორად დაყენება.





 დათუნა რუხაია Datuna Rukhaia




 ნუცა უგრელიძე Nutsa Ugrelidze
ნუცა უგრელიძე Nutsa Ugrelidze:

ავტოპორტრეტზე მუშაობის იდეა მასწავლებელმა შემოგვთავაზა. მან გვითხრა, რომ ამ ნახატის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ადამიანებს ჩვენი ხასიათის შესახებ ვუამბოთ. ჩემს ირგვლივ მყოფი საზოგადოება, ასე თუ ისე, ნახატით გაიცნობს ჩემს ხასიათს, მიხვდება, რისი გაკეთებ შემიძლია და როგორ გარემოში მიყვარს ყოფნა. მე თავიდანვე მინდოდა ნახატის გოაშით შესრულება, რადგან მგონია, რომ გოაშით უამრავი ფერის გამოყენება და შეხამებაა შესაძლებელი. ამ ნახატზე მუშაობის დროს უამრავი იდეა მომივიდა თავში. თავდაპირველად, როცა ნახატის მონახაზი გავაკეთე, მინდოდა, რომ ჩემი ავტოპორტრეტი შავ-თეთრი ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე, რადგან მგონია, რომ შავ-თეთრი პორტრეტი ცოტა მოსაბეზრებელი იქნებოდა და თან, შავ-თეთრი ნახატის ნახვისას ადამიანი ვერ გააცნობიერებს, თუ როგორი ხასიათისაა მისი შემსრულებელი და ამიტომ, შემდეგ ვეცადე, რაც შეიძლება უფრო ხალისიანი და ნათელი ფერები გამომეყენებინა. ჩემი აზრით, ყველაზე კარგად გამომივიდა ფონი - ის ადგილი, სადაც ნებისმიერ დროს ვისურვებდი ყოფნას, მაგრამ ამის მიუხედავად, გამიჭირდა სახის ნაკვთების ხატვა, რაშიც დახმარება მასწავლებელმა გამიწია და მგონი, კარგიც გამომივიდა. მე არ მიფიქრია ნახატში რას შევცვლიდი, თავიდან რომ გამეკეთებინა. მგონი, იგივე შედეგს მივიღებდი. ჩემი ნამუშევრით მასწავლებელი ნასიამოვნები დარჩა. მგონი, კლასელებსაც მოეწონათ და ამით დიდი სტიმული მომეცა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ნახატი დავხატო.


                                            ალეკო სულუხია  Aleko Sulukhia:
მე დავხატე ახალი ნამუშევარი, რადგან ძველი არ მომწონდა. მართალია, მასწავლებელი ამბობს, რომ ძველი უფრო ასახავს ჩემ ხასიათს, მაგრამ მე ეს ვარჩიე. ბუზალაძეს არ მოეწონა, მაგრამ ჩემთვის არაფერი შეიცვალა.




 შოთიკო აბრამიშვილი Shotiko Abramishvili:
People draw self portraits to represent themselves. I like Leonardo Da Vinci's self portrait the most. First I chosed my hobbies and then I drew my self portrait with my hobbies drawn in it. I want people to think that I like electronic, geometry, Japan and computer game Minecraft. My idea haven't change. Most challenging was to think of of initial idea. I wouldn't change anything.What I learned was how to draw portraits in Warhol's style.




 ავი სინგჰალი Avi Singhal:
People draw self portraits to describe their feelings and how they look. I decided to draw football as my hobby and as my reaction towards it because I want people to know that I love football. I think Mona Lisa by Leonardo is the most beautiful painting. For me the most difficult was to draw lips. I would like to improve colors. Adults and friends think my drawing is beautiful. I learned how to make drawing look realistic.



 თეკლა გამცემლიძე Tekla Gamtsemlidze





 ამენა რაჰჯუ    Amena Rahjoo:
People draw self-portraits to represent themselves. Frida Kahlo’s self-portraits inspired me most because she drew things in her self-portraits to represent herself very well. I want people to know that I am muslim from Afghanistan and live in Georgia. That’s why I decided to draw Afghan and Georgian flags. I drew the sign of Muslims to show I’m a muslim. The most difficult and challenging was to draw the eyes, month and nose. If I could change anything, I would add more things. Adults and my peers think my painting is great! During the unit I learned how to draw eyes, lips, nose and how better to represent myself.



ვატო ქიზიყურაშვილი Vato Kizikurashvili:

მე მომწონს ჩემი ავტოპორტრეტი, რადგან ვიცოდი და ვიცი, რომ უკეთესს ვერ დავხატავდი. მე დავით კაკაბაძეს მივბაძე, რადგან ისიც სერიოზული სახით ზის. დამეხმარა ფაიუმის პორტრეტის ცოდნა. ფანქრით იმიტომ გავაკეთე, რომ გოაშით ხატვა მიჭირს.





მაო კალმეინი   Mahaut Calmein:
I think people draw their self portraits to show that they are here in this world and they are not only artists but simply alive human beings. I don’t like taking ideas from other people so  I wasn’t inspired by any artist. I have my own style. I looked at my photo and I just wanted to show myself in a realistic way, to show that I’m real. Initially I said I will like it black and white but then I coloured it. The most difficult and challenging was to draw the first shape because I am a bad artist. I would like to change the stile of my painting because I look as a rich woman in the ancient times. I don’t know what other people think about my painting but I think it doesn’t look like me. I think I did well hair and eyes. During the unit I learned to be myself and not someone else, to have my own idea.



 გია რამიშვილი  Gia Ramishvili:
People draw their self portraits to exoress their feelings. Van Gogh did so. My favourite artist is Basquiat because his drawings are fun. My friends inspired me when I drew my self portrait. I want people to think that I like playing and being evil. The most difficult was drawing horns. I included an image of controller of PS3 to show what I like.



პეტრე ბახტაძე  Peter Bakhtadze




 ფილიპ ტრიერი Fillip Trier




ბაჩი კაპანაძე  Bachi Kapanadze:
თავდაპირველად მქონდა იდეა, რომ დამეხატა ცა, ზღვა და მთა. გავითვალისწინე მასწავლებლის აზრი ფონის კეთების დროს. ვფიქრობ, რომ არ უნდა გადაუხვიო თავდაპირველი გზიდან და მაქსიმალურად შეეცადო ამ გზას არ აუხვიო იმიტომ, რომ ის ალბათ უფრო ორიგინალური იქნება, ვიდრე შემდეგი იდეები, რადგანაც პირველი იდეა მოდის გულიდან, ხოლო დანარჩენი უკვე მის შემდეგ არსებული ფიქრებია.






ლიკა ლიპარტელიანი Lika Liparteliani:
მინდა ამ პორტრეტით გაგაცნოთ ჩემი იდეა - თუ როგორი ვიქნები მომავალში და მინდა, ვინც ამ პორტრეტს შეხედავს, იგრძნონ ჩემი გრძნობები. თავდაპირველად მინდოდა, მარაოთი დამეხატა თავი. ამ პორტრეტში გამოვიყენე პასტელი. ყველაზე ძნელი თვალები და პირი იყო. შევცვლიდი ფონს და ხატვის სტილს.








საბა ჯონსონი  Saba Johnson:
People draw self portraits to show others what they think about themselves. Andy Warhol inspired me the most. He became my favourite artist because his style is unique. My heart led me to what to draw. I want people to know that I am very imaginative. My initial idea stayed the same - unique and funny. I would change my mouth. My teacher said that the drawing is like a sketch and that I have to work on it to develop it to a finished artwork. I think I should use colour next time.







თამუნა ჩანქსელიანი  Tamuna Chankseliani



ლაშა ყიფშიძე Lasha Kipshidze:

მე თავიდან ვფიქრობდი დამეხატა შავთეთრში, თუმცა ემდეგ მასწავლებელმა მიხრა რომ ჯობია გააფერადოო. თავიდან მშობლები არ მიჯერებდნენ, რომ ეს ჩემი დახატული იყო, უმცა შემდეგ მე მათ ავუხსენი, როგორ გავაკეთე და მერე დამიჯერეს.






დათი ხაჟალია Dati Khazhalia:
ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ვან გოგმა. თავიდან ვიფიქრე, ნახატი გოაშებით გამეკეთებინა, მაგრამ მერე გადავწყვიტე, ფანქრებით და პასტელით დამეხატა, რადგან ეს ფერი ძალიან მომეწონა. მე მინდა გამიცნონ, როგორც მორწმუნე და ნადირობის მოყვარული, ამიტომ გამოვაჩინე ჯვარი და ზემოთ თოფიანი მონადირე ესვრის ფრინველს. ამ ნახატს ოთხი გაკვეთილი მოვანდომე. გაისად მინდა ვისწავლო სხეულის ხატვა და ქანდაკება.






 სანდრო მამულაშვილი Sandro Mamulashvili




გიორგი მიქაუტაძე  Giorgi Mikautadze



კაი კლიფორდი  Kay Clifford






 თორნიკე თოიძე Tornike Toidze:
მე, თავდაპირველად, როგორც გიორგის, მინდოდა მთლიანად, მთელი ტანით დამეხატა თავი, მაგრამ შემდეგ შევცვალე. დამჭირდა სახის აგების ცოდნა. თავი გამომივიდა, მაგრამ შევცვლიდი ცხვირს.



ქეთი კეკელია Keti Kekelia:

ჩემი ავტოპორტრეტი უნდა ყოფილიყო ნაზ და ლამაზ ფერებში. გზადაგზა მუქი ფერები და ბევრი ფერი გამოვიყენე. ენდი უორჰოლის სტილში გავაკეთე, რადგან სხვაგვარს ვერ ვასწერებდი. და დავამატე წინწკლები, რომ უფრო მხიარული ყოფილიყო. ამ ნახატში მომწონს ცხვირი, რომელიც საერთოდ არ გავს ჩემს ცხვირს. გამიჭირდა თავის დახატვა და მასწავლებელი დამეხმარა. ხელახლა რომ ვხატავდე, უორჰოლის სტილს აღარ გამოვიყენებდი.
 





თავდაპირველად მინდოდა, ჩემი ნამდვილი ავტოპორტრეტი შემექმნა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე და აი, ასეთი ნამუშევარი გამომივიდა. გამოვიყენე ფერადი ფანქრები, რადგან ყველაზე ძალიან ფერადი ფანქრებით მიყვარს ხატვა. თავიდან მინდოდა, გრაფიტით დამეწერა რაღაცეები, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე ჩვეულებრივად დამეწერა და ყველაზე კარგად ეს ნაწერები გამომივიდა. ჩემი აზრით, გამიჭირდა თვალების განთავსება ნახატზე - თუ სად დამეხატა, რომ წონასწორობა დარღვეული არ ყოფილიყო. შემდეგში შევეცდები ჩემი ნამდვილი ავტოპორტრეტი დავხატო და არ ვიჩქარო. ჩემი მშობლები ფიქრობენ, რომ სმაილის კვალობაზე კარგი სმაილია.




 ანი ნოზაძე Ani Nozadze:

მე თავდაპირველად მინდოდა, გამოსულიყო უფრო კარგი და საინტერესო და მინდოდა, მთლიანი ტანიც დამეხატა, მაგრამ არ გამომივიდა. მე უნდა მცოდნოდა, როგორ გამეკეთებინა სახის ნაკვთები, თვალები, ცხვირი, ტუჩი და ასე შემდეგ. მე ძალიან ბევრი მასალა არ დამჭირვებია ჩემი ავტოპორტრეტის დასახატად. უბრალოდ, დამჭირდა ფუნჯები, საღებავები, წყალი, პალიტრა და მეტი არაფერი. ჩემი ავტოპორტრეტი არც ერთი მხატვრის სტილს არ ჰგავს. მე მინდოდა, ჩემი სტილით დამეხატა ჩემი ავტოპორტრეტი. გამიჭირდა თვალების დახატვა. მინდოდა, რომ უფრო ნათელი და მეტყველი თვალები მქონოდა. შეცვლა რომ შემეძლოს, ვეცდებოდი, რომ უფრო სუფთა გამოსულიყო და მთლიანი ტანიც დამეხატა. ჩემი მეგობრებიდან ზოგს მოსწონს, ზოგს - არა.




 მაკა ქორიძე Maka Koridze:
თავდაპირველად მინდოდა, რომ ჩემი ავტოპორტრეტი გამეკეთებინა გოაშით, მაგრამ გოაშით ხატვის დროს ჩემი ცხვირი, ტუჩები და თვალები იკარგებოდა და პორტრეტიც აღარ მგავდა, ამიტომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა ფერადი ფანქრებით. ძალიან დიდი მოთმინება დამჭირდა, რომ ჩემი ხასიათი კარგად წარმომეჩინა, თან მინდოდა, რომ აქცენტი გამეკეთებინა ჩემ თვალებზე.  ყველა მეუბნება, რომ ლამაზი თვალები მაქვს. გამომადგა ის, რომ დახატული მქონდა ფაიუმის პორტრეტი. ჩემი აზრით, კარგად გამომივიდა სახის მოყვანილობა. გამიჭირდა ტუჩების დახატვა. გამოვიყენე მატისის და კლიმტის ორნამენტები ფონისთვის. ხელახლა რომ დამეხატა, გამოვიყენებდი უფრო ნათელ ფერებს, უფრო მხიარულს, რადგან მეც ძალიან მხიარული ადამიანი ვარ. ფონს გავაკეთებდი სხვანაირს. ძალიან მინდოდა, რომ ჩემს ავტოპორტრეტში კარგად გამოჩენილიყო ჩემი ხასიათი. ჩემი მეგობრები ფიქრობენ, რომ ძალიან კარგი ნახატია, ამ ნახატში ძალიან საყვარელი ხარო. ამ თემის შესწავლისას ახალი გავიგე ის, რომ აუცილებელია, დავიცვა პროპორციები და რაც მთავარია, ფერები შევუხამო ერთმანეთს.




 ანანო უდესიანი Anano Udesiani
მე თავიდან მინდოდა გამეკეთებინა გოაშით და როცა გავაკეთე, მივხვდი, რომ ცუდად გამოვიდა. შემდეგ ვცადე პასტელებით გამეკეთებინა. მე ძალიან გამომადგა კლასში ნასწავლი ტუჩის, თვალების და ცხვირის დახატვა. ჩემი აზრით, ძალიან მგავს. ძალიან მეშინოდა, რომ ვერ დავხატავდი ჩემს ავტოპორტრეტს, მაგრამ ვცადე და მგონი, კარგი გამომივიდა. მასწაველებლიც და ჩემი მეგობრებიც მეუბნებიან, რომ კარგია და ძალიან მგავს.




 დევი გრიზე Devi Grieze




 გიორგი გოგუა Giorgi Gogua:

მე თავიდან მინდოდა, თავთან ერთად დამეხატა ტანიც, მაგრამ ასე არ გამომივიდა. შემდეგ შავი ფანქრით დავხატე მარტო სახე. არ გამომივიდა პირი და თვალები. შემდეგ ახლიდან დავხატე ფაიუმის პორტრეტის დახმარებით და კარგი გამომივიდა. მე ჩემ ნახატში გამოვასწორებდი იმას, რომ თვალებს ერთმანეთთან ახლოს დავხატავდი და ფონს გავუკეთებდი. მე ფაიუმის პორტრეტის გამოცდილება ძალიან დამეხმარა. ასევე, როდესაც კანის ფერი დავაყენე და დავფერე, კაბი კარგი გამომივიდა, მაგრამ როდესაც გაშრა, ფერი შეიცვალა. შემდეგ ძალიან ღია ვარდისფერი შევურიე და ფერი გამოსწორდა. ჩემი აზრით, ეს ნახატი მე ცოტათი მგავს. 



ზუკა ჩახნაშვილი Zuka Chakhnashvili:

მე ჩემი პორტრეტი ძალიან მომწონს. მას ფონზე ერთი გვერდი წითლად აქვს დაფერილი, რადგან, ჩემი აზრით, ასე უფრო კონტრასტული იქნებოდა და მნახველში მეტ კითხვას აღძრავდა. პორტრეტს მეორე მხარეს აქვს რამდენიმე სიმბოლო და წარწერა. ეს, უბრალოდ, ჩემი წარმოსახვის ნაყოფია. მე ძალიან მომწონს მხიარული ფერები და ეს პორტრეტშიც ჩანს, მაგრამ მე ერთი წარწერა შავად მაქვს გაფერადებული. ეს, ალბათ, ჩემი წარმოსახვის ბნელი ნაწილია. ამ ნახატის თავიდან დახატვის საშუალება რომ მქონდეს, აუცილებლად გავუკეთებდი ხედს, პორტრეტში სიმეტრიას დავიცავდი და წარბებს შევათხელებდი.



ანრი ბარამია Anri Baramia


პრეზენტაციები: Presentations:



ძირითადი რესურსი:
Main resource:
http://www.artyfactory.com/art_appreciation/portraiture/portraiture.htm

No comments:

Post a Comment