Daniela Neuner: People drew their self-portraits because they didn't have cameras. I wanted to draw more details in the background but I realised it's hard to draw details and you need a lot of time so I drew less details. I like blue. I love horses and dogs. I really like fashion. I have brown hair and green eyes. I would like to improve my painting with more details in the background.
Ekaterina Shengelia:.People draw their self-portraits because after their death others will remember them. None of famous artists inspired me. The most important thing I want people to know from this portrait is that I love watching night becomes morning. Colors have no any symbolic meaning in this portrait. Nothing was challenging for me. The most successful detail is eye shading. I would improve nothing next time. From exercises on proportion and modelling shape I learned how to draw normal faces.
Diana Jijavadze: People draw their self-portraits to share feelings. I was inspired by Van Gogh's portraits. My main message to viewers is that I will always be miself. I used my favourite colors. My friends think that this self-portrait is "awesome". The most challenging was mixing colors. Next time I would improve accuracy and neatness in coloring. I think that these portraits were an opportunity to get more info about our classmates.
Romin Salikov: People draw their self-portraits because they want to express themselves through pictures. Modiglini inspired me most of all. First I was thinking to draw a normal picture of myself with the things that I like. But then I thought that why should I draw a normal regular picture? Why can't I make something that I never drew before? My message is that I'm an open-minded person. I'm very different from others. The black is my hair and my parts of the face and body are features. My picture became cubistic, which was used by Picasso. had to break my shapes because I look at the world from many different sides, perspectives and cultures. My friends don't like my drawing except Sam. The most challenging thing was to make a decision where to put my nose, eyes, ears, etc. The most successful thing was that my picture went the way I wanted. Next time I would improve my hair and make it more realistic. Exercises on proportions and shape modelling were very useful and they will help me next time when I will draw realistic pictures.
Ian Bedwell: People draw their self-portraits to see if their art can go to themselves. I wanted to express myself. I added more details to my portrait. My friends think my portrait is weird. My parents and teacher think I have a talent. The most challenging thing was to draw a face. The most successful thing was a background. Next time I would draw face better. Exercises on proportions gave me a calmness while drawing.
Gigi Reissner: People draw their self-portraits to see themselves. My main message was to show my interests. Blue is my favourite color. All other things are cut.
Saxon Cowley: People draw their self-portraits to see how good they loo or to see how good an artist they are because of the ressemblance. The main message was to show that I'm animal and nature lover person and that I have been all over the world and that I like fashion. Colors in my self-portrait have symbolic meaning - my skirt is in rainbow colors, blue means peace, green - nature. My friends say it's cool, cute, good. The most callenging was drawing - I looked too fat and face was never right. The most successful things are colors, shapes, animals, planet. Exercises helped me much with the shapes and nose. I learned that things are more detailed.
Sam Sharpe: People draw self-portraits to convey who they are and their emotions. It also shows their artistic style. Andy Warhol inspired me much because his portraits influenced my color scheme. Modigliani because he never drew eyes and I tried to highlight the other features of my face. My first decision was to have some parts of the portrait around myself and have them not colored to add emphasis to my body. My initial decision did not change because I stood by my beliefs and went through with my original ideas. I want people to know I'm ballanced and that I have been in many cultures. The meaning of the colors are to give a boost to my body and to show that I'm an open-minded person. I used Andy Warhol's style with the color scheme I made. Also a bit of Frida Kahlo with my points of interests floating around (school, map of Georgia, palm tree for Asia were I lived for long). My portrait was well recieved by my friends and they really like it. I finished my art in the class so my parents did not see it yet so I don't knoe what they think about it. My teacher likes the way how I presented my person. She said that my self-portrait is informative. The most challenging was doing my arms, really hard, because I drew the items I hold before drawing arms. Next time I would improve on my eyes because I neglected them - they do not look great. Exercises were very helpful because before I was really bad at portraits and there is a big improvement.
Daphne Panteli: People draw their self-portraits to show people what they look like in their mind. I was inspired by Fayum portrait - especially with the details on faces. They have features like me. First decision was to make a blank background but then I decided to draw butterflies. I want people to know about me that I like to daydream and to be peaceful. Colors in my drawing are peaceful and relaxing. My teacher said that I got to know that I'm romantic person. The most challenging was to draw a nose and the most successful was my face. Next time I would improve my body proportions. Exercises really helped me to draw easier.
Charlotte-Emelie Lueck: I think people draw their self-portraits because they want to save their face for future. Initially my idea was to draw myself in a dress at a dance ball from the Police. I didn't change my idea. I wanted people to know that I'm from Germany, that I want to become a policeman, that I like to dance and that my favourite color is purple. The most challenging thing was to draw the face and body.
Alex Japaridze: People draw self-portraits to show themselves. My favourite color is blue. The most successful thing in my drawing is hair.
ნუცი ქურხული Nutsi Kurkhuli:
ჩემი აზრით, კარგად გამომივიდა ცხენის და ჩემი თავის დახატვა. შევარჩიე ფანქარი, რადგან ვიფიქრე, რომ უკეთ გამოვიდოდა და გამოვიდა კიდეც. მთები ცისფრად დავფერე. ეს უცნაურია, მაგრამ მომწონს, რადგან ამ ნამუშევრის სხვა ფერებს უხდება. ავირჩიე ჰორიზონტალური ორიენტაცია, რომ ხედი გამეშალა. ბევრჯერ ხელახლა დავიწყე ხატვა და ყოველდღე რაღაც ახალს ვამატებდი. 2-3 დღე მოვანდომე. ვისწავლე დამოუკიდებლად ფერების შეხამება.
ლიზა ქისტაური Liza Kistauri
ავტოპორტრეტზე მუშაობისას ყველაზე ძნელი იყო პროპორციის დაცვა.ყველაზე ადვილი - დაფერვა. მე კმაყოფილი ვარ ჩემი ნამუშევრით, მაგრამ ვფიქრობ, უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ფანქარი იმიტომ შევაჩიე, რომ ნახატში ბევრი დეტალი მაქვს და გოაშით მათი დახატვა გამიჭირდებოდა. ფონისთვის საქართველოს დროშის ფერები შევარჩიე. ამ ნამუშევარს 3 კვირა მოვანდომე. ამ თემაზე მუშაობის შედეგად ახლა მე უკვე ადვილად ვხატავ ტანს, ადამიანის აგებულებას და ადვილად ვარჩევ ფერებს.
ელენე ქათამაძე Elene Katamadze:
ჩემს ავტოპორტრეტში გამოვიყენე მარკ შაგალის ხერხი - ყველაფერი დაფრინავს ცაში.
ლიზა ხურცილავა Liza Khurtsilava:
ყველაზე რთული იყო ცხვირის დახატვა, რადგან ძალიან დიდი გამომდიოდა და მომიწია უბრალო ჯოხის დახატვა. მე გამოვიყენე ბევრი ყვითელი, რადგან ძალიან მიყვარს ეს ფერი. ავირჩიე ვერტიკალური ორიენტაცია, რადგან მინდოდა ტანის გამოჩენა. ხატვას 3 დღე მოვანდომე.
ატეკას ბინდერი Atticus Binder:
ჩემთვის რთული იყო სახე ყველაზე ადვილი იყო ტანი. ცუდად გამომივიდა ფონი. ჰორიზონტალური ორიენტაცია ავირჩიე, რადგან მინდოდა ბევრი რამ ჩამეტია. გადავწყვიტე, ნახევარი ტანი არ დამეხატა და კარგად გამოვიდა. ხელახლა რომ ვხატავდე, სხვა ფერით დავფერავდი ვიოლინოს. ნახატს მოვანდომე 2 კვირა. ახლა მე უფრო მომწონს ხელოვნება და უფრო მინდება ხოლმე ხატვა.
სოფო ნანეიშვილი Sopo Naneishvili:
მე გოაში შევარჩიე, რომ უფრო ეფექტური გამოსულიყო. ძალიან მიყვარს თეთრი და იასამნისფერი. ხელახლა რომ ვხატავდე, უფრო აკურატულად ვიმუშავებდი.
სოფო ჭელიშვილი Sopo Chelishvili:
რთული იყო პროპორციია დაცვა. პატარა ტანი გამომდიოდა. ალბათ სახე უკეთ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც კარგია. ავირჩიე ფანქარი, მაგრამ ზოგგან ფლომასტერი ვიხმარე. ფანქრით მუშაობა მიადვილდება. ვერტიკალური ორიენტაცია ავირჩიე, რომ ტანი კარგად ჩამტეოდა.
ნიკა სულუხია Nika Sulukhia:
მე გამოვიყენე პოპ არტის სტილი. მე ამ ნახატში დავხატე საკუთარი თავი კოსტუმში, ფული და სიყვარული. არაფერს შევცვლიდი. მხოლოდ იმას, რომ დავამატებდი ფეხბურთს და სწავლას. ამ ნამუშევარს ორი კვირა მოვანდომე.
თინიკო მესხი Tiniko Meskhi:
მე გამოვიყენე ამადეო მოდილიანის სტილი. მისი ნახატები გამოირჩევა წაგრძელებული პროპორციებით. ჩემს ნახატშიც წაგრძელებულია სახე და მკლავები. ფანქრები შევარჩიე, რადგან მინდოდა, ნაზი ნახატი გამომსვლოდა. მოსამზადებელ ნახატს 2-3 სთ მოვანდომე. საბოლოოს კი - 1 სთ.
მიშო გედევანიშვილი Misho Gedevanishvili:
მე შევარჩიე თბილი ფერები, რადგან მომწონს მათი ეფექტი და სილამაზე. შევარჩიე თბილი ფერები, რომ გამომეხატა, რომ ვარ მხიარული, მიყვარს სითბო. ცივი ფერებით მინდოდა გამომეხატა, რომ ცოტათი ბრაზიანი და ცოტათი მოწყენილი ვარ. ხელახლა რომ ვხატავდე, აუცილებლად შევცვლიდი სახეს.
ნიკა კოხოძე Nika Kokhodze:
მე გამოვიყენე გრაფიტის სტილი. ფოტოდან გადავხატე. ეს არ იყო დაკვირვებით ხატვა. გამომივიდა ჩემი ჰობის და ინტერესების ასახვა. მწვანე ჩემი საყვარელი ფერია. 3-4 გაკვეთილი მოვანდომე. ამ ნახატმა დამაფიქრა, რამდენი მუშაობაა საჭირო თითოეული ნახატის შესაქმნელად.
ლუკა ჯაფარიძე Luka Japaridze:
ჩემს ავტოპორტრეტში ყველაზე რთული იყო სახის დახატვა, ხოლო ყველაზე ადვილი - ტანის. მე შევარჩიე ფანქარი, რადგან ის ყველაზე მკრთალი მასალაა და არ აძნელებს ხატვას. მინდოდა, ჩემი ნახატი მრავალფეროვანი და ხალისიანი ყოფილიყო. თავიდან ჩანაფიქრში მქონდა, რომ მარტო სახე დამეხატა, მაგრამ შემდეგ ტანიც დავხატე, რომ უფრო სახალისო ყოფილიყო. ხელახლა რომ ვხატავდე, შევცვლიდი კანის ფერს.
ლიკა ჩხეიძე Lika Chkheidze:
ჩემს ნამუშევარში ენდი უორჰოლის სტილი გამოვიყენე. ეს გამოიხატება დამუხტულ ფერებში. ჩემი აზრით, კარგად გამომივიდა ტანზე თავის პროპორციულად მორგება. ფანქრები აკურატულობის და სიმკვეთრის გამო შევარჩიე. მხიარული და ნათელი ფერები ხალისს მატებს ჩემს ნამუშევარს. ჩემი მეგობრები ფიქრობენ, რომ მე ზუსტად ავსახე ჩემი ხასიათი.
ელენე ბახტაძე Elene Bakhtadze:
ყველაზე რთული ავტოპორტრეტზე მუშაობისას იყო პროპორციის დაცვა. კარგად გადმოვეცი ჩემი მხიარული ხასიათი. ფანქარი შევარჩიე, რადგან ბევრი პატარა წვრილმანი მქონდა დასახატი, რომელიც გოაშს შეეძლო დაეფარა. პირველი ნახატი გოაშით დავხატე და სულ გამიფუჭდა. ხელახლა რომ ვხატავდე, ყურადღებას უფრო გავამახვილებდი ხასიათის ჩვენებაზე და რამდენიმე დეტალს წავშლიდი. დედა თქვა, რომ ლამაზია, მამამ მითხრა, რომ უფრო უნდა დამეცვა პროპორცია. ჩემს თანატოლებს მოსწონთ. მუშაობას რამდენიმე კვირა მოვანდომე. ბადის ხერხის გამოყენებამ გამიადვილა ავტოპორტრეტის დახატვა.
მარიამ მაჭავარიანი Mariam Matchavariani:
ჩემს პორტრეტში ყველაზე ძნელი იყო თვალების ხატვა, იმიტომ, რომ ზოგჯერ ერთი სხვანაირი იყო და მეორეც სხვანაირი. ერთი ათასჯერ მაინც წავშალე თვალები. დანარჩენი ადვილი იყო. ფანქრები ავარჩიე, რადგან თუ რამე შემეშლებოდა, ადვილად წავშლიდი. მე ჯერ კოლაჟის გაკეთება მინდოდა, მაგრამ მერე მულტფილმის პერსონაჟივით მომინდა თავის დახატვა. საბოლოოდ, რეალური უფროა ვიდრე მულტფილმური, მაგრამ მაინც გამოვიდა ცოტა მულტფილმური. შევცვლიდი იმას, რომ დავხატე ნოტები, ვერ წავშალე და გამიფუჭა ნახატი.
ანა გერსამია Ana Gersamia:
ჩემთვის ყველაზე რთული იყო თვალების დახატვა - თვალებში ემოციის გადმოცემა. ყველაზე ადვილი კი იყო ჩემი გატაცებების ასახვა - მუსიკა, კომპიუტერი, რომ ვარ ქართველი და რომელია ჩემი საყვარელი ფერი. კარგი გამოვიდა, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. უჯრიანი ბადის ხერხი გამოვიყენე. თავიდან არ მქონდა დახატული კომპიუტერი, მერე დავამატე, რადგან მივხვდი, რომ ბევრ დროს ვატარებ მასთან. ერთ რამეს შევცვლიდი - კუთხეში დავხატავდი პალიტრას ჩემი საყვარელი ფერებით. ჩემს თანატოლებს ძალიან მოსწონთ ჩემი ავტოპორტრეტი. მშობლებს რომ ვაჩვენე, ძალიან კარგად შემიფასეს, მაგრამ არანაირი რჩევა არ მოუციათ. იდეიდან განხორციელებამდე ამ ნამუშევარს 3 კვირა მოვანდომე.
სანდრო ბაგრატიონი Sandro Bagrationi:
ჩემ ნახატში არაფერი გამომივიდა კარგად. ფანქრები ავირჩიე და ნახატი ცოტა გავამუქე, რადგან ძალიან მკრთალი იყო. რაიმეს შეცვლა რომ შემეძლოს, ვეცდებოდი, უკეთ დამეხატა სახე. სამი გაკვეთილი ვიმუშავე, რადგან ნელა ვხატავდი. ამ მუშაობამ ხატვისადმი რწმენა შემმატა.
ლაშა აზარიაშვილი Lasha Azariashvili:
ყველაზე რთული იყო საის დახატვა. ჩემი აზრით, კარგად გამომივიდა იმის ჩვენება, რომ ძალიან მიყვარს ანიმაციური ფილმი "ნარუტო". ფანქარი შევარჩიე, რადგან ადვილია და წაშლა შეიძლება. ეს ფერები კი იმისთვის შევარჩიე, რომ ნახატი ლაღი და ფერადი გამომსვლოდა. თუმცა, ფონის ფერს შევცვლიდი.
ლანა სიმონიშვილი Lana Simonishvili:
ანრი მატისის სტილში გავაკეთე ფონი. ის ყველაზე ადვილი იყო. ყველაზე რთული კი სახის პროპორციები. ჩემი აზრით, ყველაზე კარგად თვალები გამომივიდა. გოაში სიმკვეთრისთვის გამოვიყენე. ფონი საქართველოს დროშის ფერებშია. ფოტო, საიდანაც უჯრიანი ბადით გადავხატე, ჰორიზონტალური იყო და მეც ასევე დავხატე. თავიდანვე ასეთი ჩანაფიქრი მქონდა, მაგრამ მაინც ბევრჯერ მომიწია წაშლა და ხელახლა ხატვა. ფერებს შევცვლიდი, რადგან ერთ ადგილას ერთმა ფერმა გამიფუჭა ნახატი. სამი გაკვეთილი მოვანდომე. თემაზე მუშაობისას ვისწავლე პროპორციების დაცვა.
თაზო ალავიძე Tazo Alavidze:
მე გამოვიყენე ჩემი ფოტო და უჯრიანი ბადე. ამ ხერხს ბევრი მხატვარი იყენებს. ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა ხელების ხატვა და არაერთხელ წამიშლია. ხოლო ყველაზე მეტად გამიადვილდა ფერების შერჩევა. სურათში ჩავატიე ყველა ჩემი ინტერესი და ჰობი. მასალად გამოვიყენე ფერადი ფანქრები, რადგან მეშინოდა და მინდოდა, იდეალური ყოფილიყო. თავდაპირველად შავ-თეთრად დახატვას ვაპირებდი, მაგრამ მერე, როცა დავინახე, თუ როგორი ლამაზია ფერები, გადავწყვიტე ფერადი ნახატის გაკეთება. ხელახლა რომ ვხატავდე, შევცვლიდი ფეხს, რადგან ერთი ფეხი დიდია და მეორე პატარა. ასევე, ხელსაც შევცვლიდი, რადგან ფეხისნაირი გამომივიდა. ამ ნახატს სამი გაკვეთილი მოვანდომე.
ანა-სოფო გრიზე Ana-Sophia Grieze:
ყველაზე რთული იყო სახის ნაკვთები, ყველაზე ადვილი კი - თმა და თავი. გამოვიყენე გოაში, რადგან მინდოდა, მკვეთრი ფერები ყოფილიყო, რასაც ფანქრით ვერ გავაკეთებდი. შავი, წითელი და ყვითელი გამოვიყენე გერმანიის დროშის ფერების საჩვენებლად. ვერტიკალური ორიენტაცია ავირჩიე, რადგან წელს ზევით დავხატე ჩემი თავი. ჰორიზონტალური რომ ამეღო, ბევრი ცარიელი ადგილი დამრჩებოდა. ჩემი თავდაპირველი ჩანაფიქრი ცოტა შეიცვალა, რადგან ასოების ნაცვლად მინდოდა დამეხატა თევზები, რაც გერმანიაში ჩემი ბებიის სახლს მახსენებს, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, წარწერა გამეკეთებინა. ხელახლა რომ ვხატავდე, შევცვლიდი საქართველოს დროშას, რადგან გათხაპნილი გამომივიდა. ამ ნახატს თითქმის ერთი კვირა მოვანდომე. თემაზე მუშაობისას ვისწავლე ადამიანის პროპორციულად ხატვა, გოაშების კარგად ხმარება და ვიმედოვნებ, ეს გამოცდილება ცხოვრებაში გამომადგება.
No comments:
Post a Comment