ჩვენი სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები თვენახევრის განმავლობაში იკვლევდნენ თემას:
არქიტექტურა და დიზაინი
შენობის არქიტექტურა და დიზაინი დამოკიდებულია გარემოსა და ხელმისაწვდომ სამშენებლო მასალაზე
ძიება:
•რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებლობისას
•როგორ ცვლის შენობა გარემოს
•ადგილობრივი არქიტექტურა
ჩვენ ვეწვიეთ ღია ცის ქვეშ მდებარე ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რომ გაგვერკვია:
ტრადიციულად როგორ სახლებს აშენებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
რა მასალას იყენებდნენ;
როგორ ითვალისწინებდნენ კლიმატს;
როგორ ამშვენებდნენ სახლს სხვადასხვა ჩუქურთმით;
როგორ იწყობდნენ მოსახერხებელ
თავშესაფარს ჩვენი წინაპრები.
ტრადიციულად როგორ სახლებს აშენებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
რა მასალას იყენებდნენ;
როგორ ითვალისწინებდნენ კლიმატს;
როგორ ამშვენებდნენ სახლს სხვადასხვა ჩუქურთმით;
როგორ იწყობდნენ მოსახერხებელ
თავშესაფარს ჩვენი წინაპრები.
დედა-ბოძი, როგორც კერის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩუქურთმითაა შემკული
ჩვენ ვნახეთ შუაცეცხლი და კედლის განჯინები.
აგურის ნიშებს შეისრული თაღის ფორმა აქვთ.
აქ ცხოვრების რა მოგახსენოთ, მაგრამ “სახლობანას” თამაშის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ბავშვები მხოლოდ ფოტოსურათის გადაღების ხათრით გამოვიდნენ გარეთ.
შუაცეცხლის ამ კაუჭებზე შესაბოლად ყველს და ხორცს ჰკიდებდნენ.
ხალიჩას ორმაგი დანიშნულება აქვს - სითბო და სილამაზე.
ზღურბლის თავზე ამოჭრილი ჯვრის დანიშნულებაა სინათლე, სილამაზე და ოჯახის დაცვა.
ჭის წყალი ცივია და გემრიელი, მაგრამ თანამედროვე სოფელი წყალგაყვანილობის მილებით მარაგდება.
სხვენში ზამთრის სანოვაგე ინახებოდა.
წნელის სუსტი ღობე…
პაპის მონაცემი, მარად საოცნებო, კარ-მიდამო ჩემი დამილოცეთ, ძმებო!
აქ შუაცეცხლი არ სჭირდებათ.
ჩვენი წინაპრების აზრით, კარის ზღურბლის თავზე გამოსახული ჯვარი ავ სულებს აფრთხობდა.
ჩვენ დავაკვირდით აივნის რიკულებს
ოსტატს ფიცრულ ჭერზე ჭაღის დასაკიდებელი ადგილის შესამკობად ჩარჩო გაუკეთებია
დროა, თავი მოვუყაროთ ნანახს - ჩავხატოთ საერთო ხედი, დეტალი და დავწეროთ კომენტარი
იმის გასარკვევად, თუ როგორ ეხამება შენობა გარემოს,
ძველ და ახალ თბილისში გავისეირნეთ.
თბილისის ისტორია გოგირდის წყლით იწყება. ამიტომ, პირველად, სწორედ გოგირდის აბანოს ვეწვიეთ
ჭრელი აბანოს ჭიქური კერამიკული ფილები ბავშვებს იშთარის ალაყაფს აგონებს
იშთარის ალაყაფთან მსგავსება ბავშვებს შემთხვევით არ მოსვლიათ თავში - მათ აღმოსავლური იერი ამოიცნეს
რეჟისორ რევაზ გაბრიაძის სახლის დიზაინი მისი პატრონის ფანტაზიაზე, ინტერესებსა და გემოვნებაზე მეტყველებს. ასე ხდება სახლი პატრონის “სახე”.
მზიან ქალაქში აივანი სახლის აუცილებელი ელემენტია
ჩვენ უკვე ვიცნობთ გუმბათის კონსტრუქციას!
კლდეზე დაკიდული სახლები ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობაა
ახლა კი, შთაბეჭდილებების ჩაწერის დროა!
ჩვენ ჩავხატეთ შენობა, მისი დეტალი და დავწერეთ კომენტარი. დავაკვირდით, რომელი გეომეტრიული ფორმებია უფრო ხშირად გამოყენებული ძველ თბილისურ არქიტექტურაში, დავწერეთ შთაბეჭდილებები
ელენე ახვლედიანს ძალიან უყვარდა თბილისის ქუჩების ხატვა. ჩვენ მის სახელოსნო-მუზეუმს ვესტუმრეთ, რომ არქიტექტურის ხიბლი უკეთ გაგვეგო
კლასშიც ბევრი საქმე გავაკეთეთ
ინფორმატიკის გაკვეთილებზე:
ჩვენ მოვიწვიეთ არქიტექტორი, კატოს დედა, ქალბატონი ქეთი ნემსაძე
მან გვიამბო, როდის და რატომ წარმოიშვა არქიტექტურა
ქალბატონმა ქეთიმ უპასუხა ჩვენს კითხვებს.
აი, რამდენიმე კითხვა:
რატომ აშენებენ ცათამბჯენებს ლითონისგან და არა ხისგან?
ვენეციაში როგორ დგას სახლები წყალში?
რატომ არ ინგრევა წყალში აგებული სახლები?
რატომ აშენებენ ქოხებს ხისგან და არა რკინისგან?
დღეს ვინმე ცხოვრობს სასახლეში?
რატომ აშენებენ ცათამბჯენებს ლითონისგან და არა ხისგან?
ვენეციაში როგორ დგას სახლები წყალში?
რატომ არ ინგრევა წყალში აგებული სახლები?
რატომ აშენებენ ქოხებს ხისგან და არა რკინისგან?
დღეს ვინმე ცხოვრობს სასახლეში?
ჩვენმა არქიტექტურულმა სახელოსნომ პირველი დაკვეთები მიიღო.
გავითვალისწინეთ დამკვეთთა სურვილი, შენობის ფუნქცია, ოჯახის წევრთა რაოდენობა, ქვეყნის ტრადიციები, კლიმატი და სამშენებლო მასალა. აი, ჩვენი ნახაზები, ნახატები და მაკეტები:
გავითვალისწინეთ დამკვეთთა სურვილი, შენობის ფუნქცია, ოჯახის წევრთა რაოდენობა, ქვეყნის ტრადიციები, კლიმატი და სამშენებლო მასალა. აი, ჩვენი ნახაზები, ნახატები და მაკეტები:
პროექტების დაცვას პროფესიონალი არქიტექტორი, კატოს დედა - ქალბატონი ქეთი ნემსაძე ესწრებოდა. ბავშვებმა გატაცებით იმუშავეს თემაზე.
და როგორც ლადუკამ თქვა, ეს ძალიან მხიარულ თავგადასავალს ჰგავდა!