Saturday, September 17, 2011

სიზმარი


სწავლის მეორე დღეს, 16 სექტემბერს ჩვენ ვნახეთ ერთი ნაწილი აკირა კუროსავას ფილმიდან „სიზმრები“. ეს ნაწილი ეხება კუროსავას ყრმობის შთაბეჭდილებას, როდესაც ის სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა და ვან გოგის შემოქმედებით იყო გატაცებული. ახალგაზრდა დამწყები მხატვარი მუზეუმში ვან გოგის ნამუშევრების დათვალიერებისას მათში „შედის“, სურათიდან სურათში გადადის, ვან გოგსაც ხვდება და შემდეგ, ამ „ხილვიდან“ გამოფხიზლებული, ისევ საგამოფენო დარბაზში აღმოჩნდება. ჩვენც შევეცადეთ, ცნობილი მხატვრების ნამუშევრებში „შესვლა“. დავალება ასეთია: ბავშვებს ურიგდებათ რეპროდუქციები. თხზულების პირველი წინადადება ბავშვებმა თავად უნდა გააგრძელონ. მათ უნდა აღწერონ რას ხედავენ, მოიფიქრონ სურათში მათ თავს გადამხდარი პატარა თავგადასავალი, აღწერონ, რა გრძნობა დაეუფლათ და რატომ. „გაღვიძების" შემდეგ ბავშვებმა უნდა მიუთითონ მხატვრის წარმომავლობა, ვინაობა და სურათის სახელწოდება. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ, რა „დაესიზმრათ“ ახალი სკოლის დაწყებითი (მე-4, 5) კლასების მოსწავლეებს. მათი წარმოსახვა უცნაურ და ზოგჯერ მოულოდნელ სიუჟეტებს ბადებს. მადლობა კუროსავას. 




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ძალიან ლამაზი მდინარის პირას ვარ.  გამიკვირდა თუ რატომ იყო ამდენი ნავი. თურმე ეს ადგილი ნავსადგური ყოფილა.  ეს გემები დიდი ხნის მიტოვებულს ჰგავდა. უცებ ნავში ჩაჯდომა მომინდა და ჩავჯექი კიდეც, მაგრამ უცებ გამომეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის ალბერ მარკეს სურათი „ჰამბურგის ნავსადგური“.
ნია ნიაური, მე-4 ა კლ.






მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ დავინახე, რომ სხვა ქალაქში აღმოვჩნდი. იქ იყო ყველაფერი: გემები, სახლები, მაღაზიები, ხეები, ყვავილები და ასე შემდეგ. ხიდზე რომ გადავდიოდი, შემთხვევით მდინარეში გადავვარდი. ცოტა ხანს ცურვა შევძელი, შემდეგ კი გემმა მიპოვა და ნაპირზე მიმიყვანა. ცოტა ხანში მომშივდა, მივედი კაცთან და ვკითხე - ერთი შოკოლადი რა ღირს-მეთქი. მან მითხრა: ყველაფერი უფასოაო. შევედი მაღაზიაში, ავიღე ერთი შოკოლადი და შევჭამე. ვიგრძენი, რომ შემეშინდა იმ დროს, როცა მდინარეში ჩავვარდი და ვიხრჩობოდი.
გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის ალბერ მარკეს სურათი „სენ-მიშელის ხიდი პარიზში“.
გიორგი კენჭოშვილი, მე-4 ა კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, დავინახე, რომ აღმოვჩნდი საოცარ ქვეყანაში. ირგვლივ მიმოვიხედე, მაგრამ ხალხი არსად იყო. წავედი ცოტა წინ და დავინახე, რომ ლავა აღმოიფრქვა. ვერ მივხვდი რა მექნა. უცბად ავედი გემზე და წავედი სხვაგან. იმ ქვეყნის შესასვლელში თავის ქალები ეყარა. შიშით შევედი. საკმაოდ ბევრი ანაკონდა მოვკალი. უცბად დავინახე სასახლე. მეგონა, არავინ იყო და შევედი შიგნით. უცბად გამოვარდნენ ტროლები და დამიჭირეს. გამომიყვანეს საწამებლად და ამ დროს გამეღვიძა. საშინელება იყო. მივხვდი, რომ დამესიზმრა ფრანგი მხატვრის ალბერ მარკეს სურათი „მენტონის ნავსადგური“.
გიორგი ჩიტორელიძე, მე-4 ა კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ წყალში ვიყავი და ჩემ გარშემო ბევრი ნავი იყო. ჩემთან ერთმა კაცმა მოცურა. მითხრა, დახმარება ხომ არ მჭირდება. ამომიყვანა ნავზე და მთაში ამიყვანა. იქ ჩემი ოცნება ავისრულე: მთიდან პარაშუტით ჩამოვხტი. ვიფრინე და ღრუბელზე დავვარდი. ძალიან გამიკვირდა და შემდეგ ჩემი რეისი განვაგრძე. კიდევ ვიფრინე და დიდ გემზე დავვარდი. იმ გემზე ბევრი ხალხი იყო და მე ისევ წყალში ჩავხტი. ცურვა მიყვარს და ცოტა ხანი ვიცურავე იმ თბილ და სასიამოვნო წყალში. უცებ იქ ჩემი ფეხის ზომის ლასტები დავინახე და ჩავიცვი. ეს ყველაფერი უცნაურად მომეჩვენა და ვიგრძენი, რომ ეს სიზმარია! გაღვიძება არ მინდოდა, მაგრამ მომიწია, რადგან სკოლაში მეჩქარებოდა. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის ალბერ მარკეს სურათი „ნეაპოლი“.
ალექსანდრე ამირეჯიბი, მე-5 ა კლ.




 
მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე ერთი პატარა ქალაქი. იქ ქალებს ეცვათ ფერად-ფერადი, კაცებს კი თეთრი და შავი. ძალიან ცივი ამინდი იყო. მერე ვიღაცამ მკითხა:
-         სახლი დაკარგე? რა გჭირს?
-         არაფერი. რატომ მკითხე?
-         ისე. იმიტომ, რომ სამი საათია ფიქრობ და რა მოგივიდა, ეგ მაინტერესებს.
-         არფერი, პირიქით, მე მაინტერესებს, რომელ ქალაქში ვარ?
-         შენ ცუდ ქალაქში ხარ. წადი ჩქარა, სანამ ღამე გახდება.
უცებ გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის კამილ კოროს სურათი „სამრეკლო არჟანტეიში“
საჰრა ნურ აქსოი, მე-4 ა კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ვარ დიდ მინდორში. ვხედავ სახლებს, ხეებს, მთებს და დიდ მზეს. დავდიოდი მშვიდად და ვფიქრობდი: რა ლამაზი მინდორია! შემდეგ ვნახე ერთი კაცი, ისიც მინდორში დაბოდიალობდა. შემდეგ ავედი ერთ სახლთან და დავაკაკუნე კარზე. თურმე იქ ცხოვრობდა ის კაცი, რომელიც მინდორში დადიოდა. იგი ჩემკენ გამოიქცა და მითხრა, რომ ეს მისი სახლია და ცოლი წასულია. შემიყვანა სახლში, გამიმასპინძლდა და შემდეგ ისევ გარეთ გავედი. ვიგრძენი, რომ ეს სიზმარია და მივხვდი, რომ დამესიზმრა ჰოლანდიელი მხატვრის ვან გოგის სურათი „თიბვა“.
ელისაბედ ამირეჯიბი, მე-4 ა კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ვიყავი ერთ ულამაზეს ადგილას, სადაც ბევრი ხიდი იყო. უცბად მომინდა ყველაზე ლამაზ ხიდზე გადავსულიყავი, რომელიც ჩემ პირდაპირ იყო. ნელ-ნელა მივდიოდი. როცა შუაში ვიყავი, უცბად ჩავვარდი. არ ვიცოდი, რომ ის ძალიან ძველი ხიდი იყო. წყალმა წამიღო. რაც უფრო შორს მივდიოდი, უფრო მეშინოდა, ვკანკალებდი, არ ვიცოდი რა მექნა. მივცურავდი. ტალღებმა ძალიან შორს გამიყვანა. უცბად ვიგრძენი, რომ სადღაც რაღაც იყო, მაგრამ 1-2 წუთის შემდეგ ძალა ვიგრძენი. საით უნდა გამეცურა, ვხვდებოდი. შემდეგ კი ბედმა ისევ იმ ადგილას მიმიყვანა, სადაც ის ულამაზესი ხიდი იყო.
როცა გამოვფხიზლდი, ვიგრძენი, რომ ეს ამბავი ძალიან საშიში და თან ძალიან ლამაზი იყო. მივხვდი, რომ დამესიზმრა ჰოლანდიელი მხატვრის ვან გოგის სურათი „ხიდი არლის მახლობლად“.
ნინო ჯგუშია, მე-4 ა კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, აღმოვჩნდი შავ ღრმულში. თუმცა, ეს გვირაბი გატყდა. უზარმაზარი თაგვი ვნახე. ან მე ვიყავი პატარა ან ის იყო გოლიათი. მე ყველი მქონდა. ვიღაც კაცმა მითხრა - თუ ქალაქიდან გასვლა გინდა, თაგვს ყველი...
უცბათ თაგვი დამეტაკა. მან სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, სკამზე ავცოცდი. თაგვი გიგანტური იყო. სკამის ძირი ჩატყდა. სკამის ფეხზე ავცოცდი, მაგრამ ის სულ დაიშალა. თაგვმა ყველი წამართვა, რაღაც მოძრაობა გააკეთა და გაქრა. მე გონება დავკარგე.
ვიგრძენი, რომ ისევ ჩემ ლოგინში აღმოვჩნდი. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ჰოლანდიელი მხატვრის ვან გოგის სურათი „ვინსენტის სკამი“.
თორნიკე ჯგუშია, მე-4 ა კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ორი კაცი ჩემკენ მოდიოდა. ერთს ნიჩაბი ეჭირა. მათ უკან ეტლი მოყვებოდა. ირგვლივ ყანა იყო და იქ იდგა უზარმაზარი კიპარისი. იქვე პატარა ქოხი იყო, რომელშიც ერთი მოხუცი ქალი იყო. მას წყალი ვთხოვე. იგი ძალიან კეთილი იყო და მან წყალიც დამალევინა და საჭმელიც მაჭამა. ვიგრძენი, რომ სხვა სამყაროში მოვხვდი.
გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის ვან გოგის სურათი სახელწოდებით „გზა პროვანსში“.
მარიამ ქაროსანიძე, მე-4 ა კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ თევზებს ვეთამაშებოდი და უცბად დავპატარავდი და წყალში ჩავვარდი. წყალში ვცურავდი. თევზი დამეჯახა. გავდიდდი და ყვავილად გადავიქეცი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ეს ნაღდად მოხდა და ვეღარ ვნახავ დედას და მამას.
გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის ანრი მატისის სურათი „ოქროს თევზები“.
ლიზა ცელოვალნიკოვა, მე-4 ა კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ნახატში ვსეირნობ და იქაურობა ძალიან მომეწონა. მეგონა, რომ იქ ძალიან მდიდარი ხალხი ცხოვრობს. ჩემი თავი ბაზარში მეგონა, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იყო მოგროვილი. მე ის ადგილი ძალიან მომეწონა. იქ ბევრი ბავშვი იყო, ბევრი კაცი, ბევრი ბავშვი და ა.შ. მერე კი გავედი პატარა ბაღში. იქ არავინ იყო. უცბად დავინახე ერთი კაცი, რომელიც ხატავდა. იქ რომ მივედი, მხატვარი პიერ ბონარი აღმოჩნდა. მის ნახატს რომ შევხედე, ძალიან მომეწონა. ზუსტად იგივე ბაღი იყო. მას შემდეგ ძალიან შემიყვარდა ხატვა. ვიგრძენი, რომ ძალიან მხიარული ნახატი იყო. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის პიერ ბონარის ნახატი „საღამო პარიზში“.
ელენე მაჭავარიანი, მე-4 ა კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ აქ ზაფხული იყო. ძველი დრო იყო. ადამიანებს ძველებურად ეცვათ და ეს სხვა ქალაქი იყო. ხალხი ურმით დადიოდა. ძველებური სახლები იყო. ვირებს წყალი დაჰქონდათ. აქ ელექტროენერგიას წყალი აძლევდა და იქ წისქვილი იყო. აქ ძალიან მოვლილი ბუნება იყო - დიდი ხეები, კლდეები. ყველაფერი მწვანე იყო. მანქანები არ იყვნენ.
ეს ძალიან კარგი სიზმარი იყო. ყველაფერი მომეწონა. აქ ძალიან სუფთა ჰაერი იყო.. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის სურათი „კახური ეპოსი“.
ავთო ჯაფარიძე, მე-4 ა კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ აქ ქართველი ხალხი ხალხურად ქეიფობს. მეც მათ შევუერთდი. მთელი საღამო ქეიფობდნენ. შემდეგ მომღერლებიც გავიცანი. ისინი სიმღერას მასწავლიდნენ. მეორე დღეს  აღმოვჩნდი მინდორში. იქ ერთი კაცი გავიცანი. ის ბალახს თიბავდა. ამ დროს გველს უნდოდა ჩემთვის კბენა. მიკბინა და გამეღვიძა.
მე იქ რომ ვიყავი, მხიარულად და საინტერესოდ ვცხოვრობდი. მივხვდი, რომ დამესიზმრა  ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის სურათი „ნადიმი“.
ანდრო წკრიალაშვილი, მე-4 ა კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ვიყავი ძველ თბილისში. აქ მე ვნახე, რომ დუქნები ფერად-ფერადად იყო მოხატული, იქ კიდევ ლამაზი-ლამაზი სახლები ფერადი აივნებით იყო გაფერადებული. აივნებს კიდევ ლამაზი რიკულები ჰქონდა. მე გამიკვირდა, რომ სახლებს ასეთი ღობეები ჰქონდა. ის ისეთი სიზმარი იყო, რომ ვიგრძენი ნამდვილი სილამაზის სიამოვნება. როცა გამეღვიძა, მივხვდი, რომ დამესიზმრა ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის სურათი „ძველი თბილისი“.
ანასტასია კვეტენაძე, მე-4 ა კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ იყო ომი. მე დავდიოდი და ყველა ძირს ეგდო. იქ ყველანი ომის ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები. ყველას ეშინოდა საომრად წასვლა. მე ქალაქის ბატონს ვთხოვე, რომ მე თქვენს ჯარში მინდა ვიყო და ვიომო. ბატონი დამეთანხმა, ფორმა და იარაღი მომცა და წავედი ომში. გზაში ვინერვიულე, რომ არ დაგვამარცხოს ჯარმა. ასეც მოხდა. მე ძირს ვიწექი და ცოტა ხანში მოვკვდი. უეცრად გამეღვიძა და ძალიან გამიხარდა, რომ არ მოვკვდი. მივხვდი, რომ დამესიზმრა ფრანგი მხატვრის ნიკოლა პუსენის სურათი „ტანკრედი და ერმინია“.
ლევან გოჩიტაშვილი, მე-4 ა კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, თითქოს ნახატში აღმოვჩნდი. დავინახე ნავით კაცები მიცურავდნენ. ნაპირზე კი გენერლები იდგნენ. იქით კი, დიდი გალავნით გარშემორტყმული მინდორი იყო და მის გვერდით თვალის მომჭრელი სასახლე იდგა. ზღვას კი ცუნამივით ტალღები გამოჰქონდა ნაპირისკენ. მე ისე ვფიქრობ, რომ ეს ბატონები ომის მოლოდინში იყვნენ. ვიგრძენი, რომ ჩემთვის ეს სიზმარი რეალობად იქცა!
გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა რუსი მხატვრის ევგენი ლანსერეს სურათი „პეტერბურგი“.
საბა მოსეშვილი,  მე-4 ა კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, ომში აღმოვჩნდი. ხელში მეჭირა შუბი და ცხენზე ვიყავი ამხედრებული. ხმალი ამოვიღე, ცხენიდან ჩამოვხტი და ადამიანს კისერი გამოვჭერი. შვილდით დამჭრეს, მაგრამ ომს ვაგრძელებდი. დავეცი და დავინახე ცა და ხეები. ავდექი და მტერს თავი მოვაჭერი. უკნიდან მტერი ცხენით გამოიქცა და მომკლა. ვიგრძენი, რომ შემცივდა და უცებ გამეღვიძა. მივხვდი, რომ დამესიზმრა ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის სურათი „იგორის ბრძოლა პოლოველებთან“.
თხზულების ავტორი არ არის მითითებული. მე-? ა კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ლამაზი ქალი ზის სავარძელში. ამ ქალს აცვია ცისფერი კაბა, ხელზე ბეჭედი და სამაჯური უკეთია. ოთახი ნათელია. გარეთ ძალიან ცხელა. ვიგრძენი, რომ ეს ქალი არის ძალიან მდიდარი.
გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ქართველი მხატვრის გოგი თოთიბაძის სურათი „რ. ენუქიძის პორტრეტი“.
ვერონიკა არქანია, მე-5 ა კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ მოწყენილი ვირი ეხმარებოდა ღარიბ ოჯახს სოფელში. ოჯახს ჰყავდა ერთი კურდღელი. იქ, სოფელში, უმეტესობას ფერმა აქვს, როგორც ამ ოჯახს. მათ უნდა გაყიდონ რძე და აღარ იქნებიან ღარიბები. ვიგრძენი, რომ საცოდავები არიან.
გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა გრანგი მხატვრის ლუი ლენენის „მერძევეს ოჯახი“.
თხზულების ავტორი არ არის მითითებული. მე-? ა კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ერთ ადამიანს ანგელოზები სჯიან. ჩემი აზრით, მან რაღაც მოიპარა. ერთი ანგელოზი ცხენით ბეჭებზე მათრახს არტყავს და მისი ცხენი თავის ჩლიქებს თავზე არტყავს. მეორე კი მას იჭერს, რომ არ გაიქცეს. მესამე ანგელოზი კი მას ჯოხს ბეჭებში ურტყავს. ჩემი აზრით, მან მეფის გვირგვინი მოიპარა და ამიტომაც სჯიან. გვერდით კი აჯანყებულები დგანან და ყვირიან: „კარგად დასაჯეთ ეგ ქურდიო. ბოლოს ვერ მოვითმინე, აჯანყებულებთან მივედი და ვკითხე, რატომ სცემენ ამ კაცს-თქო. გაბრაზებულმა ყველაფერი მითხრა. მისი ხმის ისე შემეშინდა, რომ მეგონა, ახლა არ მომკლას-მეთქი. მისი ძაღლები მის უკან იდგნენ და დამგლიჯეს. მართლა ტკივილი ვიგრძენი და გამეღვიძა. მივხვდი, რომ დამესიზმრა იტალიელი მხატვრის ბერნარდო კავალინოს სურათი „ილიოდორეს განდევნა ტაძრიდან“.
თხზულების ავტორი არ არის მითითებული. მე-5 ა კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ერთ-ერთ სოფელში მოვხვდი. იქ სამი პატარა სახლი იყო, ისეთი, სოფელს რომ შეეფერება. იქაურობას ათასგვარი ყვავილი ამშვენებდა. ნაზი სიო უბერავდა და ხეები მშვიდად შრიალებდნენ. ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა. ირგვლივ ლამაზი ხედი გადაშლილიყო. გაზაფხული იდგა, ყვავილები იფურჩქნებოდნენ და გაზაფხულს მეტ სიხალისეს მატებდნენ. იქვე ერთი ბიჭი სალამურზე უკრავდა. გეგონებოდათ, ყველა ცხოველი თუ მწერი მას უსმენდა. ბიჭი მთელი გულით უკრავდა. მისი სიმღერა მთელს ტყეში ლამაზად ჟღერდა. ერთ-ერთ აივანზე ხანში შესული ბერიკაცი სუფთა ჰაერს სუნთქავდა, ლამაზ მელოდიას უსმენდა და აფასებდა იმას, რომ პატარა ლამაზ ქალაქში ცხოვრობდა.
ვიგრძენი, რომ დიდ და ხმაურიან ქალაქში ცხოვრებას პატარა და მშვიდ ქალაქში ცხოვრება ჯობია. იქ მეტი სილამაზე და მეტი ფუფუნებაა, რაც ტყეში გამოისახება.
გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა რუსი მხატვრის კუსტოდიევის დეკორაციის ესკიზი ოპერისათვის „ფიფქია“.
ანა ჯიშკარიანი, მე-5 ა კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ზამთარი იყო. ძალიან ციოდა. უკვე გრიგალი ამოვარდებოდა და მეხი ჩამოვარდებოდა. ხეებს სქლად თოვლი დასდებოდა. ირგვლივ ნისლი ჩამოწოლილიყო. ხეები სიცივისგან განკალებდნენ და უაზროდ აქეთ-იქით იხრებოდნენ. ქარი  თოვლს თვალებში მაყრიდა. ასეთი სილამაზე ჩემს ცხოვრებაში არ მენახა. გაოცებული ვიყავი და აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს. არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ვიფიქრე, აქ დავწვები-თქო და უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაც მომენატრა. თვალებში ცრემლები მომადგა. აღარ ვიცოდი, რა მექნა. თვალწინ წარმომიდგა ჩემი დედა, მამა და ამ დროს დავიწყე ტირილი. ვეღარ ვჩერდებოდი. უცებ გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის სურათი „მარტოხელა ხეები, ზამთარი“.
მარიამ პაპიძე, მე-5 ა კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ზაფხული იყო. ირგვლივ ძალიან ბევრი ხე და ნაძვი იყო, წინ მდინარე და ბევრი მთა. ყველაფერი მწვანე და ძალიან, ძალიან ლამაზი იყო. ხეები შრიალებდა. ქალი გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით, ასეთი სილამაზე ჯერ არ ენახა. მას უნდოდა ეხტუნა, ეთამაშა დაჭერობანა პატარა ბავშვივით. ჩიტების ლამაზი ჭიკჭიკი ისმოდა. ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი, თვალებს არ ვუჯერებდი.
ვიგრძენი, რომ მომენატრა ყველა: ჩემი და, ძმა, დედა და ყველა, ვინც მიყვარს, ვისაც ვუყვარვარ. თვალები ამიცრემლიანდა და ტირილი მომინდა.
უცებ გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ქართველი მხატვრის ალექსანდრე ციმაკურიძის სურათი „ქვიშხეთი“.
ნუკა ყურაშვილი, მე-5 ა კლ.





მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ სადღაც უცნობ ქვეყანაში აღმოვჩნდი, სადაც იტალიური ნეგებობები შევამჩნიე. ირგვლივ ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული და ყურადღებას არავინ მაქცევდა. წინ ერთი ადამიანი მიდიოდა, პატარა გვირაბში უნდა გასულიყო, რომელსაც ჭერის ერთი ნაწილი ჩამონგრეული ჰქონდა და ფიცრებით გადაეხურათ. შორს ძველი კათოლიკური ეკლესია შევამჩნიე, რომელსაც მხოლოდ გუმბათი მოუჩანდა. ოდნავ მოიღრუბლა, მაგრამ წვიმას არ აპირებდა. ასევე, კიბე შევამჩნიე, რომლითაც კორპუსში შედიოდი, ანდა შეიძლება, ტერასაზეც გადიოდი. გასეირნება მომინდა ამ ქალაქში, რომელსაც ბევრი ისტორიული განძი შემოენახა.
ვიგრძენი, რომ მინდოდა ამ ქალაქში კიდევ დავრჩენილიყავი და ყველა იტალიელის ნამუშევარი მენახა. ამ დროს გამახსენდა ერთ-ერთი იტალიელი მხატვარი, რომელსაც ასეთივე სიუჟეტი ჰქონდა დახატული.
უცებ ყველაფერი გაქრა და თვალწინ ჩემი ოთახი წარმომიდგა. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი იტალიელი მხატვრის, ფრანჩესკო გვარდის სურათი სახელწოდებით „ვენეციის ხედი“
ნიკა ოქრუაშვილი, მე-5 ა კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ვიყავი დაბინდულ ტყეში. ნაწვიმარი იყო. ციდან ჩამოვფრინდი და ნავში ჩავჯექი. ღრუბელი გაიფანტა, მთვარემ თავისი ძლიერი შუქით შემოანათა. დავინახე, რომ მეთევზესთან ვიყავი. ქარმა დაუბერა და გემი დაიძრა. ულამაზესი ხედი გაიშალა. ღრუბლები ერთმანეთს შეეჯახა და წვიმა წამოვიდა. შემეშინდა. ტირილი რომ დავიწყე, წვიმა შეწყდა და დავიძინე. როცა გავიღვიძე, ისევ იმ ადგილას ვიყავი. შევშინდი, არ ვიცოდი, მეთევზე სად იყო. არემარე სიცარიელემ მოიცვა. ძილი გავაგრძელე და როცა გავიღვიძე, სახლში ვიყავი. ეს ყველაფერი სიზმარი იყო. ჰოლანდიელი მხატვარი ვან დერ ნერი ჩემ სახლში ანუ ჩემ  გულში იყო ჩარჩენილი.
მივხვდი, რომ დამესიზმრა მისი სურათი მთვარიანი ღამე მდინარეზე. მებადურები“.
ნინი კვიტაიშვილი, მე-5 ა კლ.





მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ მოვხვდი ცეკვის კლასში, სადაც ასწავლიან ბალეტს. ჯგუფში ყოფილა 4 მოცეკვავე, 4-ივე გოგონა. მარტო მასწავლებელი იყო კაცი. ერთ მოცემულ მოცეკვავეს ტრუსიკი უჩანდა და სხვა ოთახში გავიქეცი, მაგრამ ისევ ის კლასი იყო. ისევ გავედი, მაგრამ ვერ გავედი ანუ იგივე კლასში ვიყავი. ვერაფერი ვუყავი ამ ტრუსიკიანს და ვთხოვე, დამდგარიყო, მაგრამ არაფერი გაუკეთებია, რადგან ამაში ფულს უხდიდნენ.
ვიგრძენი, რომ ეს სურათი ნელ-ნელა შავდებოდა და გავახილე თვალები. აღმოვჩნდი სახლში და გამახსენდა ჩემი საყვარელი ნახატი, ფრანგი მხატვრის ტულუზ-ლოტრეკის „ბალერინები“.
ნიკოლ-კატრინ ფუში, მე-5 ა კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ვიყავი სოფელში, სადაც ყველა ოჯახის წევრი მუშაობდა იმისთვის, რომ ერთი პური მაინც მოეპოვა. ბავშვებ ეხმარებოდნენ დედას და მამას, რომ რძე გაყიდონ. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ფრანგი მხატვრის ლუი ლე ნენის სურათი „მერძევეს ოჯახი“.
გიორგი ჯანჯღავა, მე-5 ა კლ.





მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე მუზეუმში ნანახი ნახატი, რომელშიც მე თვითონ ვიყავი. ძალიან გახარებული ვიყავი. იქ ორი ქალი იყო. ერთი იჯდა, მეორე კი მოსამსახურეს ჰგავდა, რომელსაც მოგრძო ჭურჭელი ეკავა. ჭურჭელი იყო ოქროსფერი და ქალი რაღაცას ყრიდა კალათაში. ქალს კალთაში პატარა ბალიში ჰქონდა და მოხვეული ჰქონდა თავსაფარი. შავი ზედა ჰქონდა და წითელი ქვედაბოლო. სახლი აგურით იყო. აივანზე იყვნენ. სასახლე მოჩანდა. იქვე ვაზა იყო და ხეები. მინდოდა, რომ გარეთ გავსულიყავი და გავედი და ვნახე - ბუნება ლამაზი იყო და ვიგრძენი, რომ თან სიხარულიც მქონდა და თან მოწყენილობაც.
გამეღვიძა და გამახსენდა, რომ დამესიზმრა ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის პიტერ დე ჰოოჰის სურათი „ქალბატონი და მსახური“.
ელენე ღვალაძე, მე-5 ა კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დიდი სუფრა დამხვდა ვიღაც ადამიანებთან. შევედი თუ არა, ძაღლმა მითხრა: მოდი, დაჯექი სადაც გინდა. შემდეგ ყველამ ერთად წამოიძახა: საბას გაუმარჯოს, ჩვენ გმირს. ცოტა ქეიფის შმდეგ ერთმა გოგონამ სიმღერა დაიწყო, როცა სიმღერას მორჩა, იგივე სიმღერა იმღერა თუთიყუშმა და ძაღლმა მის სიმღერაზე ცეკვა დაიწყო. მე ეს ყველაფერი საერთოდ არ გამიკვირდა. ჩემი წასვლის დრო იყო, მაგრამ ერთმა ქალმა მითხრა „ხვალაც მოდი. თუ არ მოხვალ, ჩვენ დავიკარგებით და შენ ჩვენ ვეღარასდროს გვნახავ“.
ძალიან გამამხიარულეს, ბევრი ვიცინე და ვიხალისე. ვიგრძენი, რომ ისინი ძალიან კეთილი ხალხი იყო. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის იაკობ იორდანსის სურათი „მუხუდოს მეფე“.
საბა ოკუჯავა, მე-5 ა კლ.





მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ სიბნელეში ვიყავი და ბნელ სცენაზე ორი კაცი ცეკვავდა. უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მერე მივხვდი, რომ ცირკში ვიყავი. ის ორი კაცი კი ჯამბაზები იყვნენ და როგორც ჩანდა, მოწყენილები იყვნენ. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ჩათვლით სულ ოთხი მაყურებელი ჰყავდათ. ჯამბაზებს ქუდები ეხურათ და უცნაური, მაგრამ ჭუჭყიანი ფორმები ეცვათ. უკან ფარდა ეკიდა, ისიც ჭუჭყიანი. მე მივხვდი, რომ ეს ჯამბაზები ძალიან, ძალიან ღარიბები იყვნენ.
გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ფრანგი მხატვრის პოლ სეზანის სურათი „პიერო და არლეკინი“
ლიზა გიორგაძე, მე-5 ა კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ჩემგან შორს იდგა სამი კაცი. მათ ხელში მომაკვდავი ჯამბაზი ეჭირათ და ცდილობდნენ, ჯამბაზი მოესულიერებინათ. მათგან მოშორებით კი, ჩემთან უფრო ახლოს ორი კაცი იყო. მათგან ერთს დაგლეჯილი ტანსაცმელი ჰქონდა. მას ხელი ჩაეკიდა მეგობრისთვის და სიარულში ეხმარებოდა. შუა ველზე ხმალი ეგდო. მომაკვდავ ჯამბაზთან მივირბინე, ვცდილობდი მომესულიერებინა, მაგრამ ვერ შევძელი და ის მოკვდა. ვიგრძენი, რომ გავბრაზდი. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოკლა ადამიანი, ისიც უმიზეზოდ, თანაც სრულიად უდანაშაულო ჯამბაზი, რომელიც ახლახანს დაბრუნებულიყო წარმოდგენიდან.
უცებ ძლიერმა ქარმა დაუბერა. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ფრანგი მხატვრის ჟან ჟერომის სურათი „დუელი მასკარადის შემდეგ.“
ანა ხოჯაშვილი, მე-5 ა კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე ქალაქი, რომელიც იყო ხალხით გაჭედილი. იყო დიდი გემები, ნავები, შენობები და ბევრი რამ. ეს ქალაქი სიხარულით სავსე იყო. ყველა იცინოდა და მუშაობდა. მივედი და ვკითხე, თუ რატომ იცინოდნენ და მითხრეს, რომ ეს სიცილის და მხიარულების ქალაქი იყო. გამიხარდა, რომ არავინ ჩხუბობდა, როგორც ჩემ ქალაქში და არავინ იყო მოწყენილი და ბრაზიანი, როგორც ჩემ ქალაქში. ერთ სამ ნაბიჯში აღმოვჩნდი ნახატში და იქ ყველაფერი ფანქრებისგან, გოაშებისგან და სხვა მასალისგან იყო გაკეთებული. შემდეგ გამეღვიძა. მე ვიყავი საოცარ ქვეყანაში, სადაც კარგად ვიცხოვრებდი და მაგარ ნახატებს დავხატავდი. ვიგრძენი, რომ ნახატიდან გამოსვლა არ მინდოდა. მივხვდი, რომ დამესიზმრა ფრანგი მხატვრის ანდრე დერენის სურათი „აფრების შრობა კოლიურში“.
მარი ჩაღათაი, მე-5 ა კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ვიყავი ერთ მიტოვებულ სოფელში. ჯერ ვიჯექი და ვუყურებდი ბაყაყების ხტუნვას, შემდეგ მდინარეს მივაშტერდი, სადაც ირეკლებოდა ტყე. მდინარეზე გადებული იყო სამი მორი, რომელიც ხიდის მაგივრობას სწევდა. ხიდზე გადავედი და ტყეში შევედი. ტყეში დავინახე ქოხი, რომელიც თითქმის აღარ არსებობდა. იგი ნანგრევებს უფრო ჰგავდა. ვიფიქრე, ღამის გასათევად კარგი იქნება-თქო და დამეძინა. როცა გავიღვიძე, სახლში ვიყავი. მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი რუსი მხატვრის ლევიტანის სურათი „მორევთან“.

ჯუბა შარაშიძე, მე-5 ბ კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ვარ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში. ძალიან ლამაზი იყო დიდი შენობები, მოჩუქურთმებული სახლები და ეკლესიები ლამაზი გუმბათებით. ასევე, პორტში გემები. ცისფერ, მოწმენდილ ცაზე კაშკაშა მზე ანათებდა. გემების გუგუნი ისმოდა და ასევე, სამრეკლოს ხმა, ხალხის ლაპარაკი და როგორ ემშვიდობებოდა ხალხის დიდი ჯგუფი მიმავალ გემს.
ვიგრძენი, რომ სიზმარში ვიყავი. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის ალბერ მარკეს სურათი „ჰამბურგის პორტი“.

ლიზა ონოფრიშვილი, მე-5 ბ კლ.




Still Life with Fruit. Willem van Aelst
მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ჩემს წინ იდო ხილი: ყურძენი, ვაშლატამა, ვაშლი, თხილი. იყო ქანდაკება ოქროსგან. მის ქვეშ იყო ხილი, ხოლო ხილის გვერდით ფოთოლი, რომელზეც ლოკოკინა იჯდა. ვერ გავიგე, სად ვიყავი. თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ ნახატში მოვხვდი, რომ ნახატში ვიყავი. დავინახე კაცი, რომელიც ხატავდა ამ ხილს. ვკითხე, რა ჰქვია, მაგრამ მან მიპასუხა:
- ხელს ნუ მიშლით!
- უკაცრავად.
- ვილემ ვან ალესტი.
- ჰმ, თქვენ საკმაოდ კარგი მხატვარი ხართ, ბატონო ვილემ.
ვიგრძენი, რომ სხვა სამყაროში ვარ, რადგან სულ სხვა ფერები, ტონები იყო. ყველაფერი სხვა, უცნაური, მაგრამ ამ დროსვე, საოცრად ლამაზი. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის ვილემ ვან ალესტის სურათი „ნატურმორტი ხილით“.

მიკა ნანიკაშვილი, მე-5 ბ კლ.





მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ზღვა ისეთ ფერებში იყო, რომ ზღვას არ ჰგავდა, ბალახზე ძაღლი იწვა. ძაღლთან ახლოს იყო ხე, რომელსაც ვარდისფერი ფოთლები ჰქონდა. ახლოს ხესთან იყო ქალი, რომელიც სალამურზე უკრავდა. მის გვერდით თეთრებში ჩაცმული მოწყენილი ქალი მე მიყურებდა. შუადღე იყო. ცაზე არც ერთი ღრუბელი არ იყო. მე ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირს ვხედავდი.
ვიგრძენი, რომ თეთრში ჩაცმულ ქალს რაღაცა უნდოდა ჩემგან, მაგრამ თქმა ერიდებოდა. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის პოლ გოგენის სურათი „ტაიტური პასტორალი“.

ნიკა კარსანიძე, მე-5 ბ კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ სადღაც სოფელში, ვიღაცის სახლში ვარ. გამოვედი გარეთ. გამიკვირდა, რადგან ყველაფერი შავ-თეთრი იყო. ბევრი ვიარე და დავინახე ერთი ბიჭი, რომელიც მის შეყვარებულს სიყვარულს უხსნიდა. მე გულში რაღაც გრძნობა დამეუფლა, მაგრამ არ ვიცი, რა. მე ჩუმად ხის უკან ვიდექი და მათ ვუცქერდი. უცბად, გავიქეცი, ტალახზე ფეხი ამისრიალდა და დავეცი. როცა თვალები გავახილე, მუზეუმში ვიყავი და ხელში ცნობილი მხატვრის, ბასტიენ-ლეპაჟის სურათი „ სოფლის სიყვარული“ მეჭირა.

ელენე ხომერიკი, მე-5 ბ კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ერთი ქალი კაფეში იჯდა. ძალიან ჩაფიქრებული იყო. გვერდით ედგა ერთი ბოთლი ღვინო. ეტყობა, ძალიან ნერვიულობდა. კაფეში რომ შევედი, არ შემიმჩნია. ქალს სახე გადაფითრებული ჰქონდა. უცებ გაინძრა, ღვინო დაასხა, გადაკრა და ისევ ისეთივე პოზა მიიღო. თითქოს სიბრალული დამეუფლა. ოთახში ბნელოდა. ნაკლები შუქი იყო. ქალმა კიდევ ერთი ბოთლი ღვინო მოითხოვა. მივხვდი, რომ ძალიან ცუდი ამბავი გაიგო. ვიგრძენი, რომ ქალი ძალიან ცუდად იყო. შემეცოდა. ცოტა ფული მივეცი. მან სიმწრით შემომხედა და ფული შემომაყარა.
გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს სურათი „აბსენტის მოყვარული ქალი“.

ირაკლი ჩოლობარგია, მე-5 ბ კლ.






მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ რომელიღაც სხვა ქალაქში მოვხვდი. იქვე ახლომახლოს მაღალი სახლებია. ხიდთან ბორანია. კაცები ცხენებს აჭენებენ. პარიზში წვიმს. ყველას ქოლგა უჭირავს. ამ სიზმარში მთელი ცხოვრება დავრჩებოდი, მაგრამ არ გამოვა. ხვალ სკოლაში ვარ წასასვლელი. ამ სიზმარში მძიმე ფერებიადა ცოტათი სევდიანი. მე მგონია, რომ პარიზის ერთ-ერთ სახლში ვარ და ფანჯრიდან ვიხედები და თან ვუყურებ პარიზის ლამაზ მიდამოებს.
ვიგრძენი, რომ პარიზი ლამაზი ქალაქია, წვიმის წვეთები მეცემა და სულ სველი ვარ. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის ალბერ მარკეს სურათი „წვიმიანი დღე პარიზში“.
ნუცა კერესელიძე, მე-5 ბ კლ.





მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ერთ სახლში ორი ქალი იჯდა. ერთი ქსოვდა, მეორე კი პიანინოზე უკრავდა. აქ ჩანს, რომ ისინი დაღლილები არიან და სევდიანები. ჩანს, რომ გოგონამ კარგად იცის დაკვრა. მეორემ კი ქსოვა. იქ უცბად აღმოვჩნდი და არ ვიცოდი, რა მექნა. მივედი ამ ორ ადამიანთან და ვკითხე:
- თქვენ ვინ ხართ?
ღამე იყო. მათგან ჯერ პასუხი არ მიმიღია. მაგრამ მერე გოგონამ დაკვრა შეაჩერა და თქვა:
- ჩვენი მეუღლეები ომში არიან წასულები და ამაზე ვნერვიულობთ.
ვიგრძენი, რომ რაღაც სევდიანი შეემთხვათ და სევდიან მუსიკასაც უკრავდა.. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის პოლ სეზანის სურათი „გოგონა პიანინოსთან“.

ნუცა მაზიაშვილი, მე-5 ბ კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ სხვა ხალხთან ერთად ტყეში ვსაუზმობდი. იქ დიდი ქალები და კაცები იყვნენ, მხოლოდ მე ვიყავი პატარა. ქალებს ღია ფერის ტანსაცმელი ეცვათ, კაცებს კი მუქი ფერის. ჩვენ ხის ქვეშ გვქონდა სუფრა გაშლილი. ის ტყე, სადაც ჩვენ ვსაუზმობდით, ძალიან ლამაზი იყო და და ჩვენ ვუყურებდით, როგორ ცვიოდა ხეს ფოთლები. ამ შემოდგომის დილას ძალიან თბილოდა და ეს ჩვენთვის კარგი იყო. იქ ძალიან ვხალისობდით. მე დიდ ყურადღებას მაქცევდნენ, რადგან ყველაზე პატარა ვიყავი. ტყეში ძალიან კარგი იყო. ეს ძველი დრო იყო, რადგან ქალებს გრძელი, გაშლილი კაბები ეცვათ. ჩვენ ვუყურებდით, როგორ ცვიოდა ხეებს ფოთლები და ეს ტყეს უფრო ლამაზს ხდიდა.
გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის კლოდ მონეს სურათი „საუზმე ღია ცის ქვეშ“.

მაკინე თარგამაძე, მე-5 ბ კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ტყეში ვიყავი. აქეთ-იქით მიმოვიხედე. ჩემ წინ ულამაზესი პეიზაჟი გადაიშალა: ორი ულამაზესი კლდე, გარშემო დაბურული ტყე ჰქონდათ შემორტყმული. აი, როგორც ადამიანს ქამარი უკეთია. ჩემ წინ უზარმაზარი ბორცვი იყო გადაშლილი, მაგრამ იგი თითქოს ორად იყო გაპობილი. იქითა მხარეს, კლდეების ქვეშ იყო ორი ქოხი, ქოხის წინ ბავშვები თამაშობდნენ. მათ წინ კი, კაცი მიერეკებოდა ძროხას, ალბათ ბავშვების მამა იყო. აქეთა მხარეს კი, თქვენ წარმოიდგინეთ, ღმერთები და ქალღმერთები იყვნენ.
მე ბუჩქების უკან დავიმალე, რომ მათ არ დავენახე. მზე ჩავიდა, ჩამობნელდა, მგლების ყმუილი შემომესმა. მეშინოდა და მშიოდა. ჩუმად გავიარე ბუჩქები და იქითა მხარეს გავედი. ბავშვები სახლში შესულიყვნენ, მამა კი ტყიდან მოდიოდა. ვიფიქრე, რაც იქნება, იქნება, წავალ და იმ კაცს ვთხოვ დახმარებას-თქო. მივედი მასთან. ის შეკრთა, გაუკვირდა სხვა ბავშვის დანახვა (ეტყობა, მარტო ისინი ცხოვრობდნენ იქ). მე მას ვთხოვე:
- უკაცრავად, ტყეში დავიკარგე. ძალიან მშია და მეშინია და იქნებ შემიფაროთ?
კაცმა წამიყვანა თავისთან. მან ქოხის კარი გააღო და მე დავინახე ცეცხლით გაჩახჩახებული ოთახი. ერთ კუთხეში მაგიდა იდგა თავისი სკამებით, მეორე კუთხეში ბუხართან კი ოთხი საწოლი. იქვე იდგა ორი კასრი. ერთი საჭმელით სავსე, მეორე კი წყლით. იქვე იდგა რძით სავსე ოთხი ბოთლი. მასპინძლები ძალიან თბილად შეგვხვდნენ. ეს იყო კარგი ოჯახი, შემდგარი: დედისგან, მამისგან, ბებია-ბაბუისგან და ორი შვილისგან. ორივე გოგო იყო. მათ შემიპატიჟეს სახლში, მაჭამეს, ჩამაცვეს და დასაძინებელი ადგილი გამომიყვეს. უცებ ვიგრძენი, რომ ჯიბეში ორი კამათელი მედო. მე ამოვიღე ისინი და ჩვენ მთელი ღამე ვთამაშობდით ჩემ გამოგონილ თამაშს. დილისკენ ძილი მომერია და მეც თვალი მოვატყუე.
ვიგრძენი, რომ სიზმარში ვიყავი. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის ნიკოლა პუსენის სურათი „პეიზაჟი პოლითემეთი“. გადავწყვიტე, დღესვე მენახა ის ადგილი. მე ხომ საფრანგეთში ვცხოვრობდი.

კატო სუპატაშვილი, მე-5 ბ კლ.





მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ვიჯექი ნავში. ჩემ წინ იყო ულამაზესი ქალაქი, პატარ-პატარა სახლები. ნავში ვიღაც ქალი იჯდა. მან მიმიყვანა ნაპირთან. მე მადლობა გადავუხადე და გადმოვედი.
დავინახე კაფე და შევედი. ძალიან მშიოდა, მაგრამ ფული არ მქონდა. მე ვუთხარი, - შემიძლია თქვენთან ვიმუშაო-თქო, მაგრამ იმათ დამცინეს, რადგან მე პატარა ვიყავი. უცებ დავინახე რაღაც შენობა, სადაც ბავშვები იყვნენ. მე შევედი, თავიდან ვერ მივხვდი, სად ვიყავი, მაგრამ იქ ქალი რუსულად ლაპარაკობდა. მე ბავშვთა სახლში შევსულვარ. მაჭამეს, მერე საღამოს ბავშვებთან ვითამაშე.
ღამე დადგა, გარეთ წვიმდა, მე კი თავშესაფარი არ მქონდა. ერთი საათი ვეძებდი, სად დამეძინა. უცებ დავინახე ერთ გორაკზე სახლი, საიდანაც შუქი გადმოდიოდა. ავედი ამ გორაკზე და კარზე დავაკაკუნე. გამიღო ერთმა გოგომ. ის მარტო იყო. მე მციოდა და ძალიან მშიოდა. გოგონა მიხვდა, დავანთეთ ბუხარი, გავთბით, მერე ვჭამეთ და დავიძინეთ. მეორე დილით გოგონამ მასაუზმა. მე დავემშვიდობე და წამოვედი.
ისევ იმ ნავში ჩავჯექი, მაგრამ უეცრად მივხვდი, რომ სიზმარში ვიყავი. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის ალბერ მარკეს სურათი „ნავსადგური მენტონში“.

მარი ხაზარაძე, მე-5 ბ კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე ერთი ქართველი ქალი, რომელიც ემზადებოდა დღესასწაულისთვის. მე ვიცოდი, რომ ეს ქალი ბევრს მუშაობდა. მალე მოსაღამოვდა. უცებ ქალი გაქრა.  ვეძებე, ვეძებე. ის მინდორში იჯდა და ყვავილებს კრეფდა. მან ტუჩებით არა, მარტო თვალებით გამიღიმა. ხელი ჩამკიდა, როგორს საკუთარ ბავშვს. მას ეცვა შავი კაბა, წითელი ფაჩუჩები, ჰქონდა წითელი თმა, ხელები ვაჟკაცური, გული - ნაზი.
დღესასწაული დაიწყო. კაცები მღეროდნენ. ამ ქალს სულიკო ერქვა. და ის ჩამეხუტა. ვიგრძენი, რომ თვალებით იცინოდა.
მერე გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის სურათი „ქალი დაირით“.

თხზულების ავტორი მითითებული არ არის., მე-5 ბ კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ქალი შავებში შემოსილიყო. მას ძალიან უბედური და მოწყენილი სახე ჰქონდა. ქალი რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო. იგი ხის ძირში, ჩრდილში იჯდა. მის იქით მოჩანდა სოფელი, რომელიც დაბალ მთაზე იყო აშენებული. დღე იყო. ცა მოღრუბლული იყო. უცბად შევამჩნიე, რომ ქალს მუხლებში ქოლგა ედო. უეცრად ციდან წვიმა წამოვიდა. ქალმა ზეცას ახედა, წყნარად ადგა. ქოლგა გაშალა და სოფლისაკენ წავიდა. ქალი ჩაუყვა ბალახიან მდელოს, ჩაუარა პატარა ტყეს და სოფელში ჩავიდა. მალევე იგი აღარ ჩანდა. ვიგრძენი წვიმის წვეთები, ვგრძნობდი ჩემს ფეხებს ქვეშ რბილ ბალახს. ძალიან მაინტერესებდა, რა სჭირდა იმ ქალს, მაგრამ წვიმის ქვეშ ვერ ვივლიდი.
წვიმამ მალევე გადაიღო, მე სოფელში ჩავედი, სახლები სულ პატარები იყო. ის ქალი აღარსად ჩანდა. ამიტომაც, უკან, პატარა ტყეში დავბრუნდი. დავჯექი იმ ადგილას, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ის ბებერი ქალი იჯდა. უეცრად დავინახე, რომ ქალი უკან ბრუნდებოდა, მე სწრაფად ავდექი და ხის უკან დავიმალე. ქალი ისევ იმ ადგილას დაჯდა. სახე ისევ ისეთივე ჰქონდა. უეცრად ქალი ადგა და ტყეში შევიდა. როდესაც იგი გაუჩინარდა, მე შევამჩნიე, რომ მას ქოლგა დარჩა. ქოლგა ავიღე და იმ ადგილას წავედი, სადაც ქალი წავიდა, მაგრამ როგორც კი ფეხი ტყეში შევდგი, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და გამეღვიძა. მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ქართველი მხატვრის უჩა ჯაფარიძის სურათი „მშობლიური მხარე“.

რუსკა მუმლაძე, მე-5 ბ კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ მოვხვდი საოცრად ლამაზ სოფელში, სადაც ყველაფერი მხიარული არის. როცა მივიხედ-მოვიხედე, დავინახე მთა, რომელიც ყვავილებით იყო გადაჭედილი. მე ძალიან დავიღალე და გადავწყვიტე რომელიმე სახლში შევსულიყავი. როცა სახლში შევედი, დავინახე სოფლის ბავშვები, რომლებიც ფაფას ჭამდნენ და მეც მიმიპატიჟეს, მერე ჩვენ ეზოში გავედით და ვითამაშეთ.
ვიგრძენი, რომ აცივდა. ყველანი სახლში შევედით და ცეცხლი ავანთეთ. ოთახი გათბა და ჩვენ თამაში განვაგრძეთ. ცოტა ხნის შემდეგ  გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის ანრი მატისის სურათი „კოლიურის ხედი“.

თაკო მიქაძე, მე-5 ბ კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ვიყავი ერთი სოფლის განაპირას. ეს სოფელი ძალიან ლამაზია. ულამაზესი ბუნებაა აქ. ხალხს საქონელი საძოვარზე ჰყავდა გამოყვანილი. თვითონ კი იქვე ისხდნენ და ბაასობდნენ. მეც მათ შევუერთდი. იქ გავიცანი ერთი კაცი. სახელად კლოდი. ბევრი ვისაუბრეთ და გავერთეთ. შემდეგ მან თავისთან წამიყვანა. ცოტა ხანს წამოვწექით და შემდეგ დავემშვიდობეთ.
ვიგრძენი, რომ სიზმარში ვიყავი. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის კლოდ ლორენის სურათი „ევროპას მოტაცება.“.

ლადუკა ჩიხრაძე, მე-5 ბ კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ მე ვიყავი ბუნებაში. დავინახე ხეები, ბუჩქები, კიდევ დავინახე მატარებელი და გოგონა, რომელიც ვაშლს ჭამდა. კიდევ ღრუბელი და გორები. მე ამ ადგილს რომ ვაკვირდებოდი, მივხვდი, რომ მგონი, სოფელში ვიყავი. შუადღე იყო. ცა ღუბლები მოფენილია. იქით შორს შენობები და სახლები ჩანს. სავაჭრო მატარებელი კვამლს უშვებდა. ის გოგო, რომელიც ვაშლს ჭამდა, უყურებდა ბუნებას. ის სადღაც ცხრა წლიდან თერთმეტ წლამდე იქნებოდა.
ვიგრძენი, რომ ვიყავი ერთ ჩვეულებრივ სოფელში, სადაც ცხოვრება ჩვეულებრივად მიდიოდა. სხვა ჩემს გრძნობებს ენით ვეღარ გადმოგცემთ, ეს იმდენად უცნაური გრძნობა იყო. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის პიერ ბონარის სურათი „პეიზაჟი სავაჭრო მატარებლით“.

მიშო ბებოშვილი, მე-5 ბ კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ იყო პატარა მაგიდა სავსე ჭურჭლით და საჭმელით. სიჩუმე იყო და არავინ იყო სახლში. საჭმელი გავსინჯე და გემო არ ჰქონდა. ძირს დავინახე დიდი ვირთხა. შემეშინდა და გავიქეცი. ვირთხა გადიდდა და მალე ჩემხელა გაიზარდა. მერე გაქრა.
მივხვდი, რომ ეს იყო სიზმარი, მაგრამ ვერ მივხვდი, სად ვიყავი და რატომ მესიზმრებოდა ანტონიო დე პერერას ნატურმორტი.

ლუკა მალენი, მე-5 ბ კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ვიყავი პატარა და კოხტა სოფელში. საღამო იყო. დავინახე ნაკადული და მას გავუყევი. მივუახლოვდი დიდ ფოთლებიან ბუჩქს, ფოთლები გადავწიე, გავიხედე და დავინახე გლეხის ქალი და მისი ვაჟი. ქალს ხელში ყურძნით დახუნძლული კალათი ეჭირა. ბავშვი გვერდზე ედგა და ეხვეწებოდა, ყურძნის ერთი ტოტი მომეციო. დედას ძალიან უნდოდა, ბავშვისთვის საჭმელი მიეცა, მაგრამ მას ჰყავდა ძალიან ცუდი ქმარი. ის ძალიან ბოროტი და ხარბი იყო და მთელს მოსავალს, რასაც გლეხი ქალი მოიტანდა, ის მიირთმევდა და ცოლ-შვილს აშიმშილებდა. ცოლს შვილი ძალიან ეცოდებოდა. ბიჭი ტიროდა. ვიგრძენი, რომ ძალიან შიოდა. იქვე დავინახე ბუჩქზე ყურძენი. მოვწყვიტე და ბავშვს მივუტანე. მათ დიდი მადლობა გადამიხადეს და გაუდგნენ გზას.
ვიგრძენი, რომ სიზმარში ვიყავი. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის სურათი „გლეხის ქალი და მისი შვილი“.

ანა ნანეიშვილი, მე-4 ბ კლ.





http://www.daylilyart.com/DESIGN/J_balance/balance4/gauguin_pastoral.png
მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ორი გოგო ხის ქვეშ იჯდა. დიდხანს ვათვალიერებდი. ბევრი ლამაზი მცენარე ვნახე. ბოლოს, ხის ქვეშ მჯჯდარი გოგონების გაცნობა მომინდა და ვკითხე - "თქვენ რა გქვიათ?" უფროსმა გოგონამ მითხრა: "მე ემი მქვა. ეს კი ჩემი და მარია. ჩვენ აქ ვცხოვრობთ. შენ რა გქვია?" მე ვუპასუხე: - "ლიზი. მე საქართველოში ვცხოვრობ. საქართველო ძველი ქვეყანაა. ბევრი ტრადიცია გვაქვს". მარიმ მითხრა - "მოდი, კუნძულს დაგათვალიერებინებთ". უეცრად ძაღლის ყეფის ხმა გავიგე. ვიგრძენი, რომ წამოსვლა აღარ მინდოდა, მაგრამ ცოტა მომენატრა დედა და მამა. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის პოლ გოგენის სურათი "ტაიტური პასტორალი".

ლიზა ინგოროყვა, მე-4 ბ კლ.








 
მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ერთი ქალი ქსოვდა თეთრი ფერის პერანგს. ის ძალიან ლამაზად ქსოვდა. მეც ძალიან მინდოდა ქსოვა მესწავლა. ამ ქალმა უცებ მითხრა: - გოგონა, მოდი, დაჯექი. მე წავედი და დავჯექი. ამ ქალს კარგად გამოველაპარაკე. ჩემ თავს რომ შევხედე, პერანგი გახეული მეცვა. ძალიან მციოდა. მან ცხელი ჩაი დამალევინა და თბილი პერანგი ჩამაცვა. აივანზე გავედი და ვიფიქრე, ძალიან კარგი ადამიანი იყო ეს ქალი. ხელში ცხელი ჩაი მეჭირა. მისი პერანგი გაფენილი იყო.
ვიგრძენი, რომ ამ პერანგს რაღაც დაუშავდებოდა. უცბად ჩაი ხელიდან გამივარდა და იმ პერანგს დაეცა. ძალიან ვნერვიულობდი. ამ დროს ის ქალი შემოვიდა და... გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ქართველი მხატვრის დიმიტრი შევარდნაძის სურათი „ქალი საკერავით ფანჯარასთან“.

ნია მაზიაშვილი, მე-4 ბ კლ.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ მოვხვდი ისეთ ოთახში, რომელსაც ეტყობოდა, რომ ვიღაც კერვაზე შეყვარებული ცხოვრობდა შიგ. ჩემ გვერდზე დავინახე არც თუ ისე ახალგაზრდა ქალი, რომელიც თეთრი აბრეშუმით კაბას კერავდა. ისე გართული იყო კერვით, რომ ოთახში ჩემი შესვლა ვერც შეამჩნია. მას წინ ლამაზი წითელი, თეთრი და ვარდისფერი ვარდები ჰქონდა ჩაწყობილი ლარნაკში. გადავწყვიტე მისთვის მეკითხა, სად ვიყავი.
-         ქალბატონო, ხომ არ იცით, სად ვარ?
მან არ მიპასუხა. კიდევ გავუმეორე, მაგრამ არ გამცა პასუხი.
ვიგრძენი, რომ კეთილი იყო. მივხვდი, რომ არ დავიკარგე ან რამე ესეთი. ძალიან დაინტერესებული ვიყავი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაშავდა, უცბად გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ქართველი მხატვრის დიმიტრი შევარდნაძის სურათი „ქალი საკერავით ფანჯარასთან“.

თამრი სანაძე, მე-4 ბ კლ.















http://www.eastpainting.com/uploadfile/20091227192816520.jpg
მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე ქალი, რომელიც ძალიან მოხუცი იყო. ალაგებდა ულამაზეს ჰოლანდიურ სახლს, სადაც იყო ულამაზესი წითელი სკამები, ლამაზი ფანჯრები, სადაც ულამაზესი ხეები იყო. მათ ყვითელი და წითელი ფოთლები ჰქონდა. ბებიამ გამომხედა და მითხრა:
- აქ როგორ მოხვდი?
- არ ვიცი. უკაცრავად, აქ ცხოვრობს პიტერ იანსენი?
- დიახ, აქ ცხოვრობს.
- სად არის?
- აი იქ, ოთახში, გამწარებული ხატავს. მე მისი დედა ვარ.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა - ვთქვი მე და გავიქეცი პიტერის სანახავად. უცებ ვიგრძენი, რომ ეს სიზმარი იყო. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ჰოლანდიელი მხატვრის პიტერ იანსენსის სურათი სახელწოდებით "ჰოლანდიური სახლის ინტერიერი".

ლიზა ინგოროყვა, მე-4 ბ კლასი



 

მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ პატარა სოფელში ვიყავი. ულამაზესი დღე იყო; ხალხი დაფუსფუსებდა. რა არ ხდებოდა: ზოგი ტაძარში შედიოდა, ზოგი შოთის პურს ყიდდა და ა.შ. პატარა ხიდის ქვეშ მდინარე მიედინებოდა. გადავედი ხიდზე და ვიკითხე, რა ხდებოდა. თურმე მათი დღესასწაული იყო. ხიდის ზემოთ დანგრეული სასახლე იყო, რომლის გარშემოც მთელი სოფლის ხალხი შეკრებილიყო. უცებ ვიგრძენი, რომ რაღაც დამემართა. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის სურათი „ტაძრის დღესასწაული ბოლნისში.„
ნინო მემანიშვილი მე-4 ბ კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ მრეცხავი ქალები სარეცხს რეცხავდნენ. შემდეგ სარეცხს ფენდნენ. რომ გაშრებოდა, გააუთოვებდნენ, დაკეცავდნენ და შეინახავსნენ. მე კარზე დავაკაკუნე. ქალბატონებმა კარი გამიღეს და ცხელი ჩაი შემომთავაზეს. მე უარი ვუთხარი. აბა, რომ შევუვარდი, კიდევ ჩაი უნდა წამერთმია? უკვე დრო მაინც ხომ წავართვი. ქალბატონებმა დამსვეს სკამზე. ისინი ძალიან დაღლილები ჩანდნენ. კიდევ ძალიან ბევრი სარეცხი ჰქონდათ დასარეცხი, გასაუთოვებელი და დასაკეცი.
ვიგრძენი, რომ ქალბატონები ძალიან კეთილები აყვნენ. ჩემთბის ეს სიამოვნება იყო, მაგრამ ქალბატონებისათვის მე მგონი, სევდა. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფინელი მხატვრის ედელფელტის სურათი „მრეცხავები„
ლიზა როგავა, მე-4 ბ კლ.




http://www.davit-kakabadze.narod.ru/images/suratebi_didi/0_55.jpg
მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ქალი მოწყენილი იჯდა ქვაზე. მივუახლოვდი და ვკითხე, რა მოხდა. მან მიპასუხა - სამსახურიდან გამაგდეს და ოჯახს ვეღარაფრით ვარჩენ. ამიტომაც ტანსაცმელს ვქსოვ, აბა, ვერ ვიყიდიო. მე მას ვკითხე: რატომ გამოგაგდეს? მან მიპასუხა: - კარგად ვერ მოვემსახურე და ამასთანავე, ტიროდა. მერე პირობა მივეცი, რომ დავეხმარებოდი და ასეც მოვიქეცი. სამუშაო ვუპოვე. მან მადლობის ნიშნად სუფრაზე დამპატიჟა, მაგრამ უცბად ვიგრძენი, რომ სიზმარში ვიყავი. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის სურათი „იმერეთი. დედაჩემი„

ანანო კოკაია, მე-4 ბ კლ.





მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ოთახში სავარძელზე ზის მოხუცი კაცი, რომელსაც ფეხი აქვს ნატკენი. მას ორი ქალი აჭმევს. ახალგაზრდა ქალმა ჩაი დაუსხა და მოხუცმა ქალმა კი საჭმელი მოუტანა. ასევე ოთახში საჭმელს ამზადებს ახალგაზრდა ქალი. ოთახში მაგიდასთან ქალი და კაცი საუბრობენ, რომელთაც წინ კვერცხებით სავსე თეფში უდევთ. შემოსასვლელი კარიდან შემოდის შავ ქურთუკში ჩაცმული წვერებიანი მოხუცი კაცი, რომელსაც შავი ქუდი ახურავს. ოთახში არის უწესრიგობა, თეფშები, ტაფები და კვერცხის ნაჭუჭები ძირს ყრია. მარცხენა კუთხეში პატარა ძაღლი ჭამს. ვიგრძენი, რომ სიზმარში ვიყავი. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის იან სტენის სურათი „სნეული მოხუცი„.

გუგა სიხარულიძე, მე-4 ბ კლ.




http://www.art-catalog.ru/article/mmz/151/00Renuar_kupanie_na_s_GMII.jpg
მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ხალხი სენაში ბანაობდა. გადავწყვიტე, მეც ჩავსულიყავი. გადავხტი და გავცურე. შემდეგ კი, აფრიან ნავში ჩავჯექი. ბევრი ვიცურავე, შემდეგ კი თავის ადგილას დავაბრუნე. ამოვედი, მაგრამ სულ სველი ვიყავი. შემდეგ ორი ძაღლი დავინახე, ვეთამაშე. ხალხის საუბარს ვუსმენდი. ყველა მხიარულობდა და ერთობოდა. მშვენივრად გავატარე დრო.

ვიგრძენი, რომ სასიამოვნო სიზმარი ვნახე. მოვხვდი ძველ დროში და ვნახე მხიარული ადამიანები და კეთილი ცხოველები. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის ოგიუსტ რენუარის სურათი „ბანაობა სენაზე“.

ანდრო სერგია, მე-4 ბ კლ.





http://i18.stockmediaserver.com/smsimg34/TH170/imagestate/2491111.jpg
მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ერთი საცოდავი ქალი იჯდა და გაქვავებულ ბუტერბროდს უყურებდა. ფერმკრთალი ჩანდა. მინდოდა მეკითხა, რა გჭირს, რა გინდა, ვინ ხარ-თქო, მაგრამ შემეშინდა, რამე არ დაეშავებინა.
რაც უფრო დიდხანს ვუყურებდი, მით უფრო მებრალებოდა. გავბედე და ვკითხე - რა გჭირთ? მან მითხრა: - მე ვერ გამიგებ. მოახლე ვარ. ალბათ, მასრად უნდა ამიგდო, ხომ?! მე ვაწყნარებდი, ვამშვიდებდი. ის ქალი ძალიან საცოდავი იყო და მთელი დღეების შრომის შემდეგ მარტო ძველ გამხმარ ბუტერბროდს არ იმსახურებდა. უცებ ვიგრძენი, რომ სიზმარში ვიყავი და მეღვიძებოდა. მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის ემილ მენიეს სურათი „მოახლეს საუზმე„.

ნატა ბებოშვილი მე-4 ბ კლ.





მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ დახეულ ტანსაცმელში პატარა ბიჭი ხილს კრეფდა. უეცრად მოვიდა ძაღლი. ბიჭმა გაუღიმა, მოეფერა და ცოტა წყალი დაალევინა. მე მივუახლოვდი და ქვების უკან დავიმალე. ზუსტად მაშინ დავინახე, რომ ღამდებოდა. ბიჭი თავის ძაღლთან ერთად წავიდა სოფელში, მაგრამ გზაში ბიჭმა ძაღლი დაკარგა, რაზედაც ძალიან ინერვიულა. შუაღამისას გაისმა ყეფა, რაზედაც მე გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ესპანელი მხატვრის ესტებან მურილიოს სურათი „ბიჭი ძაღლით.„

დათა მუშკუდიანი, მე-4 ბ კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ლამაზ ბუნებაში ვიყავი. ჩიტები ლამაზად ჭიკჭიკებდნენ, ხიდან ხეზე დახტოდნენ და შლიდნენ ლამაზ თეთრ ფოთლებს. მე მწვანე ბალახებში ვიწექი. ვიწექი მწვანე მდელოზე და ვუყურებდი ლამაზ ცას და სილამაზეს. მერე წამოვდექი და პატარა ქოხი დავინახე. შიგნით შევედი. იქ პატარა მაგიდა იყო. ამ მაგიდაზე საჭმელი ელაგა და ორი კაცი იჯდა. ისინი ქეიფობდნენ. შემეშინდა და გარეთ გამოვედი. გარეთ ღამე იყო. ცა ლამაზი ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. ძალიან ბნელოდა და მივხვდი, რომ ის კაცები არაფერს დამიშავებდნენ. შიგნით შევედი და მათ მივუახლოვდი. ვიგრძენი, რომ ისინი ძალიან კეთილები იყვნენ. მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ერთ მათგანს ვიცნობდი. ვუთხარი - „თქვენ ვინ ხართ-მეთქი“? მათ მითხრეს - :ჩვენ შენი მეგობრები ვართო“. მე ვუთხარი - „თქვენ საიდან მიცნობთ-მეთქი?“ მითხრეს: - „ჩვენ შენი მფარველები ვართო“. მე გამიკვირდა, მაგრამ მივხვდი, რომ სიმართლეს მეუბნებოდნენ. მათ მითხრეს: „ნახვამდის“ და გაქრნენ. გარეთ გამოვედი, ბალახებში დავწექი და ცას ვუყურებდი. მერე რაღაც უცნაური ცხოველი დამადგა თავს და გამომეკიდა. მე გავჩერდი და ისე ვიქცეოდი, თითქოს ის ცხოველი ჩემთან არ იყო. მე ვხედავდი, რომ ის ცხოველი ქრებოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისევ ის ორი კაცი დავინახე და მითხრეს: - „არაფრის გეშინოდეს - ჩვენ შენთან ვართ.“ გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ქართველი მხატვრის ხუციშვილის სურათი „კახური ნატურმორტი.„

მარიამ მასურაშვილი, მე-5 ბ კლ.




მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ვიყავი სოფელში, სადაც პატარა და კოხტა სახლები იყო. მე ვიდექი ერთი ქალბატონის გვერდით, რომელიც ძალიან დაღლილი იყო. მას წყლით სავსე დოქი ეჭირა. უცებ გავიხედე და დავინახე ულამაზესი ხედი. მე გავყევი პატარა ბილიკს, რომელმაც პატარა სოფელში ჩამიყვანა. მე დავათვალიერე სოფელი და ერთი მდიდარი ჭაბუკი შემხვდა. ბიჭმა შემომთავაზა:
- გოგონა, მოდი ჩემთან სახლში, ერთი ღამე გაათენე.
მე დავეთანხმე და მასთან დავიძინე. დილით რომ გავიღვიძე, მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო, ლამაზი და უცნაური სურათი მესიზმრა. ეს სურათი ძალიან მომეწონა. იქ ფერები ძალიან ღია იყო. ამით ძალიან მოვიხიბლე. ვიგრძენი, რომ არ შემშინებია და თავს კარგად ვგრძნობდი. მიხაროდა, რომ ასეთი კარგი სიზმარი დამესიზმრა. ეს იყო ცნობილი ქართველი მხატვრის უჩა ჯაფარიძის სურათი "დედის ფიქრები".
თხზულების ავტორი არ არის მითითებული.



მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ, სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე, რომ ვიდექი ნავსადგომზე. ჩემ წინ უამრავი ნავი იყო. ბურუსი იყო და ამის გამო მიძინებული ვულკანი ვეზუვი თეთრად მოჩანდა. მე ერთ-ერთ მენავეს ვთხოვე:
- შეგიძლიათ ნავით გამასეირნოთ?
მან მიპასუხა:
- დიახ, რა თქმა უნდა!
ჩვენ ნავში ჩავსხედით...
დაახლოებით 3 კმ. გავიარეთ, რომ დაბრუნება მომინდა. ნავში ჩამეძინა...
როდესაც გამეღვიძა, მენავე ნავს აჩერებდა. მე გადმოვედი და მადლობა გადავუხადე. უკვე სკამზე დავჯექი, ვფიქრობდი, თუ რომელ ქალაქში ვიყავი. ან, შეიძლება სოფელში ვიყავი. ვულკანი კი სულ გადამავიწყდა. უცბად უცნაური შეგრძნება დამეუფლა. გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი ფრანგი მხატვრის ალბერ მარკეს სურათი "ვეზუვი".
სალი ვარდოშვილი, მე-4 კლ.

No comments:

Post a Comment