Posted by Sopo Sujashvili
8th graders of the New School International School of Georgia translated information found on different websites in internet concerning Art Nouveau designers from English into Georgian. So they enriched Georgian internet database. You can see their posts here at my blog and on our students' own blogs listed below:
"ახალი სკოლის" მე-8 კლასის მოსწავლეებმა თარგმნეს ინტერნეტში სხვადასხვა ვებ-გვერდებზე მოძიებული ინფორმაციები არტ ნუვოს ცნობილი დიზაინერების შესახებ. მათი თარგმანები შეგიძლიათ იხილოთ აქ და მათსავე ბლოგებზე:
http://newschoolarts.blogspot.com/2011_01_01_archive.html (New School);
http://sophiekeburia.blog.com/ (Art Nouveau by NS – 8B);
http://soposujashvili.blogspot.com/ (SooPo Sujashvili);
http://akhalkacishvilideviko.blogspot.com/
http://tikoandguladze.blogspot.com/
http://www.nplg.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=353&info_id=1084
ჩარლზ რენი მაკინტოში
ჩარლზ რენი მაკინტოში (7 ივნისი 1868 - 10 დეკემბერი 1928) იყო შოტლანდიელი არქიტექტორი, მხატვარი, აკვარელისტი და მოქანდაკე. ის იყო ხელოვნებისა და ხელოსნობის მოძრაობის დიზაინერი და ასევე, გაერთიანებულ სამეფოში არტ ნუვოს მთავარი წარმომადგენელი. მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ევროპულ დიზაინზე. დაიბადა გლაზგოში და გარდაიცვალა ლონდონში.
ცხოვრება
მაკინტოში დაიბადა 1868 წლის 7 ივნისს გლაზგოში, N70 პარსონის ქუჩაზე. იგი იყო ხუთიდან მეოთხე შვილი და მეორე ვაჟი უილიამ და მარგარეტ მაკინტოშებისა. ახალგაზრდა ჩარლზი სწავლობდა რეიდის საჯარო სკოლასა და ალან გლენის ინსტიტუტში (Allan Glen's Institution). 1890 წელს მაკინტოში გახდა მეორე სტუდენტი, რომელმაც მიიღო ალექსანდრე ტომსონის სამოგზაურო დაფინანსება, დაწესებული ძველი კლასიკური არქიტექტურის შესწავლის გასაღრმავებლად. მაკინტოშს დაევალა ბატონი ტომსონის ნამუშევრებში ილუსტრირებული პრინციპების შესწავლა. დაბრუნებისას მან განაახლა არქიტექტურული საქმიანობა ჰანიმანისა და კეპის ფირმაში, სადაც, 1899 წელს, პირველ გრანდიოზულ არქიტექტურულ პროექტზე, გლაზგოს ჰერალდის შენობაზე მუშაობას შეუდგა.
გლაზგოს ხელოვნების სკოლაში ჩარლზ რენი მაკინტოში შეხვდა კოლეგას, მხატვარ მარგარეტ მაკდონალდსს. "ოთხეულის" სახელით ცნობილი თანამშრომელთა ჯგუფის წევრებიდან ეს ორი 1902 წელს დაქორწინდა. 1907 წელს, რამდენიმე წარმატებული სამშენებლო პროექტის შემდეგ, მაკინტოში ჰანიმანის და კეპის პარტნიორი გახდა. ფირმაში მოღვაწეობის პერიოდში მან არქიტექტურული სტილი დახვეწა. შოტლანდიის ქუჩის სკოლის შენობა მისი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ქმნილება გახდა. ეკონომიკურმა სირთულეებმა ბევრი არქიტექტურული ფირმის დახურვა გამოიწვია, მან 1913 წელს დატოვა ჰანიმანის და კეპის ფირმა და საკუთარი საქმის გახსნა სცადა. წყვილმა ოფისი ვერ შეინარჩუნა და დასასვენებლად საფფოლკში გაემგზავრა, სადაც მაკინტოშმა უამრავი აკვარელი შექმნა. ერთი წლის შემდეგ მაკინტოში ისევ ლონდონში დაბრუნდა, სადაც განაგრძობდა ხატვას და შექმნა ტექსტილის დიზაინი.
1916 წელს მაკინტოშმა მიიღო დაკვეთა ვ.ჯ ბასეტ-ლოუქის სახლის ხელახალ დიზაინზე. ეს წამოწყება იყო მისი უკანასკნელი არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტი.
ფინანსური პრობლემების გამო 1925 წელს მაკინტოში გადასახლდა სამხრეთ საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქ პორტ-ვანდრში. თბილი კლიმატის გამო იქ ცხოვრება შედარებით იაფი იყო. ცხოვრების ამ მშვიდობიან ეტაპზე მაკინტოშმა მრავალი ქალაქური და ლანდშაფტის პეიზაჟი შექმნა აკვარელში. წყვილი დარჩა საფრანგეთში ორი წლის განმავლობაში, სანამ 1927 წელს, ავადმყოფობის გამო ლონდონში დაბრუნება მოუწევდათ.
იმავე წელს, მაკინტოშს დაუსვეს დიაგნოზი: ყელის და ენის კიბო. დროებითმა მომჯობინებამ შესაძლებლობა მისცა მას რამდენიმე თვით სახლში დაბრუნებულიყო. შემდეგ ის დაბრუნდა საავადმყოფოში, სადაც 1928 წლის 10 დეკემბერს, 60 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა. დაკრძალულია ლონდონის გოლდერს გრინ კრემატორიუმში.
დიზაინის გავლენა
ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან გლაზგოში გაატარა. ქალაქი მდებარეობს მდინარე კლაიდის სანაპიროს გასწვრივ. ინდუსტრიული რევოლუციის დროს ქალაქს ჰქონდა მსოფლიოში ერთერთი უდიდესი, მძიმე ტექნიკის წარმოება და გემთმშენებელობა. ქალაქი გაიზარდა და აყვავდა, რასაც მოჰყვა სწრაფი რეაგირება სამომხმარებლო საქონლის წარმოებისა და ხელოვნების განვითარების სახით. დიდი პოპულარობა მოიპოვა მასობრივი წარმოების საგნებმა. ინდუსტრიულ რევოლუციასთან ერთად, მაკინტოშის დიზაინზე უდიდესი გავლენა იქონია აზიურმა სტილმა და მოდერნისტულმა იდეებმა. როდესაც გლობალიზაციის შედეგად იაპონიის იზოლაციონისტური რეჟიმი შერბილდა, იაპონელებმა გაუხსნეს მსოფლიოს საკუთარი კულტურა. იაპონური დიზაინიც დიდად პოპულარული გახდა. გლაზგოს განსაკუთრებით მჭიდრო კავშირს ამ აღმოსავლურ ქვეყანასთან განსაზღვრავდა გემთმშენებლობა. მდინარე კლაიდზე ფლოტის მშენებლობაში იაპონელი ინჟინრებიც მონაწილეობდნენ. იაპონური დიზაინი უფრო ხელმისაწვდომი გახდა დასავლური სამყაროსთვის და საყოველთაო აღტაცება მოიპოვა. ამ გატაცებამ იმდენად მოიცვა ყველა, რომ გაჩნდა ახალი ტერმინი - იაპონიზმი.
ამ სტილს მაკინტოშიც ეთაყვანებოდა თავშეკავებულობის და მხატვრული ენის სისხარტის, მარტივი ფორმებისა და ბუნებრივი მასალების გამოყენების, ფაქტურისა და მსუბუქი შუქ-ჩრდილის გამო. დასავლური სტილის ავეჯი განიხილებოდა როგორც სამშვენისი, რომელშიც ჩანს მფლობელის სიმდიდრე და ნივთის მაღალი ღირებულება იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდხანს იქმნებოდა იგი. იაპონური ავეჯის დიზაინი ყურადღებას ამახვილებს ორგანულ კავშირზე იმ სივრცესთან, სადაც ავეჯი უნდა იდგეს და სადაც მან სიმყუდროვისა და სიმშვიდის შეგრძნება შექმნას.
თარგმანი მოამზადა "ახალი სკოლის" მე8 ა კლასის მოსწავლემ ნინო პაპიძემ.
http://en.wikipedia.org/wiki/Charles_Rennie_Mackintosh
რენე ლალიკი
რენე ლალიკი დაიბადა საფრანგეთში, შამპანის პროვინციაში, 1860 წლის 6 აპრილს. 1862 წელს ოჯახი გადავიდა პარიზის გარეუბანში და მან ადრეულ განათლება ტურგოს ლიცეუმში მიიღო. სწორედ აქ, 12 წლის ასაკში, მან მოიგო თავისი პირველი ჯილდო ნახატისთვის. 1876 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ის შეგირდად დადგა ცნობილ პარიზელ იუველირ ლუი ოკოკთან და ასევე, ჩაირიცხა პარიზის დეკორატიული ხელოვნების სკოლაში (École des Arts Decoratifs in Paris). ორი წლის შემდეგ ის გადავიდა ინგლისში, სადაც, სავარაუდოდ, სწავლობდა სიდენჰამის ხელოვნების სკოლაში. 1880 წელს ლალიკი დაბრუნდა პარიზში და დაასრულა განათლება ბერნარ პალისის სკოლაში (École Bernard Palissy), სადაც შესწავლიდა ქანდაკებას. ამავე დროს, მან შექმნა შპალერისა და ქსოვილების დიზაინი. 1881 წელს რენე ლალიკმა 1903 დაიწყო მუშაობა სამკაულის თავისუფალ დიზაინერად და ასრულებდა პარიზის საუკეთესო იუველირთა დაკვეთებს. გვიან 1885 წელს ლალიკმა შეიძინა საკუთარი სახელოსნო გაიონის მოედანზე და 1886 წელს დაიწყო არტ ნუვოს სტილის სამკაულის წარმოება. მორიგი სახელოსნო მან იქირავა 1887 წელს, ხოლო 1890 წელს შეიძინა ფართი ტერეზის ქუჩის #20-ში, სადაც დაახლოებით 30-კაციანი პერსონალი ჰყავდა. მისმა დახვეწილმა ინოვაციურმა ოსტატობამ მრავალი გამორჩეული ადამიანის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის, სხვა წამყვანი დიზაინერებისაც, მაგრამ მისი ყველაზე განთქმული კლიენტი მსახიობი სარა ბერნარი იყო. სწორედ ტერეზის ქუჩაზე, 1893 წელს, დაიწყო ლალიკმა ექსპერიმენტი მინის მასალით, რომელსაც ის ადრეც იყენებდა სამკაულების დიზაინში, მან აღადგინა სუნამოს ფლაკონის დამზადების დაკარგული მეთოდი. 1900 წელს, პარიზის მსოფლიო ინდუსტრიის გამოფენაზე მას უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. წარმატების შესაბამისი პირობების შესაქმნელად 1902 წელს მან შეიძინა მოზრდილი ფართი კურ ლა რენის #40-ში, სადაც საგამოფენო სივრცეც საკმარისი იყო და საცხოვრებელიც. ამავე დროს ის აგრძელებდა ექსპერიმენტებს მინის მხატვრულ დამუშავებაზე პატარა სახელოსნოში კლერფონტენში, პარიზიდან 24 მილის დაშორებით. 4 თანამშრომელთან ერთად ის აქ მუშაობდა თითქმის 10 წლის განმავლობაში.. სამი წლის შემდეგ, გაიხსნა მისი პირველი მაღაზია ვანდომის მოედნის #24-ში, ცნობილი პარფიუმერის ფრანსუა კოტის გვერდით. 1907 წელს, კოტის შეკვეთით ლალიკმა შეასრულა სუნამოს ფლაკონებისა და ეტიკეტების დიზაინი. ფლაკონების დამზადებისთვის ლალიკის სახელოსნო არ იყო საკმარისი, ამიტომ ეს და რამდენიმე სხვა მსხვილი შეკვეთა ლალიკისთვის შესრულდა „ლეგრა და კომპანიის“ მანუფაქტურაში. 1909 წელს კი, ლალიკმა ჯერ იჯარით აიღო შენობა და გახსნა პირველი საკუთარი მინის საწარმო კომბ-ლა-ვილში, ერთი წლის შემდეგ კი, შეიძინა კიდეც. ამ დროისთვის წარმოება შემოიფარგლებოდა სუნამოს ფლაკონებით, საცხისა და პუდრის კოლოფებით კოტისა და სხვა ცნობილი პარფიუმერებისთვის. ასევე, ლალიკი სხვა საკუთარ ნაწარმსაც ყიდდა მის მაღაზიაში. I მსოფლიო ომის დროს დახურული საწარმო კვლავ გაიხსნა 1918-ში. მოთხოვნა ლალიკის ნამუშევრებზე იმდენად გაიზარდა, რომ 1921 წელს დიზაინერს ახალი მინის საწარმოს გახსნა მოუხდა ვინგენ-სურ-მოდერში.
1920 წელს ლალიკმა, სუნამოს ფლაკონებისა და მსგავსი ნივთების გარდა, მინის საგნების ფართო სპექტრის წარმოება დაიწყო: ლარნაკები, საათები, ქანდაკებები, სანათები, ჭურჭელი. 1920-იანი წლების ბოლოდან მისი დიზაინის თილისმები ამშვენებდა სხვადასხვა ავტომობილებსაც. 1930-იან წლებში მისი კომპანია იმდენად გაიზარდა, რომ დასაქმებული 600 მუშა, ხოლო ლალიკის ფილიალები გაიხსნა სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში და დიდ ბრიტანეთში. 1945 წლის მაისში ლალიკი გარდაიცვალა, მაგრამ კომპანიას სათავეში ჩაუდგა მისი შვილი მარკი. დღეს, კომპანიას ხელმძღვანელობს მისი შვილიშვილი მარი-კლოდი.
თარგმანი მოამზადა "ახალი სკოლის" მე-8ა კლასის მოსწავლემ დეა ბესალაშვილმა
http://www.finesse-fine-art.com/Lalique/lalart.htm
ემილ გალე
ემილ გალე (ნანსი, 8 მაისი, 1896წ - ნანსი, 23 სექტემბერი, 1904წ.) - ფრანგი ხელოვანი, რომელიც მუშაობდა მინაზე. ის ითვლება ერთერთ მთავარ ძალად „ART NOUVEAU”-ს სტილში. გალე იყო ქაშანურის და ავეჯის ფაბრიკანტის ვაჟი. იგი სწავლობდა ფილოსოფიას, ბოტანიკას და ხატვას ახალგაზრდობისას, მაგრამ მას მაინც მინაზე მუშაობა იტაცებდა. ფრანგულ-გერმანული ომის დროს იგი მივიდა მამამისის ფაბრიკაში ნანსიში. დასაწყისისთვის მისი ნამუშევრები იყო შექმნილი სუფთა მინითა და მასზე ამოტვიფრული მინანქრის ორნამენტებით, მაგრამ მან მალევე შექმნა და დაამკვირდა თავისებური სტილი; შუქგაუმტარი მინით, ამოჭრილი, გრავირირებული ორნამენტული ფიგურებით. ნამუშევრებში, ძირითადად, გამოყენებული იყო მცენარეული ორნამენტები. მისმა მეგობარმა და დამფინანსებელმა რეკომენდაცია გაუწია გალეს და ვაგნერთან გაგზავნა ბეირუთში. მისი კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც მისმა ნამუშევარმა პრიზი აიღო 1878 წლის გამოფენაზე. შემდეგი წარმატებული გამოფენა მოეწყო პარიზში 1889 წელს. მისმა სტილმა მიიღო საერთაშორისო აღიარება. აქცენტი გაკეთდა ბუნებიდან აღებულ მცენარეულ მოტივებზე.
გალემ მუშაობა განაგრძო ექსპერიმენტული ტექნოლოგიებით, როგორიცაა: ლითონის ჩუქურთმები და ჰაეროვანი ბუშტები. სახელოსნოს დაარსებით მან ახალი ტალღა ააგორა მინის ინდუსტრიაში. სახელოსნო აწარმოებდა თავისსავე და ასევე სხვის შექმნილ პროდუქციას. ფაბრიკა ასაქმებდა 300 მუშას და ხელოვანს. სახელოსნო მოქმედებდა 1938 წლამდე. გალემ მოამზადა წიგნი 1884-89 წლების ხელოვნებაზე, წიგნი გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ. გალე იყო ჰუმანისტი. ეს მისი ცხოვრებიდან ნაკლებად ცნობილი ფაქტია. იგი ჩართული იყო მუშათა კლასისათვის საღამოს სკოლების ორგანიზაციაში. მან დიდი მოწყალება გაიღო ნანსის ლიგის სასარგებლოდ, რაც საფრთხეს უქმნიდა მის ბიზნესს. აგრეთვე, აქტიურად იყო ჩართული ალფრედ დრეიფუსის დაცვაში. გალე ხმამაღლა აკრიტიკებდა სომხურ გენოციდს, იცავდა რუმინეთის ებრაელებს, ეხმარებოდა უილიამ ო’ბრაინს, ერთ-ერთ ლიდერს, ირლანდიელ რევოლუციონერს.
გალეს უმეტესი ნამუშევრები ინახება ნანსის მუზეუმში.
თარგმანი მოამზადა „ახალი სკოლის“ მე-8 ა კლასის მოსწავლემ ანი სოხაძემ
ლუი მაჟორელი
Posted on January 26, 2011 by sophie_keburia
ფრანგი ავეჯის დიზაინერი ლუის მაჟორელი დაიბადა 1859 წელს საფრანგეთში, ქალაქ ნანსის მახლობლად. მამამისი ოგიუსტიც ავეჯის დიზაინერი იყო და XVIII საუკუნის სტილში მუშაობდა. მას ჰქონდა საკუთარი ავეჯის მწარმოებელი ფირმა ქალაქ ნანსში. ლუი მაჟორელი 1877 წლიდან ჯერ მხატვრობას სწავლობდა პარიზში ჟან-ფრანსუა მილესთან, მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ნანსში დაბრუნდა და ჩაიბარა მამის ფირმა, რომლის ავეჯის სტილიც დასაწყისში უცვლელი დატოვა. 1890 წლიდან ლუი მაჟორელი არტ ნუვოს სტილის ფორმების სულ უფრო მეტ გავლენას განიცდის. ეს ფორმები ნანსში მინის ხელოსნებმა დაამკვიდრეს. განსაკუთრებული გავლენა მასზე მოახდინა ემილ გალეს ნამუშევრება. მაჟორელის ავეჯი თავისი სტრუქტურით უფრო ინოვაციურია, ვიდრე გალესი, მაგრამ იგივე მოტივებს იმეორებს. ლუი მაჟორელი დიდ ყურადღებას აქცევდა ხელით დამუშავებას, მაგრამ თანდათან სულ უფრო მეტად იყენებდა მანქანურ წარმოებას, რაც საშუალებას იძლეოდა უფრო იაფი ავეჯი დაემზადებინათ. 1900 წლიდან მაჟორელი თავის ნამუშევრებში რკინასაც იყენებს. პირველი მსოფლიო ომის დროს მაჟორელის ქარხანა ხანძრისგან ძლიერ დაზიანდა. ლუი მაჟორელი პარიზში წავიდა და მხოლოდ ომის შემდეგ დაბრუნდა ნანსში და მუშაობა გააგრძელა. 1920 წლიდან მისი მოდელები უფრო უბრალო და ფორმალური ხდება, რაც არტ დეკოს სტილის ახალ მიმართულებებს შეეფერება. ის ხშირად იღებს მონაწილეობას გამოფენებში და საგამოფენო პავილიონებისთვის ამზადებს ავეჯის ნიმუშებს. ლუის მაჟორელი 1926 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგაც ფირმა აგრძელებს მუშაობას და აწარმოებს როგორც ძვირადღირებულ, ასევე ყველასათვის ხელმისაწვდომ ავეჯს. 1956 წელს ფირმა დაიხურა.
თარგმანი მოამზადა „ახალი სკოლის“ მე-8 კლასის მოსწავლემ სოფო რაისნერმა
ელიელ საარინენი
Posted on January 26, 2011 by sophie_keburia
ელიელ საარინენი დაიბადა 1873 წელს, იანტასალმში (ფინეთი). არტ ნუვოს ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა ხელოვანმა განათლება ჰელსინკში მიიღო, დაამთავრა “ჰელსინკის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი”. 1900 წელს მას პირველმა ნამუშევარმა დიდი წარმატება მოუტანა. მასში გაერთიანებული იყო ხის არქიტექტურა, იუგენდსტილი და ბრიტანული გოთური სტილის აღორძინება. ასევე, მისი დიზაინითაა შესრულებული მარკის ბანკნოტები. 1896-დან 1905 წლამდე მუშაობდა ჰერმან გესელიუსთან და არგას ლინდგრენთან.
1910-1915 წლებში მუშაობდა ქალაქის პროექტზე. 1911 წელს მოიპოვა პირველი ადგილი კონკურსში აღორძინების ეპოქის ხელოვნების შესასწავლად. 1923 წელს ის წავიდა აშშ-ში, ჩიკაგოში. მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნის ტაუერის კონკურსში ის მეორე ადგელზე გავიდა, მისი დიზაინი განხორციელდა გალფ-ბილდინგში. 1932 წელს ელიელ საარინენი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი გახდა. მოგვიანებით კი – მიჩიგანის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი.
6 მარტს, 1904 წელს მან ცოლად მოიყვანა მოქანდაკე ლუიზ გესელიუსი. მათ ეყოლათ ქალიშვილი – ევა-ლიზა და ვაჟიშვილი – ეერო, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტორი გახდა.
ინფორმაცია მოამზადა „ახალი სკოლის“ მე-8 ბ კლასის მოსწავლემ ნუცა მაჭავარიანმა
http://en.wikipedia.org/wiki/Eero_Saarinen
Gustav Klimt
Posted on January 25, 2011 by sophie_keburia
გუსტავ კლიმტი- ( 14 ივნისი 1862-6 თებერვალი 1918) იყო ავსტრიელი მხატვარი. მის ნამუშევრებს შორისაა ესკიზები, ფრესკები და სხვა მხატვრული ნიმუშები. მისი ნამუშევრების ძირითადი საგანი ქალი იყო.
გუსტავ კლიმტი დაიბადა ბაუმგარტენში, ვენასთან ახლოს. იგი შვიდი შვილიდან მეორე შვილი იყო. მამამისი, ერნსტ კლიმტი მხატვარი და იუველირი იყო. კლიმტმა ცხოვრების დიდი ნაწილი სიღარიბეში გაატარა. ერნსტ კლიმტის სამივე ვაჟი მხატვარი გახდა.
თავიდან გუსტავ კლიმტი მხატვრობას მამამისისგან სწავლობდა, შემდეგ 1876 წელს ხელოვნების სასწავლებელში განაგრძო სწავლა. 1880 წელს გუსტავ, მისი ძმა და მეგობარი ფრანც მატჩი ერთად მუშაობდნენ თეატრების გაფორმებაზე. 1885 წელს ისინი მუშაობდნენ „ბურგთეატრის“ გაფორმებაზე. 1888 წელს იმპერატორმა ფრანცმა დააჯილდოვა კლიმტი გაწეული სამსახურისთვის.
1890 წლიდან კლიმტი ყოველწლიურად დადიოდა დასასვენებლად თავის ოჯახთან ერთად „ატერზეს ტბაზე“ და იქ შექმნა ბევრი ნამუშევარი. 1894 წელს კლიმტმა მიიღო შეკვეთა სამ ნახატზე, რომლებითაც უნდა გაფორმებულიყო ვენის უნივერსიტეტის ჭერი. ნახატები „ფილოსოფია“, „მედიცინა“ და „იურისპუდენცია“ დასრულდა 1900 წელს. მისი ნახატები ძირითადად იყო ეროტიული, ამიტომ ბევრს არ მოსწონდა და გადაწყვიტეს, რომ ეს ნახატები უნივერსიტეტში არ გამოეკრათ. ამის შემდეგ კლიმტი აღარ დათანხმებულა შეკვეთებზე. ის ნამუშევრები, რომელიც მან ბოლოს შეასრულა, გაანადგურეს.
„ოქროს პერიოდი“ კლიმტისთვის ყველაზე იღბლიანი იყო. პერიოდს ჰქვია „ოქროსი“, რადგან ამ დროს კლიმტი ბევრ ნახატში იყენებდა ოქროს, მაგალითად: „ათენას სასახლე“, „ივდითი“ და ყველაზე მნიშვნელოვანი, „კოცნა“. ამ დროს კლიმტი დაინტერესდა არტ ნუვოს სტილით. 1904 წელს მან მიიღო შეკვეთა სტოკლეს გაფორმებაზე. 1907 წელსა და 1909 წლების შუა ხანებში კლიმტმა შექმნა ქურქში ჩაცმული ქალის 5 პორტრეტი.
კლიმტი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, ხატავდა სახლში, მთელ დღეს ხატვას და ოჯახს უძღვნიდა და მეგობრობდა სხვა მხატვრებთან. 1911 წელს კლიმტის ნახატმა „სიცოცხლე და სიკვდილი“ მიიღო პრიზი რომში. კლიმტი 1918 წელს ვენაში გარდაიცვალა.
ქრისტინე ჩიხლაძე
რენე ლალიკი
Posted on January 25, 2011 by sophie_keburia
რენე ჟიულ ლალიკი იყო ცნობილი მინის დიზაინერი. იგი ცნობილი გახდა თავისი გამაოგნებელი შემოქმედებებით. დაიბადა საფრანგეთის პატარა სოფელში 1860 წლის 6 აპრილს და გარდაიცვალა 1945 წლის 5 მაისს. მან გახსნა მინის მწარმოებელი ფირმა, რომელიც დღესაც წარმატებით მუშაობს. როცა რენე ორი წლის იყო, მისი ოჯახი გადავიდა პარიზის გარეუბანში საცხოვრებლად, მაგრამ ხშირად მოგზაურობდნენ სოფელში, რამაც გავლენა იქონია ლალიკის ნამუშევრებზე - მის მრავალ ნამუშევარზე გამოსახულია მცენარეები, ყვავილები და კლაკნილი ხაზები.
1872 წელს, როდესაც იგი თორმეტის იყო, ჩაირიცხა ტურგოს სამხატვრო კოლეჯში. 1876 წელს საცხოვრებლად გადავიდა ლონდონში.
სიდენამის სამხატვრო კოლეჯში, მისი უნარების გრაფიკული დიზაინი იქნა გაუმჯობესებული და მისი მიდგომა ხელოვნებისადმი კიდევ უფრო განვითარდა. 1885 წელს მან გახსნა საკუთარი ბიზნესი და შექმნა თავისი საკუთარი სამკაულები.
1890 ლალიკი აღიარებულ იქნა როგორც არტ ნუვოს სამკაულების დიზაინერი. 1945 წლის 5 მაის რენე ლალიკი დაკრძალეს პერ ლაშეზის სასაფლაოზე, პარიზში. მისი შვილიშვილი, მარი-კლოდ ლალიკიც მინაზე მუშაობდა. რენე ჟიულ ლალიკი იყო წარმოსახვითი და შემოქმედებითი მხატვარი და დიზაინერი.
თარგმანი მოამზადა “ახალი სკოლის” მე-8 ბ კლასის მოსწავლემ ელენე ხაზარაძემ
დაუმების მინის სახელოსნო
1878 წელს საფრანგეთში, ქალაქ ნანსიში ჟან დაუმის მიერ შეიქმნა დაუმების ბროლის სახელოსნო. ჟან დაუმი 1825 წელს დაიბადა და 1885 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ამ საქმიანობას მისმა ვაჟებმა, ანტონინმა (1864–1931) და ავგუსტმა (1853–1909) მოჰკიდეს ხელი. ეს სწორედ ის დრო იყო, როდესაც არტ ნუვოს ჩაეყარა საფუძველი. ძმებმა გადაწყვიტეს, არტ ნუვოს სტილი გამოეყენებინათ მათ ნამუშევრებში. მართლაც ხელოვნების ეს სტილი განსაკუთრებული მოწონებით საფრანგეთში სარგებლობდა. ამან დაუმებს პოპულარობა მოუტანა. მათ გამოიგონეს ცხელი მინით მუშაობა. ეს შემდეგნაირად ხდებოდა: შუშას ფხვნიდნენ, ადუღებდნენ, რომ შექმნილიყო ბლანტი თხევადი მასა, შემდეგ ასხამდნენ ფორმებში და აციებდნენ.
აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ 1900 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ძმებმა დაუმებმა გრან-პრი მიიღეს. დროთა განმავლობაში ისინი ცდილობდნენ მეტად დაეხვეწათ და გაემდიდრებინათ მინის მხატვრული დამუშავება. მათ დაიწყეს მინის ნაკეთობათა რელიეფურად ან ჩაღრმავებულად გაფორმება. დაუმების ნაწარმმა მალე მოიპოვა პოპულარობა, ისე, რომ მათ ემილ გალესაც კი გაუწიეს კონკურენცია. ხოლო 1904 წელს, როდესაც ემილ გალე გარდაიცვალა, ისინი მსოფლიოში ბროლის მწარმოებელთა შორის ლიდერები გახდნენ.
ვიკიპედიის სტატიის თარგმანი მოამზადა “ახალი სკოლის” მე-8ბ კლასის მოსწავლემ ნინუცა კობახიძემ.
ემილ გალე
Posted on January 26, 2011 by sophie_keburia
ფრანგი მხატვარი ემილ გალე ითვლება ერთ– ერთ გამოჩენილ ფიგურად Art Nouveau-ს მოძრაობაში. მისი ნამუშევრები მოიცავს ინოვაციურ ტექნიკას და მინაზე მომუშავეთა პიონერად წარმოგვიდგენს ავტორს. დაიბადა აღმოსავლეთ საფრანგეთში.სწავლობდა ფილოსოფიას, ბოტანიკას, ხელოვნებას ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა მამის ქარხანაში. იგი ბევრს მოგზაურობდა ევროპაში და სხვა ქვეყნებში. სწავლობდა მინის მხატვრული დამუშავების ტექნიკას. იგი შეეცადა მინის დამუ შავების ძველი ხერხები შეერწყა თავის ინოვაციურ ტექნიკასთან. თავდაპირველად იგი მუშაობდა ნათელი მინის მომინანქრებაზე მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ,
საკუთარი ტექნიკა დაამკვიდრა. მუშაობდა მუქ, გაუმჭვირვალ მინაზე და გამოჰყავდა ძირითადად მცენარეული მოტივები. 1878 წელს პარიზის გამოფენაზე მას მიენიჭა ”გრან პრი”, მაგრამ ის ბედნიერი არ იყო, რადგან ფიქრობდა, რომ მისი ნამუშევრები თანამედროვედ არ გამოიყურებოდა. თავის ქარხანაში მან მიიწვია დიზაინერები და ხელოსნები და თავის ნახელავს ახალი მიმართულება მისცა. ჭარბობდა იაპონური სტილი და იგრძნობოდა ბუნებასთან სიახლოვე.
მალე მისი სახელი მსოფლიომ გაიცნო და ხელოვანმა მიიღო მრავალი ჯილდო.
თარგმანი მოამზადა “ახალი სკოლის” მე-8 კლასის მოსწავლემ ა ნ ა მ ა ხ ა რ ა ძ ე მ
ვიქტორ ჰორტა 1861-1947
Posted on January 26, 2011 by sophie_keburia
ბელგიელი არქიტექტორი დეკორატორი და დიზაინერი ვიქტორ ჰორტა იყო ერთ ერთი წარმატებული არქიტექტორი და არტ ნუვოს სტილის დიზაინერი. სანამ ის დაიწყებდა ხატვას და არქიტექტურას, მან ჩააბარა ხელოვნების აკადემია გენტში. 1893 წელს ააშენა არნუვოს სტილის პირველი ნაგებობა ტასელის სახით. 1898 წელს მან ააშენა ახალი სახლი, სამუშაო ოთახი (ოფისი),ახლად ცნობილია ჰორტას მუზეუმი.
სტატია თარგმნა ინგლისურიდან ქართულად ,,ახალი სკოლის” მოსწავლემ ზ უ კ ა ჭ ყ ო ნ ი ა მ
ვიქტორ ჰორტა
Posted on January 26, 2011 by sophie_keburia
ვიქტორ ბარონ ჰორტა (6 იანვარი, 1861 – 9 სექტემბერი, 1947) იყო ბელგიელი არქიტექტორი და დიზაინერი. ჟონ იულიუს ნორვიჩმა მას ევროპული არნუვოს უდავო გასაღები უწოდა. მართლაც ჰორტა ევროპული არტ ნუვოს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვანია. მისი ტასელის სასტუმრო მართლაც მიანიშნებს იმას, რომ ჰორტამ შემოიტანა დეკორატიული ხელოვნების ახალი სტილი. ფრანგი არქიტექტორი ჰექტორ გიმარი ძალიან დაინტერესებული იყო ჰორტათი. 1932-ში ბელგიელმა მეფემ ალბერტ 1-მა ვიქტორ ჰორტა მის მთავარ მხატვრად დანიშნა. ჰორტა არტ ნუვოთი 1892 წელს დაინტერესდა. მას დაავალეს, მოეხატა პროფესორ ემილ ტასელის სახლი, რომელიც 1893 წელს დაამთავრა. იმის შემდეგ როდესაც თავის ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა, ჰორტას მრავალი სხვა მნიშვნელოვანი სახლის დამთავრება დაევალა. მან დაამთავრა ,,სოლვაის” სასტუმრო და მისი კუთვნილი რეზიდენცია. 1894 წელს ჰორტა ბელგიის არქიტექტურის პრეზიდენტად აირჩიეს. 1895-1899 წლებში იგი აშენებდა ,,Maison Du Peuple” - დიდ შენობას რომელიც ბელგიელი მუშებისთვის იყო. იგი შეიცავდა ბევრ ოფისს, შეხვედრების ოთახებს, კაფეს და დიდ საკონფერენციო დარბაზს. 1965 წელს ეს ნაგებობა დაანგრიეს, რაც დღეს ერთერთ ყველაზე დიდ არქიტექტურულ დანაშაულად ითვლება.
სტატია ინგლისურიდან ქართულად თარგმნა ,,ახალი სკოლის” მოსწავლემ გიორგი ბუზალაძემ
ჰექტორ გიმარი
ჰექტორ გიმარი (ლიონი, 10 მარტი 1867 – ნიუ იორკი, 20 მაისი, 1942) იყო არქიტექტორი, აღიარებული, როგორც XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე საფრანგეთის არტ ნუვოს მოძრაობის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი.
თავიდან გიმარს არ ქონდა მაღალი ავტორიტეტი, არ ჰყავდა მიმდევრები. თუმცა, ბოლო ხანებში, საზოგადოებამ გააცნობიერა მისი არქიტექტურული და დეკორატიული ხელოვნების არაორდინარულობა, რისი საუკეთესო ნაწილიც შეიქმნა თხუთმეტწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის დროს. მსგავსად XIX საუკუნის ბევრი ფრანგი არქიტექტორისა, გიმარი დადიოდა პარიზის სახვითი ხელოვნების ეროვნულ სკოლაში. იგი გაეცნო ეჟენ ემანუელ ვიოლე ლე დიუკის თეორიებს. ეს რაციონალისტური იდეები საფუძვლად დაედო არტ ნუვოს ადრეულ სტრუქტურულ პრინციპებს. ზოგიერთი თვლის, რომ გიმარი ამ სტილმა მას შემდეგ გაიტაცა, როდესაც იგი ეწვია ვიქტორ ჰორტას მიერ დაპროექტებულ სასტუმრო “ტასელს“ ბრიუსელში, თუმცა სრულიად განსხვავებულ სტილში. 1898 წელს, ჰექტორმა დააპროექტა “ბერანჟეს” ციხე. ეს იყო ბელგიის ფარგლებს გარეთ არტ ნუვოს სტილის ერთ-ერთი პირველი შენობა. მისი ჭიშკრები არტ ნუვოს კარგი მაგალითია. ინტერიერიც ასევე გულდასმით იქნა დაპროექტებული, სადაც 36-ივე აპარტამენტი გამორჩეული დიზაინით ხასიათდებოდა. ეს იყო შენობის დაგეგმარებასა და დეკორაციის სტილს შორის კავშირის გამოვლინება. Gგიმარი აქცენტს აკეთებდა სივრცესა და მოცულობაზე. ამის მაგალითებია “კოილოს” სახლი, “ლა-ბლუეტი” და განსაკუთრებით “ჰენრიეტას” და “დორჟევალი”-ის ციხეები. ეს ყველაფერი 25 წლით წინ უსწრებდა ლე კორბუზიეს თეორიებს. გიმარი აგრეთვე იყენებდა რამოდენიმე სტრუქტურულ სიახლეს. მაგალითად, “ჰუმბერტ დე რომანის” არაჩვეულებრივ საკონცერტო დარბაზში ხდება ხმის ტალღებად დაყოფა და შესანიშნავი აკუსტიკური ეფექტის მიღება. მეორე მაგალითია “გიმარის სასტუმრო” (1909), სადაც პირველი სართულის სივრცე იმდენად პატარა იყო, რომ მხოლოდ თხელი კედლები შეიძლებოდა ჰქონოდა. ამასთან, ზედა სართულებზე არსებული ფართი ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. II მსოფლიო ომისთვის თავი რომ დაეღწია,Hჰექტორ გიმარი გადასახლდა შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ იორკში, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. სამწუხაროდ, მის მიერ დაპროექტებულ მეტროში შესასვლელთა უმრავლესობა აღარ არსებობს, მაგრამ რაც დარჩა, ისტორიულ ძეგლებად ითვლება.
თარგმანი მოამზადა ,,ახალი სკოლის” მე-8 ბ კლასის მოსწავლემ ნიტა გეგეშიძემ
თარგმანი ვიკიპედიიდან მოამზადა „ახალი სკოლის“ მე-8 ა კლასის მოსწავლემ თემურ ნოღაიდელმა
Gustav Klimt
გუსტავ კლიმტი (d. 14 ივლისი, 1862 – g. 6 თებერვალი, 1918) ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვარი და ერთ-erTi ყველაზე თვალსაჩინო წევრი ვენის სეცესიონის მოძრაობisa. მის მთავარ ნამუშევრებს შორისაა ფერწერული ტილოები, ფრესკები, ესკიზები და სხვა ნიმუშები. კლიმტის მთავარი თემა ქალის სხეული იყო, და მისი ნამუშევრები გამოირჩევა გულწრფელი ეროტიზმით.
გუსტავ კლიმტი დაიბადა ბაუმგარტენში, ვენასთან ახლოს. ის იყო მეორე შვიდი შვილიდან – 3 ბიჭიდან და 4 გოგოდან. სამივე ბიჭი გამოირჩეოდა არტისტული ტალანტით ახალგაზრდობაში. მისი მამა – ერნსტ კლიმტი, იყო ბოჰემიიდან, იყო ოქროს გრავიორი. ერნსტმა ცოლად მოიყვანა ანა კლიმტი (ფინსტერი), რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ ყოფილიყო შემსრულებელი მუსიკოსი. 1876 წელს, კლიმტმა მიიღო სტიპენდია ვენის ხელოვნების სკოლისაგან. იქ ის სწავლობდა 1883 წლამდე, და მიიღო გამოცდილება არქიტექტურული მხატვრისა. ის თაყვანს სცემდა ყველა დროის აღიარებულ საუკეთესო მხატვარს ჰანს მაკარტს. კლიმტი დათანხმდა ყველა წესს, რომლებსაც მოიცავდა კონსერვატიული სწავლება. მისი ადრეული ნამუშევრები კლასიფიცირდებოდა, როგორც აკადემიური.
klimtis “oqros faza”-m xalSi gamoiwvia pozitiuri kritikuli reaqcia da miaRwia did warmatebas. misi Zalian bevri namuSevari am periodidan iyenebda ფურცლოვან oqros. pirvelad oqro gamoiyena aTenას სასახლეში (1898). am periodis erT-erT saukeTeso ნაწარმოებად iTvleba ადელ ბლოკ-bauer pirvelis portreti (1907) da “kocna” (1907-1908)
ეჟენ გაიარი Eugene Gaillard
ეჟენ გაიარი (1862-1933)იყო არტ ნუვოს სტილის გამოჩენილი დიზაინერი. შემდეგ მან დახურა მისი დიზაინერული მოღვაწეობა (დიზაინი დეკორატიული ნამუშევრებისა) და გადავიდა (შენობების) ინტერიერებისა და შენობების დეკორაციის დიზაინზე. მას მოუწია საკუთარი (პირველად წამოწყებული) კარიერის დახურვა კანონის გამო. ის ზიგფრიდ ბინგთან ერთად მუშაობდა ჯეორჯეს დე ფეურეს და ედუარდ ჩოლონისათვის.
Mikhail Eisenstein
მიხაილ ეიზენშტეინი
მიხაილ ეიზენშტეინის (დაიბადა 1867, პეტერბურგში - გარდაიცვალა 1921, ბერლინში) დიდი ბებია-ბაბუა იყვნენ გერმანელი ებრაელები, რომლებმაც შემდგომში მიიღეს მართმადიდებლური ქრისტიანობა, ხოლო მისი მეორე ბებია-ბაბუა იყვნენ შვედები. ის სწავლობდა სამოქალაქო საინჟინრო სკოლაში, რის დამთავრების შემდეგაც გახდა არტ ნუვოს სტილის შენობების დიზაინერი. მან ააშენა ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსი და ასევე ააშენა საცხოვრებელი პრეზიდენტის მრჩეველებისთვის. ის ძირითადად აკეთებდა დეკორატიულ (სხვა სტილებისაგან განსხვავებულ) ფანჯრებს. ძირითადად იყენებდა-ნათელ მოჭიქულ აგურის ან კერამიკის ფილებს, მინის და ლითონის ფილებს და ა.შ.
ემილ ანდრე Emile Andre
ემილ ანდრე დაიბადა ნანსიში, საფრანგეთში. არქიტექტურას სწავლობდა პარიზში, ნატიფი ხელოვნების სკოლაში. 1894 1900 წლამდე იმოგზაურა ტუნისში, სიცილიაში, ეგვიპტეში, სპარსეთში, დაცეილონში, ამ მოგზაურობის პერიოდში მან შექმნა უამრავი ბლოკნოტი, რომლებსაც ახლდათ ნახაზები, წყლის საღებავები და ფოტოსურათები. იგი უკვე მუშაობდა მამის სტუდიაში (ჩარლზი) ანდრე, შემდეგ კი იუჯინ ვალინთან, რომელთანაც მან შეიმუშავა არტ ნუვოს პრინციპები.
მას დაგეგმილი ჰქონდა გამხდარიყო პროფესორი გამოყენებითი ხელოვნების და არქიტექტურის სკოლაში ნანსიში, და მიჩნეულია ერთერთი ჯგუფის მთავარ არქიტექტორად. მან ააგო უმეტეს ათეული არტ ნუვოს შენობებისა ნენსიში 1901-დან 1912 წლამდე.
მას დაგეგმილი ჰქონდა გამხდარიყო პროფესორი გამოყენებითი ხელოვნების და არქიტექტურის სკოლაში ნანსიში, და მიჩნეულია ერთერთი ჯგუფის მთავარ არქიტექტორად. მან ააგო უმეტეს ათეული არტ ნუვოს შენობებისა ნენსიში 1901-დან 1912 წლამდე.
Virginia Frances Sterret
ვირჯინია ფრენსის სტერეტი (1900-1931) იყო ამერიკელი მხატვარი და ილუსტრატორი.
19 წლისამ მიიღო მონაწილეობა თავის პირველ კონკურსში. (ცოტა ხნის შემდეგ მას ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს.
მალე დაიწყო პენის საგამომცემლო კომპანიის დაკვეთით ძველი ფრანგული ზღაპრების ილუსტრირება (1920). ძველი ფრანგული ზღაპრებიs დასურათების ერთი წლის შემდეგ, პენიs საგამომცემლო კომპანიისთვის მან დაასურათა - თანგლვუდის ზღაპრები (1921). წიგნის საწყისი ფასი 1923 წელს ვერ იყო იმხელა, რომ სტერეტს ჯანმრთელობა გაეუმჯობესებინა. 1931 წელს ის გარდაიცვალა.
Peter Behrens
პიტერ ბერჰენსი სწავლობდა ქრისტიანეუმის სკოლაში ჰამბურგში სექტემბრიდან 1877 წლიდან 1882 წლამდე. იგი ფერწერას სწავლობდა თავის მშობლიურ ჰამბურგში, ისევე როგორც დიუსელდორფში და კარლსრუეში, 1886 წლიდან 1889 მდე. 1890 წელს ცოლად მოიყვანაLლილი კრამერი და გადავიდა მიუნხენში. პირველ რიგში, ის მუშაობდა მხატვარად, ილუსტრატორად და წიგნის შემკვრელად. ის ხშირი სტუმარი იყო ბოჰემური წრეების და იყო დაინტერესებული ყველაფრით, რაც დაკავშირებული იყო რეფორმის ცხოვრების სტილთან. 1899 წელს ბეჰრენსმა მიიღო მიწვევა გრანდ-დუკ ერნსტ ლუდვიგისგან, ჩასულიყოDდარმსტადტის მხატვართა კოლონიაში, სადაც Bბეჰრენს აშენებული ჰქონდა საკუთარი სახლი და საკუთარი დიზაინით გაეფორმებინა სრულიად ყველაფერი შიგნით (ავეჯი, პირსახოცები, ფერწერა, კერამიკა და ა.შ.). ითვლება, რომ გადამწყვეტი მომენტი მის ცხოვრებაში იყო, როდესაც ის მხატვრული წრეების წევრი გახდა მიუნხენში და გადაიხარა იუგენდსტილის მიმართულებით, რათა შეესწავლა ახალი სტილები.
იგი ერთერთი ლიდერი და მთავარი დიზაინერი იყო (არქიტექტურული რეფორმების მიხედვით). ჰქონდა საწარმოები და საოფისე შენობები ნაშენები აგურით, ფოლადით და მინით. 1903 წელს, ბეჰრენსი დასახელდა კუნსტგევერბერსკულეს დირექტორად დუსელდორფში, სადაც განახორციელა წარმატებული რეფორმები. 1907 წელს, ბეჰრენსი და ათი სხვა ადამიანი (მათ შორის ჰერმან მუტჰესიუსი, თეოდორ ფიშერი, იოზეფ ჰოფმანსი, ჯოზეფ მარია ოლბრიხი, ბრუნო პოლი, რიჩარდ რიემერშმიდტი, ფრიც შუმახერი), პლიუს თორმეტი კომპანიის მიერ შექმნილ იქნა გერმანიის მუშა ჯგუფი. როგორც ორგანიზაცია, ძირითად ყურადღებას აქცევდა ხელოვნებასა და არქიტექტურას. ვერკბუნდის - მუშა ჯგუფის წევრები იყvnen დაკავებული საერთო დონის და გემოვნების გაუმჯობესებით. ეს ძალიან პრაქტიკული ორგანიზაცია გახდა ძალიან გავლენიანი ძლიერ ორგანიზაციებს შორის (მრეწველებს, საჯარო პოლიტიკოსებს, დიზაინერებს, ინვესტორებს, კრიტიკოსებსა და მეცნიერებს შორის). ბეჰრენსის ნამუშევრები იყო ვერკბუნდის პირველი ფართომასშტაბიანი ინიციატივების სიცოცხლისუნარიანობის დადასტურება.
1907 წელს, Allgemeine Elektrizitäts-Gesellschaft)-მა შეინარჩუნა ბეჰრენსი როგორც მხატვრული კონსულტანტი, რათა შეექმნა მთელი კორპორატიული ნიშნები - ლოგოტიპი, პროდუქტის დიზაინი და ა.შ. იგი ითვლება პირველ ინდუსტრიულ დიზაინერად ისტორიაში.
საწყისი ვიკიპედია.
თარგმანი ვიკიპედიიდან მოამზადა „ახალი სკოლის“ მე-8 ა კლასის მოსწავლემ თემურ ნოღაიდელმა
herman obrist
ჰერმან ობრი
ჰერმან ობრი (23 მაისი 1863, ციურიხთან ახლოს, შვეიცარია - 26 თებერვალი 1927, მიუნხენი, გერმანია) იყო გერმანელი სკულპტორი Jugendstil (Art Nouveau) მოძრაობის. სწავლობდა ბოტანიკას და ისტორიას და ახალგაზრდობაში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა გავლენა მოახდინა გამოყენებითი ხელოვნების სფეროში მის სტილზე. 1902 წელს ჰერმან ობრიმ და ვილჰელმ ფონ დებშიცმა ერთობლივად დააარსეს დიზაინის სკოლა მიუნხენში.
ობრის ყველაზე ცნობილი დიზაინი არის 1892 ნაქარგი კედლის საკიდი სახელწოდებით "Cyclamen".
ჰერმან ობრი (23 მაისი 1863, ციურიხთან ახლოს, შვეიცარია - 26 თებერვალი 1927, მიუნხენი, გერმანია) იყო გერმანელი სკულპტორი Jugendstil (Art Nouveau) მოძრაობის. სწავლობდა ბოტანიკას და ისტორიას და ახალგაზრდობაში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა გავლენა მოახდინა გამოყენებითი ხელოვნების სფეროში მის სტილზე. 1902 წელს ჰერმან ობრიმ და ვილჰელმ ფონ დებშიცმა ერთობლივად დააარსეს დიზაინის სკოლა მიუნხენში.
ობრის ყველაზე ცნობილი დიზაინი არის 1892 ნაქარგი კედლის საკიდი სახელწოდებით "Cyclamen".
საწყისი ვიკიპედია.
მაქს ფაბიანი
მაქს ფაბიანი (29 აპრილი 1865 – 18 აგვისტო 1962) იყო იტალიელ-სლოვენიელი არქიტექტორი, გორიციის რეგიონიდან. თავის სამშობლო სლოვენიაში იგი იყენებდა სლოვენიურ სტილს -"კირილ მეთოდ კოჩს" და აგრეთვე ვენის არქიტექტურულ სტილს (არტ-ნუვოს სტილს).
ბიოგრაფია
იგი დაიბადა როგორც მაქსიმილიან ფაბიანი, ტიროლიელთა ოჯახში (ტიროლიელები არის ხალხი, როლებიც დასახლებულები არიან იტალიაში, ლაპარაკობენ ტოროლიურად და იტალიურად) სოფელ კობდილჯში, შტანჯელთან ახლოს, კრასის პლატოზე, რომელიც იყო ავსტრია-უნგრეთის პროვინციაში - გორიციასა და გრადისკაში (ახლანდელ სლოვენიაში). მამამისი იყო ფერმერი, ხოლო დედამისი - არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი ტრიესტიდან. მისი ოჯახი შეძლებული იყო, მათ შეეძლოთ შვილისთვის უმაღლესი განათლება მიეცათ.
იგი არ ესწრებოდა დაწყებითი სკოლის გაკვეთილებს, ამის ნაცვლად იგი განათლებას მამამისის სახლში და ლუბლიანას გერმანული ენის სკოლაში იღებდა. შემდეგ იგი ვენაში გადავიდა. იქ იგი არქიტექტურის კურსებზე დადიოდა ვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. 1889 წელს მიღებულმა დიპლომმა მას ევროპასა და აზიაში მგზავრობის სამწლიანი უფლება მისცა. 1894 წელს იგი დაბრუნდა ვენაში და ოტო ვაგნერის პერსონალური მიწვევით შევიდა ოტო ვაგნერის სახელობის არქიტექტურულ სტუდიაში და დარჩა იქ საუკუნის დასრულებამდე. ამ დროის განმავლობაში მან დიზაინის გარდა შეისწავლა ქალაქმშენებლობა. მან ისე კარგად შეისწავლა არქიტექტურა, რომ მზად იყო, სხვისთვისაც ესწავლებინა.
1917 წელს იგი დასახელდა ვენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორად და 1919 წელს მისმა ერთერთმა მოსწავლემ ივან ვურნიკმა შესთავზა მას მასწავლებლის ადგილი ახლად დაარსებულ, ლუბლიანას უნივერსიტეტში. მაგრამ ფაბიანმა შემოთავაზებაზე უარი თქვა. მან დატოვა მასწავლებლის ადგილი ვენაში და გორიციაში დაბრუნება გადაწყვიტა. იმ დროისთვის გორიცია შედიოდა იტალიის სახელმწიფოში, ამის გამო მას მოუხდა იტალიის მოქალაქეობის აღება. 1920-1930 წლებში მან მოასწრო არაერთი დიდი, ისტორიული ძეგლისა და შენობის რეკონსტრუქცია ჯულიან მარჩის რეგიონებში. სამწუხაროდ, ამ ძეგლების და შენობების უმეტესობა პირველმა მსოფლიო ომმა შეიწირა.
1935 წელს მან მიიღო თავის მშობლიურ ქალაქ შტანჯელის მერის თანამდებობა. იგი გახდა მერი და წოდება შეინარჩუნა მეორე მსოფლიო ომის დროსაც, მან ეს მოახერხა გერმანული ენის ცოდნის წყალობით. იგი ევედრებოდა გერმანელებს, ქალაქ შტანჯელს თავს არ დასხმოდნენ. სამწუხაროდ, ქალაქი შტანჯელი მაინც განადგურდა 1930 წელს. ეს გამოიწვია სლოვენიელი და ვერმახტელი პარტიზანების ბრძოლამ.
1944 წელს, ფაბიანი დაბრუნდა გორიციაში, სადაც გაატარა თავისი უკანასკნელი წლები.
ვიკიპედიიდან თარგმანი მოამზადა "ახალი სკოლის" მე-8 ა კლასის მოსწავლემ თემურ ნოღაიდელმა.
ვიქტორ ჰორტა
ვიქტორ ბარონ ჰორტა (6 იანვარი, 1861- 9 სექტემბერი, 1947) იყო ბელგიელი არქიტექტორი და დიზაინერი. ჯონ ჯულიან ნორვიჩი აღწერდა მას შემდეგნაირად: "ის არის არტ-ნუვოს გასაღები ევროპაში". და მართლაც, ჰორტა არის ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი არქიტექტორი არტ-ნუვოს სტილში. მისი ერთ-ერთი უმნივნელოვანესი ნამუშევარია სასტუმრო ტასელი ბრიუსელში 1892-93.
1932 წელს ბელგიის მეფემ-ალბერტ I-მა, ჰორტას უბოძა უფლება ეტარებინა ბარონის ტიტული. 4 მისი ნამუშევარი შესულია UNESCO-ს (იუნესკოს) მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ბიოგრაფია
ჰორტა დაიბადა გენტში. იგი პირველად მიიზიდა არქიტექტურამ, მაშინ, როდესაც ეხმარებოდა ბიძამისს სახლის მშენებლობაში.
ჰორტას ბავშვობაში ძალიან უყვარდა და აინტერესებდა მუსიკა და 1873 წელს იგი წავიდა მუსიკის თეორიის სასწავლებლად გენტის კონსერვატრიაში, მაგრამ იგი გარიცხეს უდისციპლინობის გამო. ამის შემდეგ იგი წავიდა სასწავლებლად გენტის ხელოვნების სამეფო აკადემიაში, არქიტექტურის დეპარტამენტზე. 1878 წელს ჰორტა წავიდა პარიზში, ჟიულ დებუისონთან სამუშაოდ. საფრანგეთში იყო უამრავი ხელსაყრელი ადგილი არქიექტორებისთვის სამუშაოდ.
1880 წელს, როდესც გარდაიცვალა ჰორტას მამა, ვიქტორი დაბრუნდა ბელგიაში და საცხოვრებლად გადავიდა ბრიუსელში.
მას პირველ ცოლთან ორი შვილი ჰყავდა. ამ დროისთვის იგი უკვე სწავლობდა ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიაში. ბრიუსელში ჰორტა დაუმეგობრდა პოლ ჰანკარს (ჰანკარი მოგვიანებით შეისწავლის არტ-ნუვოს). ჰორტა კარგად სწავლობდა, და მისი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩა, ვიქტორი ასისტენტად აიყვანა პროფესორმა ალფონს ბალატმა ("ბელგიის ლეოპოლდ II-ს" ავტორი). ერთად მათ ააშენეს სამეფო ლეაკენის "მწვანე სახლები".
კარიერა
1884 წელს ჰორტამ მოიგო გრან პრი ორ კატეგორიაში: როგორც საუკეთესო დამწყებმა არქიტექტორმა და საუკეთესო მოსწავლემ.
1885 წელს წელს ვიქტორ ჰორტა მარტო მუშაობდა და იმავე წელს სამი შენობა ააშენა. 1885 წელსვე გაწევრიანდა ბელგიური არქიტექრურის ცენტრალურ საზოგადოებაში. შემდეგ წლებში ვიქტორი რეგულარულად მონაწილეობდა სხვადასხვა შეჯიბრში და, როგორც მისი კალიბრის არქიტექტორს შეეფერება, - ყველა ტურნირს იგებდა.
1892 წელს ჰორტა დაინიშნა ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიეტის არქიექტურის, დიზაინის და გრაფიკის დეპარტამენტის უფროსად. 1893 წელს გახდა არქიტექტურის პროფესორი. წოდება დატოვა 1911 წელს მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ავტორიტეტმა საგრძნობლად დაბლა დაიწია.
არტ-ნუვო
1892 წელს ჩატარებულ გამოფენაზე ჰორტამ პირველად წარუდგინა არტ-ნუვო ბელგიელ ხალხს. ამ გამოფენის შემდეგ პროფესორმა ემილ ტესსელმა შეუკვეთა ჰორტას სახლის დიზაინი, სწორედ ამ დაკვეთის შედეგად შექმნა ჰორტამ შენობა, რომელსაც დამკვეთის საპატივემულოდ დაარქვა ჰოტელ ტასსელი. ამ შენობაში ჰორტამ გამოყენა რკინა და მცენარეული ფორმები, მოგვიანებით აღწერილი, როგორც "ბიომორფული კისრის ხერხემალი". მას შემდეგ ეს შენობა ითვლება არტ-ნუვოს პირველ გამოჩენად არქიტექტურაში.
ჰოტელ ტოსსელის წარმატებით დასრულების შემდეგ ჰორტას გამოუჩნდა უამრავი კლიენტი და შეკვეთები მთელ ბრიუსელში. თავისი ახალი არქიტექტურული სტილის წყალობით ჰორტამ ააშენა ჰოტელ სოლვაი (1895-1900) და საკუთარი რეზიდენცია (1898). ვიქტორმა ამ შენობების ინტერიერშიც რკინა და ქვა გამოიყენა.
1894 წელს, ჰორტა აირჩიეს ბელგიის არქიტექტურის ცენტრალური საზოგადოების პრეზიდენტად.
1895 წლიდან 1899 წლამდე ჰორტამ თავისი დიზაინით შექმნა „მეზონ დიუ პოპლ“ (ხალხის სახლი).
თარგმანი ვიკიპედიიდან მოამზადა „ახალი სკოლის“ მე-8 ა კლასის მოსწავლემ თემურ ნოღაიდელმა
ლუის კომფორტ ტიფანი
ლუის კომფორტ ტიფანი (18 თებერვალი,1848 -17 იანვარი,1933) იყო ამერიკელი მხატვარი და დიზაინერი. იგი მუშაობდა დეკორატიულ ხელოვნებაში და სახელი გაითქვა ნახატი მინით. იგი იყო ერთადერთი ამერიკელი დეკორატორი, რომელიც არტ-ნუვოს სტილს იყენებდა.
ადრეული ცხოვრება
ტიფანი იყო ჩარლზ ლევის ტიფანის - "ტიფანი და კომპანი"-ს დამაარსებელის შვილი. დედამისი იყო - ჰარი ოლივია ავერ იანგი. ლუისი სწავლობდა პენსილვანიაში, პენსილვანიის სამხედრო სკოლაში, და იგლსვუდის სამხედრო აკადემიაში პერთ ამბოიში, ნიუ ჯერსიში. ტიფანის პირველი გატაცება ხელოვნებაში იყო ფერწერა (ფერწერას მას ჯორჯ ინესსი და სამუელ კოლმანი ასწავლიდნენ ნიუ იორკსა და პარიზში.)
კარიერა
ტიფანიმ დაიწყო კარიერა, როგორც მხატვარმა, მაგრამ 1875 წლიდან მას გაუჩნდა ინტერესი მინის დამზადების ტექნოლოგიების მიმართ. 1878 წელს მან მუშაობაც კი დაიწყო ნიუ იორკის მინის სახელოსნოში. 1979 წელს ტიფანი შეუერთდა კენდის ვილერს და სამუელ კოლმანს, რათა ჩამოეყალიბებინა კომპანია სახელად "ლუის კომფორტ ტიფანი და ასოცირებული ამერიკელი მხატვრები." ტიფანის ლიდერობამ და ტალანტმა, ასევე მმამის ფულმა და კავშირებმა, ბიზნესის წარმატებას მყარი საფუძველი ჩაუყარა.
1881 წელს ტიფანიმ ჰარტფირდში მარკ ტვენის სახლს გაუკეთა რესტავრაცია, მაგრამ მისი კარიერის უდიდესი ნაუშევარი შესრულდა 1882 წელს. ტიფანიმ შექმნა შედევრი იმდროინდელი პრეზიდეტის ჩესტერ ალან არტურისთვის და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა უარი განაცხადა ამ ნამუშევარზე, ტიფანიმ ამ ნამუშევარს რესტავრაცია გაუკეთა და მალე ეს ნამუშევარი თეთრ სახლშიც მოხვდა, უფრო სწორედ მის ერთ-ერთ დეკორაციად იქცა.
ტიფანის კონცენტრირებამ მხოლოდ მინის წარმოება-ღებვაში გამოიღო შედეგი, 1885 წელს მას მიეცა უფლება გამოეფინა ნამუშევრები. პირველი "ტიფანის მინის კომპანია" დაარსდა 1885 წლის 1 დეკემბერს და 1902 წელს გახდა ცნობილი სახელით "ტიფანი სტუდიო".
კარიერის გასაწყისში ტიფანი იყენებდა იაფ ვაზელინის ქილებს და ბოთლებს რადგან ვაზელინს ჰქონდა ის მინერალები და თვისებები, როგორიც სჭირდებოდა მას (ვაზელინის გამოყენების დამატებითი მიზეზები იყო ფინანსები და კარგი მინის უკმარისობა). იგი იყენებდა უნიკალურ ფორმებს, ყველასაგან განსხვავებულს. იგი აგრეთვე კარგად არჩევდა ფერებს. მისი მეთოდი მთელ ევროპას მოედო. 1905 წელს მისი დეკორაცია მოხვდა "პირველ პრესბიტერიანულ ეკლესიაში" პიტსბურგში, პენსილვანიაში. ტიფანი ბაძავდა ინგლისის წამყვან მინის მწარმოებელს ვილიამ მორისს. ტიფანიმ შეცვალა თავისი სტილი და დაიწყო ფერადი მინებით ნახატების გაკეთება (მორისის მსგავსად). ტიფანის იმ დროისთვის ჰყავდა ორი მეტოქე: ფრანკ დაფნერი და ოლივერ კიმბერლი. მნიშვნელოვანი ფაქტია, რო ტიფანი დაფნერი და კიმბერლი ბრუკლინში 1870-იან წლებში ერთ სახელოსნოში შეისწავლიდნენ მინის დამზადება-მოპირკეთებას.
1893 წელს ტიფანიმ ააშენა ახალი ქარხანა სახელად "სტოურბრიჯის მინის კომპანია". მოგვიანებით ამ ქარხანას სახელი შეეცვალა და დაერქვა: "ტიფანის მინის ღუმელები". იმავე წელს მან, თავის ტექნიკას ფარვილი უწოდა. ტიფანის ინტერიერები მოიცავდნენ მოზაიკებს. მოზაიკის სემინარი, რომელშიც ქალები იყვნენ დასაქმებულნი, 1898 წელს გაიხსნა.
ოჯახი
ლუისმა ცოლად მოიყვანა მერი ვუდბრიჯ გოდარი (1850-1884) 15 მაისს 1872 წელს ნორვიჩში კონექტიკუტში. მერისთან ერთად მას შეეძინა შემდეგი შვილები: მერი ვუდბრიჯ ტიფანი (1873–1963), ჩარლზ ლუის ტიფანი I (1874-1874), ჩარლზ ლუის ტიფანი II (1878–1947), ჰილდა გოდარ ტიფანი (1879-1908).
ცოლის სიკვდილის შემდეგ ტიფანიმ ცოლად მოიყვანა ლუიზა ვაკმან ქნოქსი (1851-1904) 1886 წლის 9 ნოემბერს. მასთან ლუისს ეყოლა შემდეგი შვილები: ლუის კომფორტ ტიფანი (1873-1963), ჯულია დე ფორესტ ტიფანი (1887-1973), ანი ოლივია ტიფანი (1888–1892), დოროტი ტრიმბლ ტიფანი (1891–1979).
ტიფანის ბევრი ნამუშევარი ახლაც ხმარდება ხელოვნებას, პოლიტიკას და მეცნიერებას. ერთადერთი თანამედროვე მინის მწარმოებელი (ტიფანის სტილით) არის პროფესორი როდმან გილდერ მილერი (სიეტლი, ვაშინგტონი).
ტიფანი გადაიცვალა 17 იანვარს 1933 წელს. იგი დკრძალეს გრინ-ვუდის სასაფლაოზე, ბრუკლინში, ნიუ იორკში.
თარგმანი ვიკიპედიიდან მოამზადა „ახალი სკოლის“ მე-8 ა კლასის მოსწავლემ თემურ ნოღაიდელმა
ჯოზეფ მარია ოლბრიხი
ბიოგრაფია
ჯოსეფ მარია ოლბრიხი (22 დეკემბერი, 1867– 8 აგვისტო, 1908) იყო ავსტრიელი არქიტექტორი, ვენის სეცესიონის მხატვართა ჯგუფის დამაარსებელი.
ოლბრიხი დაიბადა ოპავაში, ავსტრიის სილეზიაში (დღესდღეობით ჩეხეთის რესპუბლიკა). ჯოზეფი იყო მესამე შვილი ედმუნდ და ალოიზა ოლბრიხების. მას ჰყავდა ორი და, რომლებიც ჯოზეფის დაბადებამდე გარდაიცვალნენ. ასევე ჰყავდა ორი უმცროსი ძმა ჯონი და ედმუნდი. მამამისი იყო საკონდიტრო ქარხნის პატრონი და ცვილის მწარმოებელი. აგრეთვე, მას ეკუთვნოდა აგურის საწარმო. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ოლბრიხების ოჯახის, კერძოდ კი, ჯოზეფ ოლბრიხის ინტერესს არქიტექტურისადმი.
ოლბრიხი შეისწავლიდა არქიტექტურას ვენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში, სადაც მან მოიგო რამდენიმე პრიზი. 1893 წელს დაიწყო მუშაობა ოტო ვაგნერთან. ამ პერიოდში მან დეტალურად აითვისა ოტო ვაგნერის სტილი და დახვეწა ის.
1897 წელს, გუსტავ კლიმტმა, ოლბრიხმა, ჯოზეფ ხოფმანმა და კოლომან მოზერმა დაარსეს ვენის სეცესიონის ხელოვანთა ჯგუფი. სწორედ ოლბრიხს მიეკუთვნება საგამოფენო შენობის და ცნობილი "სეცესიონის დარბაზის" დიზაინი, რაც თანდათანობით მოძრაობის ღირსშესანიშნაობად იქცა. 1899 წელს, ერნესტ ლუიზმა და ჰესეს გრანდ დუკმა დაარსეს დარმშტადტის ხელოვანთა კოლონია და დაიქირავეს ოლბრიხი და სხვა წამყვანი ხელოვანები, რომლებიც საგამოფენო შენობების დაგეგმვა-აგების სპეციალისტები იყვნენ. 1900 წელს ჯოზეფმა მიიღო ჰესეს მოქალაქეობა და პროფესორის წოდება გრანდ დუკისგან. 1903 წელს ჯოზეფმა იქორწინა კლეირ მორავზე.
შემდგომ წლებში, ოლბრიხმა მიიღო ყველაზე მრავალფეროვანი არქიტექტურული დაკვეთები და ხელოვნების სხვა განხრებითაც მოსინჯა თავი. მან დააპროექტა თიხის სახელოსნო, ავეჯის მაღაზია, წიგნების რამდენიმე მაღაზია თუ ბიბლიოთეკა და მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია. მისი წვლილი, შეტანილი სენტ-ლუისში, ლუიზიანის საგამოფენო დარბაზში, საყოველთაოდ იქნა აღიარებული და იგი დაინიშნა ასოცირებულ წევრად ამერიკის არქიტექტურის ინსტიტუტში.
19 ივლისს 1918 წელს მისი ქალიშვილის - მარიანას დაბადებიდან მოკლე ხანში ოლბრიხი ლევკემიით გარდაიცვალა დიუსერდორფში, 8 აგვისტოს, 40 წლის ასაკში. იგი დარჩა ყველა დროის ერთერთ ყველაზე პატივცემულ და გავლენიან არქიტექტორად.
მის არქიტექტურულ ნამუშევრებს, განსაკუთრებით კი ვენის და დარმშტადტის სეცესიონის საგამოფენო შენობებს ჰქონდათ უზარმაზარი გავლენა არტ ნუვოს სტილის განვითარებაზე.
ლუი მაჟორელი
ლუი-ჟან-სილვესტრ მაჟორელი, ცნობილი, როგორც ლუი მაჟორელი (26 სექტემბერი, 1859 - 15 იანვარი, 1926) იყო ფრანგი დეკორატორი და ავეჯის დიზაინერი. იგი ქმნიდა და ამზადებდა საკუთარი დიზაინის ნივთებს ფრანგული ებენისტური ტრადიციების მიხედვით. იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავეჯის დიზაინერი არტ-ნუვოს სტილში და 1901 წლის შემდეგ ემსახურებოდა ხელოვნებას, როგორც ნანსის სკოლის ვიცე-პრეზიდენტი.
ადრეული ცხოვრება
1861 წელს, მამამისი, აუგუსტ მაჟორელი (1825-1879) იყო ავეჯის დიზაინერი და მწარმოებელი. აუგუსტმა ოჯახი ტულიდან ნანსიში გადაიყვანა საცხოვრებლად. იქ ლუიმ დაამთავრა დაწყებითი სკოლა, სანამ გადავიდოდა პარიზში 1877 წელს იმისთვის, რომ ორი წელი ემუშავა ნატიფი ხელოვნების სკოლაში. როდესაც მან შეიტყო მამამისის გარდაცვალების შესახებ, ცოტა ხნით შეწყვიტა სწავლა და წავიდა ნანსიში, რათა შეენახა მამამისის ნამუშევრები და ქონება. ამან დააკავა იგი ნანსიში მთელი მისი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში.
1885 წლის 7 აპრილს, მაჟორელმა ცოლად მოიყვანა მარი ლეონ ჟან კრეცი, ნანსის თეატრების მეპატრონეს ქალიშვილი. მათი ერთადერთი შვილი - ჟაკ მაჟორელი, რომელიც თეატრის მსახიობი გახდა, 1886 წლის 7 მარტს დიბადა.
ოჯახის ბიზნესის მართვა
მაჟორელის ფირმის ფაბრიკის დიზაინის ავტორი იყო ცნობილი არქიტექორი ლუსიენ ვეისენბურგერი (1860-1929). ფაბრიკა მდებარეობდა ვიეი-ეტრის ქუჩის N6-ში, ნანსის დასავლეთ ნაწილში. 1880-1900 წლებში მაჟორლმა გამოუშვა ლუი XV-ეს ავეჯი, ხოლო 1894 წელს დეკორატიულ და ინდუსტრიულ ხელოვნების ექსპოზიციაზე ნანსიში, მათი გამოფენა მოაწყო. 1990 წელს პარიზის გამოფენაში მან წარმატებას მიაღწია და ამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით, თავის ფირმას უამრავი დამკვეთი შემატა. 1910 წელს მაჟორელმა გახსნა თავის ფირმის მაღაზიები ნანსიში, პარიზში, ლიონსა და ლილში.
კარიერის ბოლო წლები და I მსოფლიო ომი
1914 წელს დაიწყო ომი. მაჟორელი შიშობდა, რომ ომი მისი ბიზნესის შესუსტებას გამოიწვევდა. სამწუხაროდ, 1916 წლის 20 ნოემბერს მისი ქარხნები ვიეი-ეტრის ქუჩაზე ომის საბრძოლო ოპერაციის შედეგად ცეცხლს მიეცა. დაიწვა ყველაფერი: დასრულებული და დასასრულებელი ავეჯი, მასალა, ჯილდოები, ინსტრუმენტები და დოკუმენტები. თითქოსდა გამიზნულად, დაზიანებულის საბოლოოდ გასანადგურებლად, ერთი წლის შემდეგ, 1917 წელს გერმანულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს მაჟორელის ქარხნები ნანსიში.
მაჯორელეების ოჯახმა გერმანელ ჯარისკაცებს ასევე მიაწერა ლილის ქარხნების განადგურებაც.
მაჟორელი გარდაიცვალა 1926 წელს. მისი სიკვდილის შემდეგ მის ოჯახს, რომელიც ძალიან მძიმედ დაზარალდა ომისგან, ფინანსურად აღარ შეეძლო მაჟორელის ვილაში (აგარაკზე) ცხოვრება. 1931 წელს დაიკეტა მაჯორელის ბოლო ქარხნები. დღესდღეობით მაჟორელის ვილა ეკუთვნის ნანსის. არის ნახაზები, რომლის მიხედვითაც აპირებენ მაჟორელის უნიკალური ნამუშევრების აღდგენა-განახლებას.
მაჟორელის ნამუშევრები გამოჩნდნენ 2008 წლის ფრანგულ ფილმში L'heure d'été-ში, ეს ფილმი 2009 წელს გამოვიდა აშშ-ში სახელწოდებით - ზაფხულის საათები (Summer Hours).
No comments:
Post a Comment